პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება დღეს დილით სოფელ ჩორჩანასთან, მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა
რა ხდება დღეს დილით სოფელ ჩორჩანასთან, მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ამო­ი­წუ­რა ულ­ტი­მა­ტუ­მის ვადა, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მხა­რეს წა­მო­უ­ყე­ნეს. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სო­ფელ წნე­ლის­თან ქარ­თუ­ლი პოს­ტის დი­ლის ექვს სა­ა­თამ­დე გა­უქ­მე­ბა­ზე.

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გამ­ყოფ ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან ამ­ჟა­მად სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა დარ­სა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ირაკ­ლი ან­თა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის უფ­რო­სი კახა ქე­მოკ­ლი­ძე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ად­გილ­ზე ამ დრო­ის­თვის სიმ­შვი­დეა და სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ლაშა დარ­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის პოს­ტის გა­უქ­მე­ბა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ ლაშა დარ­სა­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან გა­ნუ­ცხა­და.

„ეს არის და ყო­ველ­თვის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რია, რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის, იგი­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ“,- გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი თვა­ლით ენა­ხა აქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

„სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თეთ მე­დი­ას, რათა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ახლა არის სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა რო­გორც ჩვენ­თვის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­ზეც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს ამ დღე­ებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას 24 - სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.

მა­გა­ლი­თად, გუ­შინ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევ­კრი­ბეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მი­ვე­ცით შე­სა­ბა­მის სა­ელ­ჩო­ებს, რომ­ლე­ბიც ამ წუ­თებ­შიც მუ­შა­ო­ბენ ჩვენს პარტნი­ო­რებთნ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვართ, ყო­ველ­წუ­თი­ერ რე­ჟიმ­ში ვართ კონ­ტაქ­ტზე ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან, რათა მათ მი­ვა­წო­დოთ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მოთ შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია“,- გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის უფ­რო­სის კახა ქე­მოკ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შედ­გეს შეხ­ვედ­რა დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

„ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტულ, მშვიდ, წყნარ მიდ­გო­მას და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რათა მოხ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მშვი­დად და წყნა­რად და­რე­გუ­ლი­რე­ბა.

ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ვი­თა­რე­ბა ად­გილ­ზე არ­სე­ბულ პრო­ცესს ნამ­დვი­ლად არ აჯან­სა­ღებს. ნე­ბის­მი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მატ­ში, რო­დე­საც ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბით ხდე­ბა პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, ეს უკვე პრობ­ლე­მაა.

დიდი იმე­დი გვაქვს, რომ დღის ბო­ლომ­დე დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თის მხრივ პო­ზი­ცი­ას შე­არ­ბი­ლებს და მე­ო­რე მხრივ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ ფაქ­ტობ­რივ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზეა და ეს ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი - ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სო­ფე­ლი ჩორ­ჩა­ნა 2008 წლის ომა­მა­დეც და მის შემ­დე­გაც იყო და არის სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რია“,- გა­ნა­ცხა­და ქე­მოკ­ლი­ძემ.

მისი თქმით, ის, რომ თით­ქოს დღეს გა­მოჩ­ნდნენ აქ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­რე­ა­ლუ­რი, რად­გან ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აქ ყო­ველ­თვის მოძ­რა­ობ­დნენ, მაგ­რამ ამ ად­გილ­ზე არ იყო პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო.

„ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ძალ­ზე უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ჩემი აზ­რით რა­ცი­ო­ნა­ლურ ში­ნა­არსს მოკ­ლე­ბუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ქე­მოკ­ლი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

რა ხდება დღეს დილით სოფელ ჩორჩანასთან, მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

რა ხდება დღეს დილით სოფელ ჩორჩანასთან, მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

დღეს გამთენიისას ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმებაზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე იმყოფებიან.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან განუცხადა.

„ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ“,- განაცხადა დარსალიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა აქ არსებული ვითარება.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მედიას, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს არსებულ ვითარებაზე. ყველაზე მთავარი ახლა არის სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს ამ დღეებში, შეიძლება ითქვას 24 - საათიან რეჟიმში.

მაგალითად, გუშინ დაუყოვნებლივ შევკრიბეთ დიპლომატიური კორპუსი, ასევე შესაბამისი ინსტრუქციები მივეცით შესაბამის საელჩოებს, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ ჩვენს პარტნიორებთნ. შეიძლება ითქვას, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ, ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე ჩვენ პარტნიორებთან, რათა მათ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და ერთობლივად დავგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია“,- განაცხადა დარსალიამ.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის განცხადებით, დღის განმავლობაში ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს და არ არის გამორიცხული, რომ შედგეს შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ეს არის ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად და წყნარად დარეგულირება.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვითარება ადგილზე არსებულ პროცესს ნამდვილად არ აჯანსაღებს. ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში, როდესაც ულტიმატუმებით ხდება პოზიციების დაფიქსირება, ეს უკვე პრობლემაა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ პოზიციას შეარბილებს და მეორე მხრივ, გაითვალისწინებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა და ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, ის, რომ თითქოს დღეს გამოჩნდნენ აქ ქართველი პოლიციელები, არის აბსოლუტურად არარეალური, რადგან ქართველი პოლიციელები აქ ყოველთვის მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადგილზე არ იყო პოლიციის საგუშაგო.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალზე უცნაური განცხადებები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ჩემი აზრით რაციონალურ შინაარსს მოკლებულია“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

ამერიკელი დიპლომატი, აგვისტოს ომის შესახებ, მისი "სკანდალური განცხადების" სწორ ვერსიას ავრცელებს

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს