მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული? - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ქირურგი ქართველებზე
გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული? - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ქირურგი ქართველებზე

აშშ-ის მონტგო­მე­რის სა­ხე­ლო­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კის ანეს­თე­ზი­ი­სა და ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­ნი­კუ­რი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ამე­რი­კე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის პა­რა­ლელს ავ­ლებს და, მისი მო­საზ­რე­ბით, მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"ამე­რი­კა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბის დონე რომ აიღო, დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნი­სა­გან. ერთი გან­სხვა­ვე­ბაა მხო­ლოდ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბა; ამე­რი­კა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბა არის მა­ღა­ლი თით­ქმის ყვე­ლა სპექტრის ამომ­რჩევ­ლებ­ში. ლადო აფხა­ზა­ვას რომ დას­ცი­ნოდ­ნენ მა­ვან­ნი პე­და­გოგ­ნი, რისი მას­წავ­ლე­ბე­ლია ეგო, სწო­რედ იმის მას­წავ­ლე­ბე­ლია აფხა­ზა­ვა, რისი შეგ­ნე­ბაც ნო­ლის დო­ნე­ზეა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 99%-ში. სწო­რედ ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხი­სათ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა და­უს­ჯე­ლად.

სსრკ-დან მი­ვი­ღეთ ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბით, რად­გან არა­ვის სამ­შობ­ლო არ იყო სსრკ, რუ­სე­ბის გარ­და და ყვე­ლას ეკი­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კულ­ტუ­რის არმ­ქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრიც არ იზ­რდე­ბა და არ ვი­თარ­დე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მე­ბი მხო­ლოდ პრი­მი­ტი­უ­ლი ინ­სტიქ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რად აღ­ძვრა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. და მი­დის მერე შე­ჯიბ­რი უფა­სო ფულ­ზე, პენ­სი­ე­ბის მო­მა­ტე­ბა­ზე, სახ­რა­ვი ად­გი­ლე­ბის და­რი­გე­ბა­ზე. სწო­რედ ამის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო, მე­დი­აც და რე­ლი­გი­აც. თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის რე­ლი­გი­უ­რი სპექტრი პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რეა სსრკ-ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი გახ­რწნი­ლი და კონ­ფორ­მის­ტი რე­ლი­გი­უ­რი ელი­ტი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აშ­ფო­თებს, მაგ­რამ უკ­ვირს ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ნიშ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი კგბ-ს ოფი­ცე­რია. არა­და, ამ ფაქ­ტებს შო­რის არ­სე­ბი­თი გან­სხვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობს.

მარ­კე­ტინ­გი თა­ვი­სე­ბუ­რად უც­ნა­ურ ლო­გი­კუ­რო­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი. ამ სფე­როს შემ­ქმნე­ლე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ ადა­მი­ან­თა სამ­ყა­რო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა პრი­მი­ტი­ვია და მათ ინ­სტიქ­ტებ­ზე აგე­ბენ თა­ვი­ანთ წარ­მო­ე­ბას. ზუს­ტად ასე­ვეა პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გიც. იგებს ის, ვინც უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყი­დის თა­ვის "სა­ქო­ნელს". ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ე.წ. ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის ქვეყ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტია ვერ იმარ­ჯვებს. ამის მშვე­ნი­ე­რი მა­გა­ლი­თია თუნ­დაც ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­სა და აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბიც.

ის­ტო­რი­ა­წაშ­ლილ და ის­ტო­რი­ა­და­კარ­გულ ქვეყ­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ელი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ვერ მოხ­და, რომ­ლებ­საც მა­სე­ბი­სათ­ვის გა­უ­გე­ბარ იდე­ა­ლებ­ზე უნდა აე­გოთ სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის პრინ­ცი­პე­ბი. ზუს­ტად ამი­ტომ არა აქვს მო­მა­ვა­ლი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­საც. ში­ში­თა თუ ან­გა­რე­ბით შექ­მნილ­მა კონ­ფორ­მის­ტთა თა­ო­ბამ თა­ვი­სი კომ­პლექ­სე­ბი სა­კუ­თარ მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­ში გა­და­ი­ტა­ნა და გარ­ყვნა.

გა­აღ­წევს სა­ქარ­თვე­ლო ამ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრი­დან, სა­დაც ერი­ცა და ბე­რიც უი­მე­დო­დაა გარ­ყვნი­ლი და გა­ფა­რი­სევ­ლე­ბუ­ლი? მე პი­რა­დად არა მაქვს ამა­ზე პა­სუ­ხი. ერ­თა­დერ­თი იმე­დი არის იდე­ა­ლისტ ახალ­გაზ­რდა­თა თა­ო­ბის გა­მოზ­რდა; ოღონდ ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­ი­ზარ­დონ, თო­რემ უკვე წარ­ყვნი­ლი უფ­რო­სი თა­ო­ბა მათ ვე­რა­ფერს ას­წავ­ლის. უცხო­ეთ­მა უნდა გა­ზარ­დოს ამი­ტომ ალ­ბათ; მაგ­რამ დაბ­რუნ­დე­ბი­ან კი უცხო­ე­თი­დან და შეს­წი­რა­ვენ ერთხელ მი­ცე­მუ­ლი ცხოვ­რე­ბის დათ­ვლილ წლებს ფსევ­დო­რე­ლი­გი­ი­თა და ფსევ­დო­პო­ლი­ტი­კით გა­მოპ­რუ­ტუ­ნე­ბულ­თა კე­თილ­დღე­ო­ბას?..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული? - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ქირურგი ქართველებზე

გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული? - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ქირურგი ქართველებზე

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული "ფეისბუქის" პირად გვერდზე სამოქალაქო თვითშეგნების საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელებსა და ქართველებს შორის პარალელს ავლებს და, მისი მოსაზრებით, მთავარი განსხვავების შესახებ წერს:

"ამერიკაში, მოსახლეობის საერთო განათლების დონე რომ აიღო, დიდად არ განსხვავდება საქართველოს მოსახლეობის განათლების დონისაგან. ერთი განსხვავებაა მხოლოდ, მნიშვნელოვანი განსხვავება; ამერიკაში სამოქალაქო შეგნება არის მაღალი თითქმის ყველა სპექტრის ამომრჩევლებში. ლადო აფხაზავას რომ დასცინოდნენ მავანნი პედაგოგნი, რისი მასწავლებელია ეგო, სწორედ იმის მასწავლებელია აფხაზავა, რისი შეგნებაც ნოლის დონეზეა საქართველოს მოსახლეობის 99%-ში. სწორედ ამიტომ შეიძლება საქართველოში ხალხისათვის ნებისმიერი სახის პოლიტიკური და სოციალური შეურაცხყოფის მიყენება დაუსჯელად.

სსრკ-დან მივიღეთ ეს მემკვიდრეობით, რადგან არავის სამშობლო არ იყო სსრკ, რუსების გარდა და ყველას ეკიდა. შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის კულტურის არმქონე მოსახლეობაში პოლიტიკური სპექტრიც არ იზრდება და არ ვითარდება და პოლიტიკური პლატფორმები მხოლოდ პრიმიტიული ინსტიქტების ეფექტურად აღძვრაზეა ორიენტირებული. და მიდის მერე შეჯიბრი უფასო ფულზე, პენსიების მომატებაზე, სახრავი ადგილების დარიგებაზე. სწორედ ამის შესაბამისად ვითარდება საქართველოში ყველა სოციალური სფერო, მედიაც და რელიგიაც. თუნდაც ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის რელიგიური სპექტრი პირდაპირი მემკვიდრეა სსრკ-ში გამოყვანილი გახრწნილი და კონფორმისტი რელიგიური ელიტისა, საზოგადოებას არ აშფოთებს, მაგრამ უკვირს ის ფაქტი, რომ საქართველოს დანიშნული პრეზიდენტის მრჩეველი კგბ-ს ოფიცერია. არადა, ამ ფაქტებს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს.

მარკეტინგი თავისებურად უცნაურ ლოგიკურობაზეა აგებული. ამ სფეროს შემქმნელები ითვალისწინებენ, რომ ადამიანთა სამყაროში უმრავლესობა პრიმიტივია და მათ ინსტიქტებზე აგებენ თავიანთ წარმოებას. ზუსტად ასევეა პოლიტიკური და სოციალური მარკეტინგიც. იგებს ის, ვინც უფრო დიდი რაოდენობით ჰყიდის თავის "საქონელს". ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ე.წ. ახალი დემოკრატიების ქვეყნებში დემოკრატია ვერ იმარჯვებს. ამის მშვენიერი მაგალითია თუნდაც ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიც.

ისტორიაწაშლილ და ისტორიადაკარგულ ქვეყნებში საზოგადოების იმ მცირერიცხოვანი ელიტის განვითარება ვერ მოხდა, რომლებსაც მასებისათვის გაუგებარ იდეალებზე უნდა აეგოთ სახელმწიფოს შექმნის პრინციპები. ზუსტად ამიტომ არა აქვს მომავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც. შიშითა თუ ანგარებით შექმნილმა კონფორმისტთა თაობამ თავისი კომპლექსები საკუთარ მომავალ თაობებში გადაიტანა და გარყვნა.

გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული? მე პირადად არა მაქვს ამაზე პასუხი. ერთადერთი იმედი არის იდეალისტ ახალგაზრდათა თაობის გამოზრდა; ოღონდ ისინი დამოუკიდებლად უნდა გაიზარდონ, თორემ უკვე წარყვნილი უფროსი თაობა მათ ვერაფერს ასწავლის. უცხოეთმა უნდა გაზარდოს ამიტომ ალბათ; მაგრამ დაბრუნდებიან კი უცხოეთიდან და შესწირავენ ერთხელ მიცემული ცხოვრების დათვლილ წლებს ფსევდორელიგიითა და ფსევდოპოლიტიკით გამოპრუტუნებულთა კეთილდღეობას?..."

"ვიხრჩობოდი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა" - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებზე

"საფლავთან მისვლა როდის სჭირდებოდა ხსოვნას..." - რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი

"ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში!" - რას წერს თიკა მახალდიანი დედის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე