პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კერხერი" - კომპანია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლებს "ახალ სიცოცხლეს" სძენს
"კერხერი" - კომპანია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლებს "ახალ სიცოცხლეს" სძენს

რო­გორც უკვე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დი კერ­ხე­რი მსოფ­ლიო ლი­დე­რია და­სუფ­თა­ვე­ბის აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. სწო­რედ შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის არ­სე­ბო­ბამ და კომ­პა­ნი­ის კორ­პო­რა­ტი­ულ-სო­ცი­ა­ლურ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ მსოფ­ლი­ოს მემ­კვიდ­რე­ო­ბის წი­ნა­შე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის ძი­რე­უ­ლი წმენ­და ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა 1980 წლი­დან.

დღემ­დე არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის წმენ­დაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კერ­ხე­რის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის მიერ - მათ შო­რის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რაშ­მო­რის მთა­ზე პრე­ზი­დენ­ტე­ბის მო­ნუ­მენ­ტე­ბის, ბრა­ზი­ლი­ა­ში იესო ქრის­ტეს ქან­და­კე­ბის, ინ­გლის­ში ლონ­დო­ნის თვა­ლის, ვა­ტი­კან­ში წმინ­და პეტ­რეს ტაძ­რის კო­ლო­ნა­დის, ნიუ იორკში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბის და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და­არ­სე­ბის დღი­დან ჩა­ერ­თო მსგავს პრო­ექ­ტებ­ში და მათ უკვე 6 პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს:

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და აკა­კი წე­რეთ­ლის ძეგლის წმენ­და (I-ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თბი­ლი­სი);

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ძეგლის წმენ­და (თბი­ლი­სი);

ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლის წმენ­და (თბი­ლი­სი);

ოპე­რის და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის წინ მდე­ბა­რე ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლის წმენ­და (თბი­ლი­სი);

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ძეგლის წმენ­და (ბა­თუ­მი);

შად­რე­ვა­ნი „ბა­თუ­მი“-ს წმენ­და (იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ბა­თუ­მი).

ძეგ­ლე­ბის წმენ­დის პრო­ცე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბასთნ და დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ხე­რის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერს, ნინო ხა­ცაკ­ვა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

-გთხოვთ მოგ­ვიყ­ვეთ, რა დატ­ვირ­თვა აქვს მსგავ­სი ძეგ­ლე­ბის წმენ­დას თქვენ­თვის, რო­გორც კომ­პა­ნი­ის­თვის:

-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თუ კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­ა­მა­ყო ნა­წი­ლია, ჩვენ, რო­გორც მსოფ­ლიო ლი­დერ კომ­პა­ნი­ას და­სუფ­თა­ვე­ბის აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, გვაქვს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მათი დახ­მა­რე­ბით, ხელი შე­ვუ­წყოთ ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბის პირ­ვან­დე­ლი სა­ხის აღ­დგე­ნას და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყო­ვე­ლი პრო­ექ­ტის დიდი სიფრ­თხი­ლით შეს­რუ­ლე­ბა, რომ არ და­ზი­ან­დეს ძეგ­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფა­რი. მხო­ლოდ სწო­რი მე­თო­დით წმენ­დით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ძეგ­ლებს ნა­წი­ლობ­რივ ავა­ცი­ლოთ გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­ფა­რი და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია ახ­ლა­ხანს გა­და­ი­ნაც­ვლეთ ბა­თუმ­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბით, თუ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ყე­ვით ამის შე­სა­ხებ.

- წელს, ბა­თუმ­ში ჩვე­ნი ფი­ლი­ა­ლის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დავ­წყვი­ტეთ რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი ბა­თუმ­შიც გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ად­გი­ლობ­რივ გუნდთან ერ­თად. შე­ვარ­ჩი­ეთ ბა­თუ­მის ერთ-ერთ მთა­ვარ მო­ე­დან­ზე მე­რი­ის წინ მდე­ბა­რე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ძეგლი, რომ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­რი­სა და „შპს სან­და­სუფ­თა­ვე­ბის“ მხარ­და­ჭე­რით, რის­თვი­საც ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით მათ. „შპს სან­და­სუფ­თა­ვე­ბამ“ უზ­რუნ­ველ­ყო ამწე კა­ლა­თა და წყლის მა­რა­გი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძეგ­ლე­ბის ორე­ტა­პი­ა­ნი რე­ცხვის დროს. ასე­ვე მე­ო­რე დღეს მი­ვი­ღეთ ნე­ბარ­თვა შად­რევ­ნის რე­ცხვა­ზეც, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი გუნ­დი წმენ­დდა შად­რევ­ნის ზე­და­პირს, რო­მელ­ზეც 2013 წლი­დან არ იყო ღრმა წმენ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ჰქონ­და დაგ­რო­ვი­ლი საკ­მა­ოდ დიდი ნა­დე­ბი. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ვი­ღეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, ბა­თუ­მე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე შად­რევ­ნის წმენ­დას ვგეგ­მავთ შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ.

- რა ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბის გაწ­მენ­და? რო­გორც დრო­ი­თი, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი.

- ზო­გა­დად წმენ­დის პრო­ექ­ტე­ბი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ეტაპს, რო­მე­ლიც საკ­მაო დროს მო­ი­თხოვს მო­სამ­ზა­დებ­ლად: პირ­ველ რიგ­ში ვირ­ჩევთ პრო­ექ­ტებს, შემ­დეგ ვსწავ­ლობთ თუ რა მა­სა­ლი­საა ძეგლი, იმი­სათ­ვის, რომ შემ­დგომ სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ წმენ­დის მე­თო­დი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ამის შემ­დეგ შეგ­ვაქვს გა­ნა­ცხა­დი მე­რი­ა­ში და მომ­დევ­ნო 2-3 კვი­რის ფარ­გლებ­ში ვი­ღებთ ნე­ბარ­თვას და ვი­წყებთ წმენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს.

თა­ვად წმენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ყვე­ლა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩვენ­თვის წყლის მა­რა­გია. შე­ძე­ნი­ლი გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ავ­ზე­ბი, რო­მელ­საც ვავ­სებთ და მიგ­ვაქვს პრო­ექ­ტის ზო­ნამ­დე (რამ­დენ­ჯერ­მე - სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა ბა­თუ­მის შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვი­მარ­თლა, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას და წყლის მა­რა­გიც და ამწე კა­ლა­თაც თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყო). რაც შე­ე­ხე­ბა სხვა, მა­ტე­რი­ა­ლურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, ჩვენ, რო­გორც მსოფ­ლიო ლი­დე­რი და­სუფ­თა­ვე­ბის აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, რა თქმა უნდა ვსარ­გებ­ლობთ ჩვე­ნი სა­დე­მონ­სტრა­ციო მა­ღა­ლი წნე­ვით რე­ცხვის აპა­რა­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვენს შო­უ­რუმ­ში არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ჩვენს ად­გი­ლობ­რივ თა­ნამ­შრომ­ლებს ყო­ველ­თვის ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად ჩა­ერ­თონ ამ პრო­ექ­ტებ­ში და მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ მო­მა­ვალ­ში?

-აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კორ­პო­რა­ტი­ულ-სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენს კომ­პა­ნი­ას მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას სძენს, რომ ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა სა­მო­ხა­ლი­სეო პრო­ექ­ტებ­შიც, რომ­ლე­ბიც და­სუფ­თა­ვე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: შარ­შან, მთე­ლი გუნ­დით ჩა­ვერ­თეთ კამ­პა­ნი­ა­ში (15 სექ­ტემ­ბერს), რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და და­სუფ­თა­ვე­ბას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და გავ­წმინ­დეთ მცხე­თა­ში ლერ­მონ­ტო­ვის ძეგლი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. ასე­ვე შე­ვი­ძი­ნეთ და მი­ვა­წო­დეთ სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი ცალ­კე­ულ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა წელ­საც გა­ი­მარ­თე­ბა და ჩვენც უკვე აქ­ტი­უ­რად ვი­წყებთ მზა­დე­ბას.

ასე­ვე, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ვემ­ზა­დე­ბით ბა­თუ­მის შად­რევ­ნე­ბის წმენ­დის­თვის, შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა მათი შეს­წავ­ლა და წმენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის თა­რი­ღის და­გეგ­მვა.

ზო­გა­დად ვთვლით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ნი­მა­ლუ­რია, რო­მე­ლიც ჩვენ, რო­გორც კომ­პა­ნი­ას შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სია, რომ მეტი აქ­ტი­ვო­ბის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდეთ და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით შევ­ძლოთ ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო საქ­მის კე­თე­ბა იმ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც გაგ­ვაჩ­ნია. უდა­ვოა, რომ ყო­ვე­ლი პრო­ექ­ტი უფრო მეტი ენერ­გი­ით გვავ­სებს კერ­ხე­რის გუნ­დის წევ­რებს და ახალ მო­ტი­ვა­ცი­ას გვძენს შემ­დგო­მი პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში

R

ავტორი:

"კერხერი" - კომპანია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლებს "ახალ სიცოცხლეს" სძენს

"კერხერი" - კომპანია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლებს "ახალ სიცოცხლეს" სძენს

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, გერმანული ბრენდი კერხერი მსოფლიო ლიდერია დასუფთავების აპარატების წარმოებაში. სწორედ შესაბამისი ტექნიკის არსებობამ და კომპანიის კორპორატიულ-სოციალურმა პასუხისმგებლობამ მსოფლიოს მემკვიდრეობის წინაშე, მნიშვნელოვანი კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების ძირეული წმენდა ტრადიციად ჩამოაყალიბა 1980 წლიდან.

დღემდე არაერთი ცნობილი არქიტექტურულ-კულტურული ძეგლის წმენდაა შესრულებული კერხერის პროფესიონალთა გუნდის მიერ - მათ შორის შეერთებულ შტატებში რაშმორის მთაზე პრეზიდენტების მონუმენტების, ბრაზილიაში იესო ქრისტეს ქანდაკების, ინგლისში ლონდონის თვალის, ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონადის, ნიუ იორკში თავისუფლების ქანდაკების და ა.შ.

საქართველოშიც ადგილობრივი წარმომადგენლობა დაარსების დღიდან ჩაერთო მსგავს პროექტებში და მათ უკვე 6 პროექტი განახორციელეს:

ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლის წმენდა (I-ლი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი);

ვაჟა-ფშაველას ძეგლის წმენდა (თბილისი);

ბარათაშვილის ხიდის ქვეითთა გადასასვლელის წმენდა (თბილისი);

ოპერის და ბალეტის თეატრის წინ მდებარე ქვეითთა გადასასვლელის წმენდა (თბილისი);

ილია ჭავჭავაძის ძეგლის წმენდა (ბათუმი);

შადრევანი „ბათუმი“-ს წმენდა (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, ბათუმი).

ძეგლების წმენდის პროცესების მნიშვნელობასთნ და დეტალებთან დაკავშირებით, კერხერის მარკეტინგის მენეჯერს, ნინო ხაცაკვაძეს გავესაუბრეთ.

-გთხოვთ მოგვიყვეთ, რა დატვირთვა აქვს მსგავსი ძეგლების წმენდას თქვენთვის, როგორც კომპანიისთვის:

-არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლები საქართველოს ისტორიის საამაყო ნაწილია, ჩვენ, როგორც მსოფლიო ლიდერ კომპანიას დასუფთავების აპარატების წარმოებაში, გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მათი დახმარებით, ხელი შევუწყოთ ქართული ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენას და შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი პროექტის დიდი სიფრთხილით შესრულება, რომ არ დაზიანდეს ძეგლების ბუნებრივი საფარი. მხოლოდ სწორი მეთოდით წმენდით არის შესაძლებელი, რომ ძეგლებს ნაწილობრივ ავაცილოთ გარემოს ზემოქმედებით დაბინძურებული საფარი და შევინარჩუნოთ ისინი დიდი ხნის განმავლობაში.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ახლახანს გადაინაცვლეთ ბათუმში მსგავსი პროექტებით, თუ შეიძლება მოგვიყევით ამის შესახებ.

- წელს, ბათუმში ჩვენი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ რომ მსგავსი პროექტები ბათუმშიც განგვეხორციელებინა ადგილობრივ გუნდთან ერთად. შევარჩიეთ ბათუმის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მერიის წინ მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც განხორციელდა ადგილობრივი მერისა და „შპს სანდასუფთავების“ მხარდაჭერით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ. „შპს სანდასუფთავებამ“ უზრუნველყო ამწე კალათა და წყლის მარაგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ძეგლების ორეტაპიანი რეცხვის დროს. ასევე მეორე დღეს მივიღეთ ნებართვა შადრევნის რეცხვაზეც, რომელიც მდებარეობს ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 6 საათის განმავლობაში ჩვენი გუნდი წმენდდა შადრევნის ზედაპირს, რომელზეც 2013 წლიდან არ იყო ღრმა წმენდა ჩატარებული და ჰქონდა დაგროვილი საკმაოდ დიდი ნადები. როგორც სოციალურ ქსელში მივიღეთ გამოხმაურება, ბათუმელებს ძალიან მოსწონთ მსგავსი პროექტები და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე შადრევნის წმენდას ვგეგმავთ შესაბამისი ნებართვების მოპოვების შემდეგ.

- რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ძეგლების გაწმენდა? როგორც დროითი, ასევე მატერიალური და ადამიანური რესურსები.

- ზოგადად წმენდის პროექტები მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელიც საკმაო დროს მოითხოვს მოსამზადებლად: პირველ რიგში ვირჩევთ პროექტებს, შემდეგ ვსწავლობთ თუ რა მასალისაა ძეგლი, იმისათვის, რომ შემდგომ სწორად შევარჩიოთ წმენდის მეთოდი და საშუალებები, ამის შემდეგ შეგვაქვს განაცხადი მერიაში და მომდევნო 2-3 კვირის ფარგლებში ვიღებთ ნებართვას და ვიწყებთ წმენდით სამუშაოებს.

თავად წმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ყველაზე აუცილებელი ჩვენთვის წყლის მარაგია. შეძენილი გვაქვს სპეციალური ავზები, რომელსაც ვავსებთ და მიგვაქვს პროექტის ზონამდე (რამდენჯერმე - საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა ბათუმის შემთხვევაში გაგვიმართლა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენს ინიციატივას და წყლის მარაგიც და ამწე კალათაც თავად უზრუნველყო). რაც შეეხება სხვა, მატერიალურ და ადამიანურ რესურსს, ჩვენ, როგორც მსოფლიო ლიდერი დასუფთავების აპარატების წარმოებაში, რა თქმა უნდა ვსარგებლობთ ჩვენი სადემონსტრაციო მაღალი წნევით რეცხვის აპარატებით, რომლებიც ჩვენს შოურუმში არის წარმოდგენილი და ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებს ყოველთვის ვაძლევთ საშუალებას მოხალისეობრივად ჩაერთონ ამ პროექტებში და მიიღონ მონაწილეობა.

- რა გეგმები გაქვთ მომავალში?

-აღსანიშნავია, რომ კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენს კომპანიას მეტ მოტივაციას სძენს, რომ ასევე აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სხვა სამოხალისეო პროექტებშიც, რომლებიც დასუფთავებასთან არის დაკავშირებული: შარშან, მთელი გუნდით ჩავერთეთ კამპანიაში (15 სექტემბერს), რომელიც გულისხმობდა დასუფთავებას მსოფლიოს მასშტაბით და გავწმინდეთ მცხეთაში ლერმონტოვის ძეგლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. ასევე შევიძინეთ და მივაწოდეთ საჭირო ინვენტარი ცალკეულ საინიციატივო ჯგუფებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მსგავსი აქტივობა წელსაც გაიმართება და ჩვენც უკვე აქტიურად ვიწყებთ მზადებას.

ასევე, როგორც აღვნიშნე, ვემზადებით ბათუმის შადრევნების წმენდისთვის, შესაბამისი ნებართვების მოპოვების შემდეგ მოხდება მათი შესწავლა და წმენდითი სამუშაოების თარიღის დაგეგმვა.

ზოგადად ვთვლით, რომ ეს ყველაფერი მინიმალურია, რომელიც ჩვენ, როგორც კომპანიას შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენი ინტერესია, რომ მეტი აქტივობის მონაწილე გავხდეთ და ჩვენი ძალებით შევძლოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება იმ საშუალებებით, რომლებიც გაგვაჩნია. უდავოა, რომ ყოველი პროექტი უფრო მეტი ენერგიით გვავსებს კერხერის გუნდის წევრებს და ახალ მოტივაციას გვძენს შემდგომი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის