პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი?
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი?

2019 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლია. ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სო­ფიო გორ­გო­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 2019 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად ჩა­რი­ცხვე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გვერ­დზე online.naec.ge დღე­ი­დან შე­უძ­ლი­ათ.

"2019 წელს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა 28 740-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მო­ი­პო­ვა. მე ვუ­ლო­ცავ თი­თო­ე­ულს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ცხოვ­რე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, რე­გის­ტრი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა­გან 71%-ია ჩა­რი­ცხუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე კი 4777 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა, 6546-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა კი მო­ი­პო­ვა სას­წავ­ლო გრან­ტი. მათ­გან 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო 4083-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა. ასე­ვე, არის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 2%, ვინც გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­ში, თუმ­ცა ვერ ჩა­ი­რი­ცხა, რად­გან არ ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს მოხ­და ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვებ­ში, როცა პროგ­რა­მა­ზე მა­ღა­ლი კონ­კურ­სი იყო ან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გაზ­რდი­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ შე­უ­ზღუ­და­ვად შე­ეძ­ლოთ მათ პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვა, რო­გორც ჩანს, მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე სურ­დათ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა და არა სხვა პროგ­რა­მებ­ზე. ამის შე­დე­გა­დაც მოხ­და ასე, რომ ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, თუმ­ცა ვერ­სად ჩა­ი­რი­ცხნენ. რაც შე­ე­ხე­ბა აპე­ლა­ცი­ებს, და­ახ­ლო­ე­ბით აპ­ლი­კან­ტთა 2%-მა შე­მო­ი­ტა­ნა აპე­ლა­ცი­ის გა­ნა­ცხა­დი და მათ­გან 648 აპ­ლი­კანტს შე­ეც­ვა­ლა შე­ფა­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ზე 2019 წელს 1335 აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა.

გორ­გო­ძის თქმით­ვე, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ შე­დე­გე­ბი ნიშ­ნავს მხო­ლოდ ჩა­რი­ცხვის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას და არა - ჩა­რი­ცხვას.

"ეს ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც ჩვენს ვებ-გვერ­დზე ნა­ხავთ, არ ნიშ­ნავს ჩა­რი­ცხვას, არა­მედ ეს არის მხო­ლოდ ჩა­რი­ცხვის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ჩა­რი­ცხვის წი­ნა­პი­რო­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მიბ­რძან­დნენ იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ჩა­ი­რი­ცხნენ, დად­გე­ნილ ვა­დებ­ში წა­რად­გი­ნონ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ჩა­ით­ვლე­ბი­ან ჩა­რი­ცხუ­ლად. ამას ხაზს ვუს­ვამთ, რად­გან ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ფიქ­რობს, რომ ის ავ­ტო­მა­ტუ­რა­დაა ჩა­რი­ცხუ­ლი სას­წავ­ლე­ბელ­ში, თუმ­ცა სწავ­ლის და­წყე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩენს, რომ ჩა­რი­ცხუ­ლი არ არის", - აღ­ნიშ­ნა სო­ფიო გორ­გო­ძემ.

წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო 41 000 აპ­ლი­კან­ტი. პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნათ მი­ღე­ბუ­ლი ქულა ან კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა.

ყვე­ლა­ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა უპი­რა­ტე­სო­ბა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის, სა­მარ­თლის და დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სის მი­მარ­თუ­ლე­ბებს მი­ა­ნი­ჭა.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ცნო­ბით, ამ წლის მთა­ვარ სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტმა ორი ან მეტი არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი მო­ნიშ­ნა და ერთ-ერთ მათ­გან­ში ჩა­იჭ­რა, ან რო­მე­ლი­მე მათ­გან­ზე არ გა­მო­ცხად­და.

შე­გახ­სე­ნებთ, 2019 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 1-ელ ივ­ლისს და­ი­წყო - მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 11 ქა­ლაქ­ში 23 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი გა­იხ­სნა.

მარენე
0

ჩემმა შვილმა რომელიც არის სპორცმენი და აბარებდა ფიზკულტურის აკადემიაში მათემატიკაში 7მიიღოო და ვერ ცაირიცხა არადა მატემატიკა არ იყო თურმე სავალდებულო აქ გვაქვც თუ არა შანსი ფასიანზე მაინც მოხვედრის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი?

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი?

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

"2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

გორგოძის თქმითვე, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შედეგები ნიშნავს მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვებას და არა - ჩარიცხვას.

"ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება.

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო - მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში