პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები,  ფსიქიატრიულში იწვა" -  3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა
"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები,  ფსიქიატრიულში იწვა" -  3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის დე­დის, მა­ნა­ნა ჩხიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის შვილს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და მკურ­ნა­ლობ­და კი­დეც.

"ჩემს შვილს აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ახლა სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ უნდა ჩა­ტარ­დეს ექ­სპერ­ტი­ზა და, რა თქმა უნდა, და­დას­ტურ­დე­ბა და ამა­ზე მერე იმ­სჯე­ლე­ბენ. იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტებს, მკურ­ნა­ლობ­და და ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში იწვა. ჩემი პო­ზი­ცია არა­ნა­ი­რი არ არის, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო არ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქამ­დე მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მკურ­ნა­ლობ­და",- გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ.

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე კუ­ლუ­ლაშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და შე­საძ­ლოა მან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ბრალ­დე­ბის მხა­რე ითხოვ­და, რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი არ ეთან­ხმე­ბო­და. ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვილს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს. მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა 3 წლის ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ასე­ვე დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის დის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შემ­თხვე­ვა პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ორი დღის წინ მოხ­და. მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­დი­ო­და, როცა მას­თან გამ­ვლე­ლი ქალი მი­იჭ­რა და სა­ხის არე­ში დაჭ­რა. ქალი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თულ პრო­ცესს ბრალ­დე­ბუ­ლი თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 23 ოქ­ტომ­ბერს 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები,  ფსიქიატრიულში იწვა" -  3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები,  ფსიქიატრიულში იწვა" -  3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა კიდეც.

"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები. ახლა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და, რა თქმა უნდა, დადასტურდება და ამაზე მერე იმსჯელებენ. იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა. ჩემი პოზიცია არანაირი არ არის, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. აქამდე მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ მკურნალობდა",- განაცხადა ბრალდებულის დედამ.

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამართულ პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს