პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მწერალი ახალ ამპლუაში - როგორ მოაშენა გიორგი კეკელიძემ გურიაში, თავის მამულში "საკმიელა"
ცნობილი მწერალი ახალ ამპლუაში - როგორ მოაშენა გიორგი კეკელიძემ გურიაში, თავის მამულში "საკმიელა"

გუ­რი­ის რო­გო­რი პატ­რი­ო­ტია ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მის ბესტსე­ლერ­ზე "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი", რო­მე­ლიც მწე­რალ­მა გუ­რი­ა­სა და იქა­ურ ყო­ფას მი­უ­ძღვნა.

ბოლო დროს გი­ორ­გიმ, ბევრ სხვა საქ­მეს­თან ერ­თად, გა­და­წყვი­ტა, მე­ურ­ნე გახ­დეს და გუ­რი­ა­ში, თა­ვის მა­მულ­ში, ვა­ზის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყო.

- წლე­ულს ჯერ ნერ­გე­ბი ჩავ­ყა­რე. ეს არის ან­დრო ვა­შა­ლო­მი­ძის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვა­ზის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ჯიში. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ძი­რი­თა­დად სწო­რედ გუ­რი­ა­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სა­ნამ ადე­სა ანუ იზა­ბე­ლა შე­მო­ვი­დო­და. ტე­ნი­ა­ნო­ბას უძ­ლებს, არის არო­მა­ტუ­ლი, გემ­რი­ე­ლი ნა­ყო­ფი აქვს.

ბა­ტო­ნი ან­დრო ვა­ზის ბევრ ჯიშს ამუ­შა­ვებს, ხში­რად ეს მი­ვი­წყე­ბას მი­ცე­მუ­ლი ჯი­შე­ბია, ან თუ არის ცნო­ბი­ლი, მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ. რო­გორც გუ­რი­ის პატ­რი­ოტ­მა, მეც ბა­ტონ ან­დროს მივ­მარ­თე. ჯიშს "საკ­მი­ე­ლა" ჰქვია. მოკ­ლედ, ოზურ­გეთ­ში, ჩემს ეზო­ში დავრგე და ვნა­ხოთ, რას იზამს.

- "საკ­მი­ე­ლა" თეთ­რი ჯი­შია?

- თეთ­რია, მაგ­რამ ის ერთ-ერ­თია იმ იშ­ვი­ათ ქარ­თულ ჯიშ­თა­გან, რომ­ლე­ბიც ინ­გლის­შიც ხა­რობს. იქ მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და ნის­ლია და ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნიე-რებ­მა აქე­დან წა­ი­ღეს...

სა­ერ­თოდ, კარ­გად ხა­რობს ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თვე-ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა, რაც დავრგე. თა­ვი­დან პა­ტა­რა კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში იყო, მერე კი გრუნ­ტში გა­და­ვი­ტა­ნე.

- რო­გორც ვა­ტყობ, უკვე გა­ხა­რე­ბუ­ლია ნერ­გე­ბი...

- კი, თუმ­ცა კომ­პლექ­სუ­რი მი­ხედ­ვა უნდა, მკურ­ნა­ლო­ბაც სჭირ­დე­ბა. ზოგ­ჯერ სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბა ჩნდე­ბა, ამი­ტომ ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა უნდა, რაც ჩემ­თვის რთუ­ლია, რად­გან სულ იქ არ ვარ და ამი­ტომ დე­და­ჩე­მი გვეხ­მა­რე­ბა.

- რე­გი­ონ­ში ხართ გაზ­რდი­ლი და სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ?

- ბავ­შვო­ბი­დან ვიცი სი­მინ­დის მოყ­ვა­ნა - მთე­ლი პრო­ცე­სი თა­ვი­სი ეტა­პე­ბით. ეს ნამ­დვი­ლი რი­ტუ­ა­ლია - ხალ­ხის მის­ვლა ერ­თმა­ნეთ­თან, მიხ­მა­რე­ბა, პირ­ვე­ლი გა­მარ­გვლა, მე­ო­რე გა­მარ­გვლა, მო­სავ­ლის აღე­ბა, მისი გარ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე რი­ტუ­ა­ლუ­რი იყო. ძი­რი­თა­დად, ღა­მით არ­ჩევ­დნენ და ხალ­ხის­თვის, ეს ერ­თგვა­რად, შეკ­რე­ბის ად­გი­ლიც იყო.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ურ­ბის მი­წა­ზე შრო­მას. ზოგი ფიქ­რობს, რომ ამას შე­დე­გი მა­ინც არ მოჰ­ყვე­ბა. ასეთ დროს ასე­თი საქ­მი­ა­ნი და და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი ფერ­მე­რუ­ლი უნა­რე­ბი აა­მოქ­მე­დო და ამ სფე­რო­შიც გა­აქ­ტი­ურ­დე. რას ეტყვით სხვებს?

- ბევ­რი მი­ნა­ხავს, რომ შრო­მობს, მაგ­რამ შე­დე­გი მა­ინ­ცდა­მა­ინც არა აქვს. ეს იმის ბრა­ლია, რომ შრო­მა სწო­რად არა აქვს და­გეგ­მი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში, რო­გორც სხვა სფე­რო­ებ­ში, სა­ჭი­როა გა­ნათ­ლე­ბა. უა­მი­სოდ შრო­მა შე­დე­გის მომ­ტა­ნი ვერ იქ­ნე­ბა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

ბ-ნი გიორგი თავმდაბალი ადამიანია, არც მოეწონება ასეთი სათაური

???
4

ცნობილი მწერალი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ცნობილი მწერალი ახალ ამპლუაში - როგორ მოაშენა გიორგი კეკელიძემ გურიაში, თავის მამულში "საკმიელა"

ცნობილი მწერალი ახალ ამპლუაში - როგორ მოაშენა გიორგი კეკელიძემ გურიაში, თავის მამულში "საკმიელა"

გურიის როგორი პატრიოტია ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, ყველამ კარგად იცის, რომ არაფერი ვთქვათ მის ბესტსელერზე "გურული დღიურები", რომელიც მწერალმა გურიასა და იქაურ ყოფას მიუძღვნა.

ბოლო დროს გიორგიმ, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, გადაწყვიტა, მეურნე გახდეს და გურიაში, თავის მამულში, ვაზის გაშენება დაიწყო.

- წლეულს ჯერ ნერგები ჩავყარე. ეს არის ანდრო ვაშალომიძის დამუშავებული ვაზის ძველი ქართული ჯიში. მიიჩნევენ, რომ ძირითადად სწორედ გურიაში იყო გავრცელებული, სანამ ადესა ანუ იზაბელა შემოვიდოდა. ტენიანობას უძლებს, არის არომატული, გემრიელი ნაყოფი აქვს.

ბატონი ანდრო ვაზის ბევრ ჯიშს ამუშავებს, ხშირად ეს მივიწყებას მიცემული ჯიშებია, ან თუ არის ცნობილი, მხოლოდ ნაწილობრივ. როგორც გურიის პატრიოტმა, მეც ბატონ ანდროს მივმართე. ჯიშს "საკმიელა" ჰქვია. მოკლედ, ოზურგეთში, ჩემს ეზოში დავრგე და ვნახოთ, რას იზამს.

- "საკმიელა" თეთრი ჯიშია?

- თეთრია, მაგრამ ის ერთ-ერთია იმ იშვიათ ქართულ ჯიშთაგან, რომლებიც ინგლისშიც ხარობს. იქ მაღალი ტენიანობა და ნისლია და ბრიტანელმა მეცნიე-რებმა აქედან წაიღეს...

საერთოდ, კარგად ხარობს ოზურგეთის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე. თვე-ნახევარი იქნება, რაც დავრგე. თავიდან პატარა კონტეინერებში იყო, მერე კი გრუნტში გადავიტანე.

- როგორც ვატყობ, უკვე გახარებულია ნერგები...

- კი, თუმცა კომპლექსური მიხედვა უნდა, მკურნალობაც სჭირდება. ზოგჯერ სხვადასხვა ტიპის დაავადება ჩნდება, ამიტომ ყოველდღიური მოვლა უნდა, რაც ჩემთვის რთულია, რადგან სულ იქ არ ვარ და ამიტომ დედაჩემი გვეხმარება.

- რეგიონში ხართ გაზრდილი და სამეურნეო გამოცდილება გაქვთ?

- ბავშვობიდან ვიცი სიმინდის მოყვანა - მთელი პროცესი თავისი ეტაპებით. ეს ნამდვილი რიტუალია - ხალხის მისვლა ერთმანეთთან, მიხმარება, პირველი გამარგვლა, მეორე გამარგვლა, მოსავლის აღება, მისი გარჩევა, რომელიც ასევე რიტუალური იყო. ძირითადად, ღამით არჩევდნენ და ხალხისთვის, ეს ერთგვარად, შეკრების ადგილიც იყო.

- ბევრი ადამიანი გაურბის მიწაზე შრომას. ზოგი ფიქრობს, რომ ამას შედეგი მაინც არ მოჰყვება. ასეთ დროს ასეთი საქმიანი და დაკავებული ადამიანი ცდილობ, საკუთარი ფერმერული უნარები აამოქმედო და ამ სფეროშიც გააქტიურდე. რას ეტყვით სხვებს?

- ბევრი მინახავს, რომ შრომობს, მაგრამ შედეგი მაინცდამაინც არა აქვს. ეს იმის ბრალია, რომ შრომა სწორად არა აქვს დაგეგმილი. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ სფეროში, როგორც სხვა სფეროებში, საჭიროა განათლება. უამისოდ შრომა შედეგის მომტანი ვერ იქნება წაიკითხეთ ვრცლად