სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე კუ­ლუ­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და შე­საძ­ლოა, მან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ბრალ­დე­ბის მხა­რე ითხოვ­და, რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი არ ეთან­ხმე­ბო­და.

ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვილს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს. მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა 3 წლის ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ასე­ვე დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის დის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შემ­თხვე­ვა პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ორი დღის წინ მოხ­და. მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­დი­ო­და, როცა მას­თან უც­ნო­ბი ქალი მი­იჭ­რა და სა­ხის არე­ში დაჭ­რა. ქალი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თულ პრო­ცესს ბრალ­დე­ბუ­ლი თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 23 ოქ­ტომ­ბერს 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამართულ პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს