ავტორი:

ნაკლები ნაოჭი, კანის ჯანსაღი იერი და წონაში სწრაფად კლება - როგორ მოქმედებს „მატჩას“ ჩაი ადამიანის ორგანიზმზე

ნაკლები ნაოჭი, კანის ჯანსაღი იერი და წონაში სწრაფად კლება - როგორ მოქმედებს „მატჩას“ ჩაი ადამიანის ორგანიზმზე

თუ გსურთ წონაში სწრაფად დაკლება და ასევე გინდათ, რომ თქვენმა კანმა ჯანსაღი იერი არ დაკარგოს, ამაში ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად იაპონური დაფქვილი მწვანე ჩაი „მატჩა“ დაგეხმარებათ. გარდა გარეგნული დამახასიათებლებისა, „მატჩას“ სისტემატური მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება - ეს იაპონური მწვანე ჩაი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და უფრო ეფექტურად ებრძვის სიბერეს, ვიდრე А და С ვიტამინები. „მატჩას“ სვამენ მადონა, ლედი გაგა, ბრედ პიტი ქენდალ ჯენერი, ჯენიფერ ანისტონი, სერენა ვილიამსი, ჯესიკა ალბა და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი.

„მატჩას“ ისტორია შორეულ იაპონიაში შორეული წარსულიდან იწყება. ამომავალი მზის ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეში იცოდნენ, რა სასარგებლო თვისებები ჰქონდა „მატჩას“ და მას აქტიურად მიირთმევდნენ. დღესაც იაპონიაში ჩაის რიტუალი სწორედ „მატჩათი“ ტარდება.

„მატჩა“ გარდა იაპონიისა, დღეს პოპულარულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მას სვამენ არა მხოლოდ როგორც ჩაის, არამედ იყენებენ იაპონური ტრადიციული კერძების შესაკმაზადაც, ამატებენ ყავა ლატეში, ყინულიან სასმელებში, რძის და ხილის კოქტეილებში და ასევე ალკოჰოლურ სასმელებში, როგორიცაა ლიქიორი.

თუმცა მისი მთავარი დანიშნულება არის ჩაის სახით მიღება, რადგან სწორედ ამ დროს ადამიანის ორგანიზმი „მატჩასგან“ იღებს ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რაც ამ ჩაის გააჩნია. „მატჩას“ სასარგებლო თვისებები იცოდნენ ძველ იაპონიაში, თანამედროვე მსოფლიოში კი ჩაის ამ სახეობის სარგებლობაზე არაერთი კვლევა ჩატარებულა. მაგალითად, კოლორადოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „მატჩას“ ჩაი შეიცავს 137-ჯერ უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე უბრალო მწვანე ჩაი. ანტიოქსიდანტების რაოდენობა „მატჩაში“ 6,2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე გოჯის კენკრაში; 7-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე შავ შოკოლადში და 17-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ისპანახში.

„მატჩა“ უნდა დავლიოთ იმიტომ, რომ:

  • ის არის ბუნებრივი და თან ძლიერი ანტიოქსიდანტი;
  • ეს ეხმარება სხეულს მეტაბოლიზმის გაზრდაში და კალორიების უფრო ეფექტურად დაწვაში;
  • მისი ყოველდღიური მოხმარებით თავიდან აიცილებთ ნაოჭების წარმოქმნას, შეინარჩუნებთ კანის ჯანსაღ ფერს;
  • „მატჩა“ ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას;
  • მას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები;
  • ის ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების წარმოქმნას და ამცირებს კარიესის განვითარებას;
  • „მატჩა“ ებრძვის სიბერეს უფრო ეფექტურად, ვიდრე А და С ვიტამინები;
  • „მატჩას“ ერთი ჭიქა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბროკოლის, ისპანახის, სტაფილოს ან მარწყვის პორცია;
  • „მატჩა“ ახდენს წნევის ნორმალიზებას;
  • „მატჩას“ ჩაი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახდენს არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის ნორმალიზებას;
  • „მატჩა“ ასევე ამცირებს ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს სისხლში;
  • ის 40%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაწვაში.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა დადებითი გავლენა შეუძლია მოუტანოს ადამიანის ორგანიზმს „მატჩამ“. იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა სამკურნალოდ და ასევე პროფილაქტიკისთვის გამოიყენება „მატჩა“, კიდევ უფრო გრძელია.

„მატჩას“ დაყენება ტრადიციული ჩაისგან ცოტა განსხვავებულია - 1 ჩაის კოვზს (დაახლოებით 2 გრ) დავასხათ 250 მლ ცხელი, მაგრამ არაადუღებული წყალი (დაახლოებით 70-80 С), სწრაფად ავურიოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე ქაფის წარმოქმნით და „მწვანე ელექსირიც“ მზადაა.

საქართველოში „მატჩას“ შეძენა შესაძლებელია „ჩაიმანიას“ შემდეგ ფილიალებში: გუდვილი დიღომში, გუდვილი ვაკეში, გუდვილი ქავთარაძეზე, აგროჰაბი ვაკეში, კარფური ვაკეში.

ცნობისათვის, „ჩაიმანია“ ბაზარზე 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ დროისთვის ბრენდი თბილისში 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. „ჩაიმანია" მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაისებრ სასმელებს მთელი მსოფლიოდან. „ჩაიმანია“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი