19 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევის ღამეს თვალი დაკარგა, ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. გომური ფოტოს "ფეისბუქზე" ერთ-ერთ ჯგუფში ავრცელებს:
"ნახეთ ნახეთ ნახეთ მე და ახალი თვალი; სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-თქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე, პ.ს დიახ, შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით"- წერს მაკო გომური ფოტოს კომენტირებისას.
შეგახსენებთ, მაკო გომური 20-21 აქციის დარბევის დროს დაშავდა. როდესაც სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ერთ-ერთი ტყვია მაკოს მოხვდა, რის გამოც მან თვალი დაკარგა.
გოგონას თავდაპირველად ოპერაცია ნიუ-ჰოსპიტალში ჩაუტარდა. ექიმებმა მისი თვალის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ 19 წლის გოგონა სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.