პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს არხზე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ჟურნალისტებსაც იხილავთ" - რა ხდება ახალი ტელევიზია "ფორმულას" შიდა სამზარეულოში და როდის დაბრუნდება ეთერში "ჩცდ"
"ჩვენს არხზე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ჟურნალისტებსაც იხილავთ" - რა ხდება ახალი ტელევიზია "ფორმულას" შიდა სამზარეულოში და როდის დაბრუნდება ეთერში "ჩცდ"

მალე ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს ახა­ლი არხი - "ფორ­მუ­ლა" შე­ე­მა­ტე­ბა. "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" ტე­ლე­ვი­ზი­ამ მა­უ­წყებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა უკვე მი­ი­ღო და რო­გორც ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი ზუკა გუმ­ბა­რი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ეთერ­ში პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან გეგ­მა­ვენ გას­ვლას.

"ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა" არ­ხის გახ­სნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­აჟ­ღე­რა. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­ა­ფი­ნან­სებს.

"ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" ცნო­ბი­ლია მისი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტით - სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით", რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­დი­ო­და. ახლა "ჩცდ" "ფორ­მუ­ლა­ზე" გა­და­ი­ნაც­ვლებს.

ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფორ­მუ­ლას" დი­რექ­ტო­რი ზუკა გუმ­ბა­რი­ძე, AMBEBI.GE-ს ინ­ტერ­ვი­უ­ში უზი­ა­რებს:

- ავ­ტო­რი­ზა­ცია 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად გვინ­და, რომ ამ დრო­ის­თვის ეთერ­ში ვი­ყოთ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ცე­მებს, იქ­ნე­ბა რო­გორც ახა­ლი ამ­ბე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა, ასე­ვე - გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტე­ბი. არ ვწყვეტთ „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის“ არ­ცერთ აქამ­დე ცნო­ბილ პრო­ექტს, რა­ზეც ვმუ­შა­ობ­დით: „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი", "მთა­ვა­რი ექი­მი"... თი­თო­ე­უ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გავა ეთერ­ში.

გარ­და ამი­სა, იქ­ნე­ბა უცხო­უ­რი სე­რი­ა­ლე­ბი და ფილ­მე­ბი, დი­ლის გა­და­ცე­მა და ა.შ. ერთი სი­ტყვით, სრულ­ფა­სო­ვან მა­უ­წყე­ბელ­ზეა სა­უ­ბა­რი. "ფორ­მუ­ლა" ისე­თი­ვე უნდა იყოს, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი სტან­დარ­ტით დიდი მე­დი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

გვექ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი, სა­კუ­თა­რი სტრი­მი, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია რა­ღაც ტი­პის უცხო­უ­რი კონ­ტენ­ტის გან­თავ­სე­ბაც" - გვე­უბ­ნე­ბა არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლი, "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზუკა გუმ­ბა­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" პერ­სო­ნა­ლი, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და ცოტა ხან­ში მათ ვი­ნა­ო­ბა­საც და­ა­სა­ხე­ლე­ბენ, თუ ვინ იმუ­შა­ვებს არხზე.

კი­თხვა­ზე - შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ არა "ფორ­მუ­ლა­ზე" "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვი­ხი­ლოთ, გუმ­ბა­რი­ძე AMBEBI.GE-ს პა­სუ­ხობს:

„ყო­ფილ „რუს­თა­ვი 2“-ელებ­საც ვე­სა­უბ­რე­ბით და სხვა არ­ხე­ლებ­საც მას მერე, რაც ლი­ცენ­ზია ავი­ღეთ. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე ამას ვერ ვა­კე­თებ­დით. კი, ჩვენს არხზე შე­საძ­ლოა იხი­ლოთ არა მარ­ტო „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არა­მედ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სხვა არ­ხე­ბი­და­ნაც... ახლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის და­კომ­პლექ­ტე­ბის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­დავ­დი­ვართ.

- სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი შერ­ჩე­უ­ლია?

- ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

- 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ტე­ლე­ვი­ზია სრუ­ლი სა­ე­თე­რო ბა­დით გავა ეთერ­ში?

- ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნა პრო­ცე­სია, რაც გარ­კვე­ულ დროს მო­ი­თხოვს. ბუ­ნებ­რი­ვია, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს არ იქ­ნე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­ე­თე­რო ბადე, თუმ­ცა ვეც­დე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბა გვქონ­დეს, ანუ იყოს იმ­დე­ნი პრო­დუქ­ტი, რამ­დე­ნიც გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, რომ გვქონ­დეს.

- მა­ყუ­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­დე­ბა "ჩცდ"-ს, სე­რი­ალს, რო­მე­ლიც 15 სე­ზო­ნია ეთერ­შია და ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ მა­ინც არ ნელ­დე­ბა. რო­გორც მისი ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი, რას გვე­ტყვით - სე­რი­ალ­ში რა­ი­მე ხომ არ იც­ვლე­ბა?

- ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ახალ სე­ზონ­ზე, სე­რი­ა­ლის მე-16 სე­ზონ­ზეც მა­ყუ­რე­ბელს ბევრ სი­ახ­ლეს შევ­თა­ვა­ზებთ. ვეც­დე­ბით, მათი იმე­დე­ბი გა­მარ­თლდეს, იმი­ტომ, რომ მათ­გან უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მოგ­ვდის. დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან "ჩცდ"-ს ახალ ეთერ­ში და­წყე­ბას.

ვეც­დე­ბით, მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბი­დან უმოკ­ლეს ვა­დებ­ში „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ სა­ე­თე­რო ბა­დე­ში იყოს. სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სცე­ნა­რის დე­ტა­ლებს ვერ გა­გიმ­ხელთ. ძველ მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც სე­რი­ა­ლის კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან, და­ე­მა­ტე­ბი­ან ახ­ლე­ბიც.

- რაც შე­ე­ხე­ბა "ფორ­მუ­ლას" ფი­ნან­სურ მხარ­დამ­ჭერს, ადას­ტუ­რებთ, რომ ის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლია?

- მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში დო­კუ­მენ­ტი წარ­ვად­გი­ნეთ, სა­დაც "ფორ­მუ­ლას" ფი­ნან­სურ დო­ნა­ცი­ას და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს და ის იქ­ნე­ბა არ­ხის ძი­რი­თა­დი ფი­ნან­სუ­რი დო­ნო­რი.

ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი უნდა ელო­დოს სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლურ სა­ი­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მებს, პო­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ებს და თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტი, რაც ეთერ­ში გავა, იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის, იმა­ზე მა­ღა­ლი, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­გა­რე­მო აქამ­დე იც­ნობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩვენს არხზე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ჟურნალისტებსაც იხილავთ" - რა ხდება ახალი ტელევიზია "ფორმულას" შიდა სამზარეულოში და როდის დაბრუნდება ეთერში "ჩცდ"

"ჩვენს არხზე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ჟურნალისტებსაც იხილავთ" - რა ხდება ახალი ტელევიზია "ფორმულას" შიდა სამზარეულოში და როდის დაბრუნდება ეთერში "ჩცდ"

მალე ქართულ სატელევიზიო სივრცეს ახალი არხი - "ფორმულა" შეემატება. "ფორმულა კრეატივის" ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება უკვე მიიღო და როგორც ახალი ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე გვეუბნება, ეთერში პირველი ოქტომბრიდან გეგმავენ გასვლას.

"ფორმულა კრეატივმა" არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა. ცნობილია ისიც, რომ ტელეკომპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

"ფორმულა კრეატივი" ცნობილია მისი ყველაზე პოპულარული პროექტით - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით", რომელიც წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. ახლა "ჩცდ" "ფორმულაზე" გადაინაცვლებს.

ახალი ტელევიზიის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ფორმულას" დირექტორი ზუკა გუმბარიძე, AMBEBI.GE-ს ინტერვიუში უზიარებს:

- ავტორიზაცია 1-ელი ოქტომბრიდან გვაქვს, შესაბამისად გვინდა, რომ ამ დროისთვის ეთერში ვიყოთ. რაც შეეხება გადაცემებს, იქნება როგორც ახალი ამბები, საინფორმაციო გამოშვება, ასევე - გასართობი პროექტები. არ ვწყვეტთ „ფორმულა კრეატივის“ არცერთ აქამდე ცნობილ პროექტს, რაზეც ვმუშაობდით: „ჩემი ცოლის დაქალები", "სამზარეულოს ომები", "მთავარი ექიმი"... თითოეული განახლებული ფორმატით გავა ეთერში.

გარდა ამისა, იქნება უცხოური სერიალები და ფილმები, დილის გადაცემა და ა.შ. ერთი სიტყვით, სრულფასოვან მაუწყებელზეა საუბარი. "ფორმულა" ისეთივე უნდა იყოს, როგორც დღევანდელი სტანდარტით დიდი მედიები მუშაობენ.

გვექნება ინტერნეტგვერდი, საკუთარი სტრიმი, ასევე შესაძლებელია რაღაც ტიპის უცხოური კონტენტის განთავსებაც" - გვეუბნება არხის ხელმძღვანელი, "ფორმულა კრეატივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე.

მისივე თქმით, არხის თანამშრომლები იქნებიან "ფორმულა კრეატივის" პერსონალი, თუმცა მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ჟურნალისტებთან და ცოტა ხანში მათ ვინაობასაც დაასახელებენ, თუ ვინ იმუშავებს არხზე.

კითხვაზე - შესაძლებელია, თუ არა "ფორმულაზე" "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლები ვიხილოთ, გუმბარიძე AMBEBI.GE-ს პასუხობს:

„ყოფილ „რუსთავი 2“-ელებსაც ვესაუბრებით და სხვა არხელებსაც მას მერე, რაც ლიცენზია ავიღეთ. ავტორიზაციის გარეშე ამას ვერ ვაკეთებდით. კი, ჩვენს არხზე შესაძლოა იხილოთ არა მარტო „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები, არამედ ჟურნალისტები სხვა არხებიდანაც... ახლა საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტების აქტიურ ფაზაში გადავდივართ.

- საინფორმაციო სამსახურის უფროსი შერჩეულია?

- ამ თანამდებობაზე გიორგი ლაფერაშვილი განიხილება.

- 1-ელ ოქტომბერს ტელევიზია სრული საეთერო ბადით გავა ეთერში?

- ტელევიზიის შექმნა პროცესია, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ბუნებრივია, 1-ელ ოქტომბერს არ იქნება სრულფასოვანი საეთერო ბადე, თუმცა ვეცდებით, რაც შეიძლება მოკლე დროში სრულფასოვანი მაუწყებლობა გვქონდეს, ანუ იყოს იმდენი პროდუქტი, რამდენიც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გვქონდეს.

- მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება "ჩცდ"-ს, სერიალს, რომელიც 15 სეზონია ეთერშია და ინტერესი მის მიმართ მაინც არ ნელდება. როგორც მისი ერთ-ერთი პროდიუსერი, რას გვეტყვით - სერიალში რაიმე ხომ არ იცვლება?

- ისევე როგორც ყველა ახალ სეზონზე, სერიალის მე-16 სეზონზეც მაყურებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ. ვეცდებით, მათი იმედები გამართლდეს, იმიტომ, რომ მათგან უამრავი შეტყობინება მოგვდის. დიდი ინტერესით ელოდებიან "ჩცდ"-ს ახალ ეთერში დაწყებას.

ვეცდებით, მაუწყებლობის დაწყებიდან უმოკლეს ვადებში „ჩემი ცოლის დაქალები“ საეთერო ბადეში იყოს. სიახლეები იქნება, მაგრამ სცენარის დეტალებს ვერ გაგიმხელთ. ძველ მსახიობებს, რომლებიც სერიალის კონკრეტული პერსონაჟები არიან, დაემატებიან ახლებიც.

- რაც შეეხება "ფორმულას" ფინანსურ მხარდამჭერს, ადასტურებთ, რომ ის დავით კეზერაშვილია?

- მარეგულირებელში დოკუმენტი წარვადგინეთ, სადაც "ფორმულას" ფინანსურ დონაციას დავით კეზერაშვილი ადასტურებს და ის იქნება არხის ძირითადი ფინანსური დონორი.

ჩვენი მაყურებელი უნდა ელოდოს საინტერესო და აქტუალურ საიფორმაციო გადაცემებს, პოლიტიკურ თოქ-შოუებს და თითოეული პროდუქტი, რაც ეთერში გავა, იქნება უმაღლესი სტანდარტის, იმაზე მაღალი, ვიდრე ქართული მედიაგარემო აქამდე იცნობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ