მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის - “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის - “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ სექ­ტემ­ბრის ნო­მე­რი #9(105), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

“თით­ქმის უმუ­შო ქვე­ყა­ნამ თავი შეს­წი­რა მუ­შა­თა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის ყალბ იდე­ა­ლებს”

ევ­რო­პა­ში გა­დახ­ვე­წი­ლი ძმე­ბი ლეო და გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძე­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ საფ­რან­გეთ­ში დამ­კვიდ­რდნენ. გი­ორ­გის ვაჟი მათე კე­რე­სე­ლი­ძე (1906-1970), მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ ემიგ­რა­ცი­ის გზას ჩვი­ლი გა­უ­ყე­ნეს. დიდი ქარ­თუ­ლი საქ­მის­თვის უცხო­ეთ­ში გა­ხიზ­ნუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი, მათ შო­რის ძმე­ბი კე­რე­სე­ლი­ძე­ე­ბი, ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ხოლო შემ­დეგ კი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თად და­კარ­გუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის­თვის, და­უ­ღა­ლა­ვად იღ­ვწოდ­ნენ. მათი შვი­ლე­ბიც მა­მე­ბი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გოლ­გო­თის გზას ათე­უ­ლი წლე­ბი მი­უყ­ვე­ბოდ­ნენ.

1925 წელს პა­რიზ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია “თეთ­რი გი­ორ­გი”, ხოლო 5 წლის შემ­დეგ ბერ­ლინ­ში მსგავ­სი პატ­რი­ო­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ამ­კვიდ­რეს. ბერ­ლი­ნის “თეთ­რი გი­ორ­გის” წევ­რი მათე კე­რე­სე­ლი­ძე ძმას­თან, ლუ­ლუს­თან (ლეო) ერ­თად გახ­და. მათე კე­რე­სე­ლი­ძე კარ­გად ხე­დავ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 20-იანი წლე­ბის დრა­მა­ტუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი სა­ბე­დის­წე­როდ იყო გა­თა­მა­შე­ბუ­ლი და არ სურ­და, მისი ქვე­ყა­ნა კვლა­ვაც დიდ თე­ატ­რად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

ბერ­ლინ­ში და­არ­სე­ბუ­ლი გა­ზე­თის, “თეთ­რი გი­ორ­გის” რე­დაქ­ცი­ის­თვის გაგ­ზავ­ნილ სტა­ტი­ა­ში “25 თე­ბერ­ვა­ლი” მათე კე­რე­სე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავ­და: “ემიგ­რა­ცი­ა­ში აღ­ზრდილს, მე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დრო­საც უცხო­ეთ­ში მო­მიხ­და დარ­ჩე­ნა. ზედ­მე­ტია აღ­წე­რა იმ გრძნო­ბე­ბი­სა, რო­მელ­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბავ­მა ჩემ­ში გა­ნაღ­ვი­ძა: გრძნო­ბა ამა­ყი, თა­ვი­სუ­ფალ მშვე­ნი­ერ ქვეყ­ნის - თა­ვი­სუ­ფა­ლი შვი­ლი­სა. სი­ხა­რუ­ლი მოკ­ლე ხნის გა­მოდ­გა... სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი არის სუ­ლის ასე­თი სი­დი­ა­დი­სა: თით­ქმის უმუ­შო ქვე­ყა­ნამ თავი შეს­წი­რა მუ­შა­თა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის ყალბ იდე­ა­ლებს და მთავ­რო­ბის პა­ცი­ფის­ტურ სუ­ლის კვე­თე­ბას...”

ეგ­ვიპ­ტის კვან­ძის კე­ის­რუ­ლი გაკ­ვე­თა

რო­მის აყ­ვა­ვე­ბის ხა­ნად, ტრა­დი­ცი­უ­ლად, I-III სა­უ­კუ­ნე­ებს ასა­ხე­ლე­ბენ. ამ პე­რი­ოდ­ში სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით და­წი­ნა­უ­რე­ბულ­მა იმ­პე­რი­ამ და­იქ­ვემ­დე­ბა­რა და­სავ­ლე­თი ხმელ­თა­შუა ზღვის­პი­რე­თი, კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ევ­რო­პა და აღ­მო­სავ­ლეთ­შიც გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვა. მისი გავ­ლე­ნა უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნევ­რცო. თუმ­ცა, იტა­ლი­ის მიერ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ჰე­გე­მო­ნის სტა­ტუ­სის დამ­კვიდ­რე­ბას წინ გრძე­ლი გზა უძღო­და. იმ ძი­რი­თად ფაქ­ტო­რებ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა შო­რის, რო­მელ­თა ძა­ლის­ხმე­ვა­მაც ნი­ა­და­გი შე­უმ­ზა­და იმ­პე­რი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და აღორ­ძი­ნე­ბას, არის რო­მა­ე­ლი მხე­დარ­თმთა­ვა­რი გა­ი­უს იუ­ლი­უს კე­ი­სა­რი. ლაშ­ქრო­ბა­თა შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია ეგ­ვიპ­ტის ექ­სპე­დი­ცია, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მოჩ­ნდა რო­გორც რო­მის­თვის, ასე­ვე თვით კე­ის­რის­თვი­საც.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კე­ი­სა­რი ეგ­ვიპ­ტე­ში საკ­მაო ხანს და­ყოვ­ნდა, რაც რო­მის იმ­პე­რი­ა­ში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ. პლუ­ტარ­ქეს ცნო­ბით, კე­ი­სარ­მა ჩა­შა­ლა სამ­ხედ­რო ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი და ცო­ლად შე­ირ­თო კლე­ო­პატ­რა (რაც და­უშ­ვე­ბე­ლი იყო რო­მის კა­ნო­ნით). ძვ.წ. 44 წელს, კე­ის­რის მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, კლე­ო­პატ­რა თა­ვის მემ­კვიდ­რეს­თან - კე­სა­რი­ონ­თან ერ­თად რომს ეწ­ვია. მნახ­ვე­ლებ­ზე ის ზღაპ­რულ ეფექტს ახ­დენ­და. ეგ­ვიპ­ტის დე­დოფ­ლის სა­ხე­ლი მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე შე­ი­მო­სა ლე­გენ­დე­ბით, მას მი­ა­წე­რეს იმა­ზე მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში ჰქონ­და...

ძვ.წ. 30 წელს ოქ­ტა­ვი­ა­ნემ, კე­ის­რის შვი­ლო­ბილ­მა, სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა კე­ის­რის შვი­ლი - ფა­რა­ო­ნი კე­სა­რი­ო­ნი, რო­მე­ლიც აღარ გა­იქ­ცა ეგ­ვიპ­ტი­დან, რო­გორც დედა ურ­ჩევ­და. ის ენდო თა­ვი­სი აღ­მზრდე­ლის სი­ტყვებს, რომ ოქ­ტა­ვი­ა­ნე მას ეგ­ვიპ­ტის მარ­თვას და­ა­ნე­ბებ­და. ამ­ბო­ბენ, როცა ოქ­ტა­ვი­ა­ნე ფიქ­რობ­და, რო­გორ გა­და­ე­წყვი­ტა კე­სა­რი­ო­ნის ბედი, მის­მა მე­გო­ბარ­მა, ფი­ლო­სო­ფოს­მა არი­უს­მა თქვა: “კე­ი­სარ­თა სიმ­რავ­ლე­ში კარ­გი არა­ფე­რია...”

იე­რუ­სა­ლი­მი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში

მამ­ლუქ­თა და­სუს­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­მელ­შიც ქა­ლა­ქი იე­რუ­სა­ლი­მი შე­დი­ო­და, ოს­მალ­თა სულ­ტან სე­ლიმ I ია­ვუზს (მრის­ხა­ნე) უკავ­შირ­დე­ბა. 1517 წლის იან­ვარ­ში ის კა­ი­რო­ში შე­ვი­და და მამ­ლუქ­თა სა­ხელ­მწი­ფოს ბოლო მო­უ­ღო. იე­რუ­სა­ლი­მი სე­ლიმ­მა სწრა­ფად და მსხვერ­პლის გა­რე­შე აიღო. მუს­ლიმ­თა, ქრის­ტი­ან­თა და ებ­რა­ელ­თა წმინ­და ქა­ლა­ქი აყ­ვა­ვე­ბის გზა­ზე მყოფ ოს­მალ­თა სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. სამი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იე­რუ­სა­ლი­მი პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქს წარ­მო­ად­გენ­და. მას არ ჰქონ­და გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუმ­ცა რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტრის ფუნ­ქცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ოს­მალ­თა მმარ­თვე­ლო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გზებ­სა და ქუ­ჩებ­ზე ზრუ­ნავ­და. 1538-1540 წლებ­ში აიგო 4-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქის კე­დე­ლი, აშენ­და აკ­ვე­დუ­კე­ბი, აბა­ნო­ე­ბი, აღ­დგა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბაზ­რე­ბი.

ოს­მალ­თა მიერ იე­რუ­სა­ლი­მის აღე­ბი­სას ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 5600 მცხოვ­რებს შე­ად­გენ­და. 2/3 მუს­ლი­მი იყო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - ქრის­ტი­ა­ნე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი. XVI სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს აქ 10 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. XIX სა­უ­კუ­ნემ­დე ქრის­ტი­ა­ნე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებს წარ­მო­ად­გენ­დნენ. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ისი­ნი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ, ქა­ლა­ქის ხა­ზი­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი შეჰ­ქონ­დათ ქრის­ტი­ან პი­ლიგ­რი­მებს.

თუ ოს­მალ­თა ეპო­ქის და­სა­წყის­ში ებ­რა­ელ­თა რი­ცხვი ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სას აღე­მა­ტე­ბო­და, XVII სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ქრის­ტი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ებ­რა­ე­ლე­ბი­სას გა­და­ა­ჭარ­ბა. ქრის­ტი­ან­თა მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და, რად­გა­ნაც მათ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი (პირ­ველ რიგ­ში, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თის იმ­პე­რია) აძ­ლევ­დნენ და და­სუს­ტე­ბულ ოს­მა­ლეთს ამის­თვის ან­გა­რი­ში უნდა გა­ე­წია...

ლინ­კოლ­ნის ტა­ძა­რი - ხე­ოფ­სის პი­რა­მი­და­ზე მა­ღა­ლი პირ­ვე­ლი ნა­გე­ბო­ბა

უბრწყინ­ვა­ლე­სი გო­ტი­კუ­რი შე­დევ­რის - ლინ­კოლ­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1072 წელს და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გრძელ­დე­ბო­და მთე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. 1311 წლი­დან 1548 წლამ­დე ის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნა­გე­ბო­ბა იყო - ცენ­ტრა­ლურ კოშ­კზე აღ­მარ­თუ­ლი 160-მეტ­რი­ა­ნი შპი­ლის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბუ­ლი წვი­მე­ბი­სა და ძლი­ე­რი შტორ­მის დროს ჩა­მო­იქ­ცა და აღარც აღუდ­გე­ნი­ათ.

1072 წელს მხო­ლოდ ექ­ვსი წე­ლი­წა­დი იყო გა­სუ­ლი ჰას­ტინგზის ბრძო­ლი­დან, როცა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ნორ­მან­დი­ის ჰერ­ცოგ­მა უი­ლი­ამ­მა ინ­გლი­სის გვირ­გვი­ნი და­იდ­გა და უი­ლი­ამ I დამ­პყრო­ბე­ლად იწო­და.

ტაძ­რის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ კოშკში ცა­მე­ტი ზა­რია, ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კოშკში - ორი, ხოლო ცენ­ტრა­ლურ კოშკში - ხუთი. ორი ვიტ­რა­ჟი­ა­ნი ვარ­დუ­ლი­დან ერთ-ეთი - “ეპის­კო­პო­სის თვა­ლი” ე.წ. წრი­უ­ლი ჩუ­ქურ­თმე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ნი­მუ­შია.

ლინ­კოლ­ნის კა­თედ­რა­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა შთამ­ბეჭ­და­ვი კა­მა­რე­ბია. ისი­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია და რო­გორც ჩანს, მათი ნა­წი­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლია. მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ნაკ­ვე­თი ფი­გუ­რე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია “ლინ­კოლ­ნის ჭინ­კა”, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოდ იქცა - XIV სა­უ­კუ­ნის ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ჭინ­კა ეშ­მაკ­მა შე­აგ­ზავ­ნა ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც ან­გე­ლოზ­მა ქვად გა­და­აქ­ცია... ლინ­კოლ­ნის ორ­გა­ნის­ტე­ბის სია 1439 წლი­დან იწყე­ბა, მათ შო­რის არის რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ტო­რიც. დღეს მოქ­მე­დი ორ­გა­ნი 1898 წელს გა­იხ­სნა. ბრი­ტა­ნეთ­ში ეს პირ­ვე­ლი სა­კა­თედ­რო ორ­გა­ნი იყო ელექტრუ­ლი ამძრა­ვით. იმ დროს ელექტრო­სად­გუ­რე­ბი ჯერ არ არ­სე­ბობ­და და მის­თვის დე­ნის მი­სა­წო­დებ­ლად დი­ნა­მოს ბორ­ბალს ლინ­კოლნში­რის პოლ­კის ჯა­რი­კა­ცე­ბი ხე­ლით ატ­რი­ა­ლებ­დნენ.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • ახა­ლი ამ­ბე­ბი, მალ­ხას მკვიდ­რის დნმ-ტეს­ტი მის ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს!
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. ხელ­ნა­წე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­დან ძველ თბი­ლი­სამ­დე
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ის­ტო­რი­უ­ლი სა­გან­ძუ­რი "პე­რი­ფე­რი­ი­დან” / მი­ნაკ­ში-სუნ­და­რეშ­ვა­რას ტა­ძარ­ში ხან­ძრის შე­სა­ხებ ინ­დო­ე­თის გა­რეთ არც გა­უ­გი­ათ
  • ქარ­თვე­ლე­ბი წმინ­და მი­წა­ზე. ვინ და რო­დის ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერს? / როცა ბერ­ძნე­ბი მო­ნას­ტერს და­ე­უფლნენ, ამ სა­ვა­ნის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობ­და
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი - ლა­ზუ­რი ქუდი
  • ქარ­თუ­ლი ჯილ­დოთმცოდ­ნე­ო­ბა. იძუ­ლე­ბით გა­საბ­ჭო­ე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი
  • ქარ­თუ­ლი სა­ცხოვ­რი­სი. ერ­დოგ­ვირ­გვი­ნი­ა­ნი დარ­ბა­ზუ­ლი სახ­ლე­ბი (და­სას­რუ­ლი)
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სპე­ცა­გენ­ტის თავ­გა­და­სა­ვა­ლი
  • ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში (გაგ­რძე­ლე­ბა)
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის - “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის - “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ სექტემბრის ნომერი #9(105), რომელშიც წაიკითხავთ:

“თითქმის უმუშო ქვეყანამ თავი შესწირა მუშათა ინტერნაციონალის ყალბ იდეალებს”

ევროპაში გადახვეწილი ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები საბოლოოდ საფრანგეთში დამკვიდრდნენ. გიორგის ვაჟი მათე კერესელიძე (1906-1970), მართალია, საქართველოში დაიბადა, მაგრამ ემიგრაციის გზას ჩვილი გაუყენეს. დიდი ქართული საქმისთვის უცხოეთში გახიზნული მამულიშვილები, მათ შორის ძმები კერესელიძეები, ჯერ საქართველოს თავისუფლებისთვის, ხოლო შემდეგ კი ქართულ პოლიტიკურ ემიგრანტებთან ერთად დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, დაუღალავად იღვწოდნენ. მათი შვილებიც მამებივით საქართველოს თავისუფლებისთვის გოლგოთის გზას ათეული წლები მიუყვებოდნენ.

1925 წელს პარიზში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ორგანიზაცია “თეთრი გიორგი”, ხოლო 5 წლის შემდეგ ბერლინში მსგავსი პატრიოტული ორგანიზაცია დაამკვიდრეს. ბერლინის “თეთრი გიორგის” წევრი მათე კერესელიძე ძმასთან, ლულუსთან (ლეო) ერთად გახდა. მათე კერესელიძე კარგად ხედავდა, რომ საქართველოში 20-იანი წლების დრამატული სპექტაკლები საბედისწეროდ იყო გათამაშებული და არ სურდა, მისი ქვეყანა კვლავაც დიდ თეატრად დარჩენილიყო.

ბერლინში დაარსებული გაზეთის, “თეთრი გიორგის” რედაქციისთვის გაგზავნილ სტატიაში “25 თებერვალი” მათე კერესელიძე აღნიშნავდა: “ემიგრაციაში აღზრდილს, მე, საქართველოს დამოუკიდებლობის დროსაც უცხოეთში მომიხდა დარჩენა. ზედმეტია აღწერა იმ გრძნობებისა, რომელნიც საქართველოს განთავისუფლების ამბავმა ჩემში განაღვიძა: გრძნობა ამაყი, თავისუფალ მშვენიერ ქვეყნის - თავისუფალი შვილისა. სიხარული მოკლე ხნის გამოდგა... საქართველო პირველი მაგალითი არის სულის ასეთი სიდიადისა: თითქმის უმუშო ქვეყანამ თავი შესწირა მუშათა ინტერნაციონალის ყალბ იდეალებს და მთავრობის პაციფისტურ სულის კვეთებას...”

ეგვიპტის კვანძის კეისრული გაკვეთა

რომის აყვავების ხანად, ტრადიციულად, I-III საუკუნეებს ასახელებენ. ამ პერიოდში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაწინაურებულმა იმპერიამ დაიქვემდებარა დასავლეთი ხმელთაშუა ზღვისპირეთი, კონტინენტური ევროპა და აღმოსავლეთშიც გაბატონებული პოზიციები დაიკავა. მისი გავლენა უზარმაზარ ტერიტორიაზე განევრცო. თუმცა, იტალიის მიერ ერთპიროვნული ჰეგემონის სტატუსის დამკვიდრებას წინ გრძელი გზა უძღოდა. იმ ძირითად ფაქტორებსა და საზოგადო მოღვაწეთა შორის, რომელთა ძალისხმევამაც ნიადაგი შეუმზადა იმპერიის გაძლიერებასა და აღორძინებას, არის რომაელი მხედართმთავარი გაიუს იულიუს კეისარი. ლაშქრობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ეგვიპტის ექსპედიცია, რომელიც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა როგორც რომისთვის, ასევე თვით კეისრისთვისაც.

გამარჯვების შემდეგ კეისარი ეგვიპტეში საკმაო ხანს დაყოვნდა, რაც რომის იმპერიაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. პლუტარქეს ცნობით, კეისარმა ჩაშალა სამხედრო ექსპედიციები და ცოლად შეირთო კლეოპატრა (რაც დაუშვებელი იყო რომის კანონით). ძვ.წ. 44 წელს, კეისრის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, კლეოპატრა თავის მემკვიდრესთან - კესარიონთან ერთად რომს ეწვია. მნახველებზე ის ზღაპრულ ეფექტს ახდენდა. ეგვიპტის დედოფლის სახელი მის სიცოცხლეშივე შეიმოსა ლეგენდებით, მას მიაწერეს იმაზე მეტი პოლიტიკური გავლენა, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა...

ძვ.წ. 30 წელს ოქტავიანემ, კეისრის შვილობილმა, სიკვდილით დასაჯა კეისრის შვილი - ფარაონი კესარიონი, რომელიც აღარ გაიქცა ეგვიპტიდან, როგორც დედა ურჩევდა. ის ენდო თავისი აღმზრდელის სიტყვებს, რომ ოქტავიანე მას ეგვიპტის მართვას დაანებებდა. ამბობენ, როცა ოქტავიანე ფიქრობდა, როგორ გადაეწყვიტა კესარიონის ბედი, მისმა მეგობარმა, ფილოსოფოსმა არიუსმა თქვა: “კეისართა სიმრავლეში კარგი არაფერია...”

იერუსალიმი ოსმალეთის იმპერიაში

მამლუქთა დასუსტებული სახელმწიფოს განადგურება, რომელშიც ქალაქი იერუსალიმი შედიოდა, ოსმალთა სულტან სელიმ I იავუზს (მრისხანე) უკავშირდება. 1517 წლის იანვარში ის კაიროში შევიდა და მამლუქთა სახელმწიფოს ბოლო მოუღო. იერუსალიმი სელიმმა სწრაფად და მსხვერპლის გარეშე აიღო. მუსლიმთა, ქრისტიანთა და ებრაელთა წმინდა ქალაქი აყვავების გზაზე მყოფ ოსმალთა სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. სამი საუკუნის განმავლობაში იერუსალიმი პატარა პროვინციულ ქალაქს წარმოადგენდა. მას არ ჰქონდა გამორჩეული პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, თუმცა რელიგიური ცენტრის ფუნქცია შეინარჩუნა. ოსმალთა მმართველობის საწყის ეტაპზე ცენტრალური ხელისუფლება ქალაქის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, გზებსა და ქუჩებზე ზრუნავდა. 1538-1540 წლებში აიგო 4-კილომეტრიანი ქალაქის კედელი, აშენდა აკვედუკები, აბანოები, აღდგა დაქვეითებული ბაზრები.

ოსმალთა მიერ იერუსალიმის აღებისას ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 5600 მცხოვრებს შეადგენდა. 2/3 მუსლიმი იყო, დანარჩენები - ქრისტიანები და ებრაელები. XVI საუკუნის მიწურულს აქ 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. XIX საუკუნემდე ქრისტიანები და ებრაელები მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენდნენ. თუმცა ეკონომიკურ ცხოვრებაში ისინი ჩართული იყვნენ, ქალაქის ხაზინაში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეჰქონდათ ქრისტიან პილიგრიმებს.

თუ ოსმალთა ეპოქის დასაწყისში ებრაელთა რიცხვი ქრისტიანებისას აღემატებოდა, XVII საუკუნის მიწურულს ქრისტიანთა რაოდენობამ ებრაელებისას გადააჭარბა. ქრისტიანთა მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა, რადგანაც მათ უსაფრთხოების გარანტიებს ევროპის ქვეყნები (პირველ რიგში, საფრანგეთი და რუსეთის იმპერია) აძლევდნენ და დასუსტებულ ოსმალეთს ამისთვის ანგარიში უნდა გაეწია...

ლინკოლნის ტაძარი - ხეოფსის პირამიდაზე მაღალი პირველი ნაგებობა

უბრწყინვალესი გოტიკური შედევრის - ლინკოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1072 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად გრძელდებოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. 1311 წლიდან 1548 წლამდე ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო - ცენტრალურ კოშკზე აღმართული 160-მეტრიანი შპილის წყალობით, რომელიც გამუდმებული წვიმებისა და ძლიერი შტორმის დროს ჩამოიქცა და აღარც აღუდგენიათ.

1072 წელს მხოლოდ ექვსი წელიწადი იყო გასული ჰასტინგზის ბრძოლიდან, როცა გამარჯვებულმა ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა ინგლისის გვირგვინი დაიდგა და უილიამ I დამპყრობელად იწოდა.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კოშკში ცამეტი ზარია, ჩრდილო-დასავლეთ კოშკში - ორი, ხოლო ცენტრალურ კოშკში - ხუთი. ორი ვიტრაჟიანი ვარდულიდან ერთ-ეთი - “ეპისკოპოსის თვალი” ე.წ. წრიული ჩუქურთმების ყველაზე დიდ ნიმუშია.

ლინკოლნის კათედრალის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი არქიტექტურული თავისებურება შთამბეჭდავი კამარებია. ისინი სხვადასხვანაირია და როგორც ჩანს, მათი ნაწილი ექსპერიმენტულია. მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ფიგურებიდან აღსანიშნავია “ლინკოლნის ჭინკა”, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ იქცა - XIV საუკუნის ლეგენდის თანახმად, ჭინკა ეშმაკმა შეაგზავნა ტაძარში, რომელიც ანგელოზმა ქვად გადააქცია... ლინკოლნის ორგანისტების სია 1439 წლიდან იწყება, მათ შორის არის რამდენიმე კომპოზიტორიც. დღეს მოქმედი ორგანი 1898 წელს გაიხსნა. ბრიტანეთში ეს პირველი საკათედრო ორგანი იყო ელექტრული ამძრავით. იმ დროს ელექტროსადგურები ჯერ არ არსებობდა და მისთვის დენის მისაწოდებლად დინამოს ბორბალს ლინკოლნშირის პოლკის ჯარიკაცები ხელით ატრიალებდნენ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • ახალი ამბები, მალხას მკვიდრის დნმ-ტესტი მის ქართულ წარმომავლობაზე მეტყველებს!
  • ახალი ამბები. ხელნაწერი მემკვიდრეობიდან ძველ თბილისამდე
  • მოკლე ამბები. ისტორიული საგანძური "პერიფერიიდან” / მინაკში-სუნდარეშვარას ტაძარში ხანძრის შესახებ ინდოეთის გარეთ არც გაუგიათ
  • ქართველები წმინდა მიწაზე. ვინ და როდის ჩაუყარა საფუძველი იერუსალიმის ჯვრის მონასტერს? / როცა ბერძნები მონასტერს დაეუფლნენ, ამ სავანის დაარსების შესახებ მხოლოდ ქართული გადმოცემა არსებობდა
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - ლაზური ქუდი
  • ქართული ჯილდოთმცოდნეობა. იძულებით გასაბჭოებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები
  • ქართული საცხოვრისი. ერდოგვირგვინიანი დარბაზული სახლები (დასასრული)
  • სადაზვერვო თამაშები. შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს