პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების გამო ესროდნენ, ახლა "სალაფავისთვის" ესვრიან" - აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნებს" სროლები მოჰყვა
"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების გამო ესროდნენ, ახლა "სალაფავისთვის" ესვრიან" - აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნებს" სროლები მოჰყვა

აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სიმ­შვი­დე დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა - მოქ­მედ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტსა და მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სულ ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას შო­რის ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბის­თვის ბრძო­ლა 25 აგ­ვის­ტოს ღა­მეს, ანუ "არ­ჩევ­ნე­ბის" დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ი­წყო.

რო­გორც აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ყო­ფი­ლი "პრე­ზი­დენ­ტის", ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის ძა­ლის­ხმე­ვით, რაულ ხა­ჯიმ­ბა მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდეს. ან­ქვაბს, რო­მე­ლიც დღემ­დე დიდი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გე­ლობს რე­გი­ონ­ში და ხა­ჯიმ­ბას პრაქ­ტი­კუ­ლად ძა­ლა­დობ­რი­ვად წარ­თმე­უ­ლი "პრე­ზი­დენ­ტის" სა­ვარ­ძე­ლი მწა­რედ ახ­სოვს, ახლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი აქვს, მას თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ა­ნა­ხოს და ასეც იქ­ცე­ვა...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მან აღ­ნიშ­ნა, რომ "ამ­ცა­ხა­რას" ლი­დერს, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას უჭერს მხარს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ რჩე­ვე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლოდ, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის" პოსტს შეჰ­პირ­და. თუმ­ცა, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ან­ქვაბ­მა თა­ვად მო­ი­თხო­ვა, მისი მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლოდ.

ერთი სი­ტყვით, და­პი­რის­პი­რე­ბა იმ­დე­ნად გამ­წვავ­და, რომ სის­ხლი და­იღ­ვა­რა. abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, 28 აგ­ვის­ტოს, ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბე­დი­ა­ში, ორი მა­მა­კა­ცი, ად­გი­ლობ­რი­ვი ძმე­ბი სულ­თან და შა­ლი­კო შა­კა­ი­ე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს. რო­გორც ე.წ. შსს-სთან სა­უ­ბარ­ში ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი, ლალი გარ­გუ­ლია აცხა­დებს, მათ გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა და მრავ­ლო­ბით მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვთ, თუმ­ცა, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"არ­ჩევ­ნე­ბის" შემ­დეგ, აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად წე­რენ, ე.წ. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბებ­ზე. კონ­კრე­ტუ­ლად, გავ­რცელ­და ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ონ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ხა­ჯიმ­ბას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამომ­რჩევ­ლებს ხმე­ბის სა­ნაც­ვლოდ, შავ პარ­კებ­ში შე­ფუ­თულ პრო­დუქტს ური­გე­ბენ. ერთ-ერთი დაჭ­რი­ლის, შა­კა­ი­ას თა­ნა­სოფ­ლე­ლი Апсадгьыл-инфо-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა სულ­თან შა­კა­ი­ას სახ­ლში შავ პარკში შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ტა­ნის შემ­დეგ და­ი­წყო და სრო­ლე­ბი მოჰ­ყვა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მომ­ხდა­რით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა და ინ­ტერ­ნეტ­კო­მენ­ტა­რებ­ში წერს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არ დას­რულ­დე­ბა. აფხა­ზე­ბი ვი­თა­რე­ბას "მე­ო­რე ტუ­რამ­დე" პოს­ტე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ირ­კვე­ვა, რომ არც კვი­ცი­ნი­ას მი­მართ არი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და თა­ვა­დაც სვა­მენ კი­თხვას, რო­გორ მო­აგ­რო­ვა მან ამ­დე­ნი ხმა.

"უკვე ერ­თმა­ნეთ­საც კი ეს­რო­ლეს... კი­დევ რა უნდა მოხ­დეს, რათა ჩვენ­მა "პა­ტივ­ცე­მულ­მა" მშვი­დო­ბის გა­რან­ტმა (იგუ­ლის­ხმე­ბა ხა­ჯიმ­ბა) და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ვარ­ძე­ლი და­ტო­ვოს?"

"ადრე ერ­თმა­ნეთს ნა­ა­ლა­ფა­რი სახ­ლე­ბის, შემ­დეგ კი სას­ტუმ­რო­ე­ბის გამო ეს­როდ­ნენ... ახლა "სა­ლა­ფა­ვის" გამო ეს­ვრი­ან. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ცუდი იყო, ზამ­თა­რი წინ არის. რა სა­ჭი­როა ომი, რო­დე­საც თა­ვის­თა­ვად იწ­მინ­დე­ბა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რია ჩვენ­გან? გეგ­მა ასე­თია - აფხა­ზე­თი, აფხა­ზე­ბის გა­რე­შე. ჰოდა, წინ, გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ!"

"ძმებს ეს პრო­დუქ­ტი ალ­ბათ მო­სას­ყი­დად მი­უ­ტა­ნეს. ფაქ­ტია, რომ მათი მოკ­ვლა არ უნ­დო­დათ, ფე­ხებ­ში ეს­რო­ლეს, თუმ­ცა, ის ვერ გათ­ვა­ლეს, რომ იქ არ­ტე­რი­აა, დრო­უ­ლად რომ არ მი­ეყ­ვა­ნათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სის­ხლის­გან და­იც­ლე­ბოდ­ნენ. ნუთუ უღირ­დათ ეს რამ­დე­ნი­მე დღის სამ­ყო­ფი პრო­დუქ­ტი ამ­დენ უბე­დუ­რე­ბად. სად ვართ, რა უბე­დუ­რე­ბა გვჭირს და რო­დემ­დე ერთი და იგი­ვე?"

"ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ეს პა­ი­კე­ბი რომ არა, კვი­ცი­ნი­ას ვინ­მე მარ­თლა და­უ­ჭერ­და მხარს?! ვინ ვის აში­ნებს და ვინ რას ჰპირ­დე­ბა, კაც­მა არ იცის"

"გა­სა­გე­ბია, რომ კვი­ცი­ნი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლით არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ყვე­ლა თა­ვის ჯი­ბე­ზე იფიქ­რებს, თუმ­ცა, ხა­ჯიმ­ბა ძა­ლი­ან შორს წა­ვი­და. ერის სირ­ცხვი­ლია. ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო პრე­ზი­დენ­ტი არას­დროს გვყო­ლია".

აფხა­ზეთ­ში "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის" მე­ო­რე ტური 8 სექ­ტემ­ბერს არის და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა, მა­ნამ­დე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უამ­რავ "სი­ურპრიზს" ელის.

ავტორი:

"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების გამო ესროდნენ, ახლა "სალაფავისთვის" ესვრიან" - აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნებს" სროლები მოჰყვა

"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების გამო ესროდნენ, ახლა "სალაფავისთვის" ესვრიან" - აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნებს" სროლები მოჰყვა

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოჩვენებითი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა - მოქმედ ე.წ. პრეზიდენტსა და მეორე ტურში გადასულ ალხას კვიცინიას შორის ამომრჩევლის ხმებისთვის ბრძოლა 25 აგვისტოს ღამეს, ანუ "არჩევნების" დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

როგორც აფხაზური მედია წერს, არ არის გამორიცხული, ყოფილი "პრეზიდენტის", ალექსანდრე ანქვაბის ძალისხმევით, რაულ ხაჯიმბა მთელი ოპოზიციური სპექტრის პირისპირ აღმოჩნდეს. ანქვაბს, რომელიც დღემდე დიდი გავლენებით სარგელობს რეგიონში და ხაჯიმბას პრაქტიკულად ძალადობრივად წართმეული "პრეზიდენტის" სავარძელი მწარედ ახსოვს, ახლა შესანიშნავი შანსი აქვს, მას თავისი შესაძლებლობები დაანახოს და ასეც იქცევა...

რამდენიმე დღის წინ, მან აღნიშნა, რომ "ამცახარას" ლიდერს, ალხას კვიცინიას უჭერს მხარს, რომელიც თავის მხრივ რჩევებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, არსებული ინფორმაციით, მას "პრემიერ-მინისტრის" პოსტს შეჰპირდა. თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, ეს თანამდებობა ანქვაბმა თავად მოითხოვა, მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ერთი სიტყვით, დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ სისხლი დაიღვარა. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 28 აგვისტოს, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ბედიაში, ორი მამაკაცი, ადგილობრივი ძმები სულთან და შალიკო შაკაიები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც ე.წ. შსს-სთან საუბარში ტყვარჩელის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ლალი გარგულია აცხადებს, მათ გამჭოლი ჭრილობა და მრავლობით მოტეხილობა აქვთ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"არჩევნების" შემდეგ, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად წერენ, ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებებზე. კონკრეტულად, გავრცელდა ტყვარჩელის რაიონში გადაღებული ფოტოები, სადაც სავარაუდოდ, ხაჯიმბას მხარდამჭერები ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ, შავ პარკებში შეფუთულ პროდუქტს ურიგებენ. ერთ-ერთი დაჭრილის, შაკაიას თანასოფლელი Апсадгьыл-инфо-სთან საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირება სულთან შაკაიას სახლში შავ პარკში შეფუთული პროდუქტის მიტანის შემდეგ დაიწყო და სროლები მოჰყვა.

ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარით შეშფოთებულია და სოციალურ ქსელსა და ინტერნეტკომენტარებში წერს, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება. აფხაზები ვითარებას "მეორე ტურამდე" პოსტებით ეხმაურებიან. ირკვევა, რომ არც კვიცინიას მიმართ არიან კეთილგანწყობილი და თავადაც სვამენ კითხვას, როგორ მოაგროვა მან ამდენი ხმა.

"უკვე ერთმანეთსაც კი ესროლეს... კიდევ რა უნდა მოხდეს, რათა ჩვენმა "პატივცემულმა" მშვიდობის გარანტმა (იგულისხმება ხაჯიმბა) დაკავებული სავარძელი დატოვოს?"

"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების, შემდეგ კი სასტუმროების გამო ესროდნენ... ახლა "სალაფავის" გამო ესვრიან. ზაფხულის სეზონი ცუდი იყო, ზამთარი წინ არის. რა საჭიროა ომი, როდესაც თავისთავად იწმინდება აფხაზეთის ტერიტორია ჩვენგან? გეგმა ასეთია - აფხაზეთი, აფხაზების გარეშე. ჰოდა, წინ, განადგურებისკენ!"

"ძმებს ეს პროდუქტი ალბათ მოსასყიდად მიუტანეს. ფაქტია, რომ მათი მოკვლა არ უნდოდათ, ფეხებში ესროლეს, თუმცა, ის ვერ გათვალეს, რომ იქ არტერიაა, დროულად რომ არ მიეყვანათ საავადმყოფოში, სისხლისგან დაიცლებოდნენ. ნუთუ უღირდათ ეს რამდენიმე დღის სამყოფი პროდუქტი ამდენ უბედურებად. სად ვართ, რა უბედურება გვჭირს და როდემდე ერთი და იგივე?"

"ვინმე ფიქრობს, რომ ეს პაიკები რომ არა, კვიცინიას ვინმე მართლა დაუჭერდა მხარს?! ვინ ვის აშინებს და ვინ რას ჰპირდება, კაცმა არ იცის"

"გასაგებია, რომ კვიცინიას ხელისუფლებაში მოსვლით არსებითი ცვლილებები არ განხორციელდება, ყველა თავის ჯიბეზე იფიქრებს, თუმცა, ხაჯიმბა ძალიან შორს წავიდა. ერის სირცხვილია. ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი არასდროს გვყოლია".

აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური 8 სექტემბერს არის დაგეგმილი, თუმცა, მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა უამრავ "სიურპრიზს" ელის.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი