მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის საქმეში რომ ჩაეხედა, პრეზიდენტს წესით არ უნდა შეეწყალებინა" - ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე
"მის საქმეში რომ ჩაეხედა, პრეზიდენტს წესით არ უნდა შეეწყალებინა" - ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით 34 მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა, სა­ი­და­ნაც 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი და 8 ქა­ლია.

შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი რა­მაზ დე­ვა­ძის აღ­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ტალ­ღა აა­გო­რა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ნა­წი­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­უ­გე­ბარ­სა და სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დე­ბენ.

2015 წლის 18 სექ­ტემ­ბერს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რა­მაზ დე­ვა­ძე 22 წლის პო­ლი­ცი­ის ოფიც­რის, თა­რაშ მუ­კბა­ნი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2014 წლის 27 დე­კემ­ბერს ბა­თუმ­ში, ღა­მის კლუბ "ვე­გას­ში" მუ­კბა­ნი­ა­ნი მი­სი­ვე ტა­ბე­ლუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. "სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლიგა" ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კლუბ­ში კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ამა­ვე საქ­მის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა, ვინ­მე ბე­სიკ მა­მუ­ლა­ძემ კლუბ­ში მყოფ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე ფი­რუ­ზა ა.-ს და უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე ილა­ჰიმ მ.-ს და­უ­წყო შე­ვიწ­რო­ვე­ბა, ხოლო პო­ლი­ცი­ელ­მა თა­რაშ მუ­კბა­ნი­ან­მა დამ­შვი­დე­ბა სთხო­ვა. ამით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მუ­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი დე­ვა­ძე თავს და­ესხნენ და 5-6 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უნ­დობ­ლად სცემ­დნენ მუ­კბა­ნი­ანს, დე­ვა­ძემ პო­ლი­ცი­ელს წა­არ­თვა კუთ­ვნი­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი და თა­ვის არე­ში გას­რო­ლით ად­გილ­ზე მოკ­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლი­გის" ხელ­მძღავ­ნე­ლი ზაზა ჭაია AMBEBI.GE-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არ ახ­სენ­დე­ბა ფაქ­ტი, რო­დე­საც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტს სრუ­ლად შე­ე­წყა­ლე­ბი­ნოს:

"პირი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ამ და­ნა­შა­ულ­მა შეძ­რა არა მხო­ლოდ შსს, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. მოკ­ლეს 22 წლის ვაჟ­კა­ცი თა­ვი­სი­ვე ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით. მა­შინ გულ­ზე მჯი­ღის ცე­მით ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლელს დას­ჯიდ­ნენ სა­მა­გა­ლი­თოდ და ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულს იწყა­ლებს ხუთ წე­ლი­წად­ში, რო­დე­საც მას მის­ჯი­ლი ჰქონ­და 12 წელი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი რამ არ გა­მი­გია, რომ მის­ჯი­ლი ჰქონ­დეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის პირს და მას იწყა­ლებ­დნენ სრუ­ლად. თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ გარ­დაც­ვლი­ლის ასაკს, მის პრო­ფე­სი­ას, აუხ­სნე­ლია ეს ნა­ბი­ჯი, რამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა მას ამის გა­კე­თე­ბა", - აცხა­დებს ზაზა ჭაია.

პრე­ზი­დენ­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის კრი­ტი­კაც მოჰ­ყვა.

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვას გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ რა­მაზ დე­ვა­ძის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­მარ­ცხვი­ნო უწო­და.

"ეს არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­თხვე­ვა. 2 შვი­ლის მამა, პო­ლი­ცი­ის 22 წლის თა­ნამ­შრო­მე­ლი მოკ­ლა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ლა­ვა­ს­ოღ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­იწ­ვია. როცა პო­ლი­ცი­ე­ლი გა­მო­ე­სარ­ჩლა მან­დი­ლო­სანს, მი­სი­ვე ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით მოკ­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. შემ­დეგ ჩვენ გვახ­სოვს, რო­გორ აპა­რებ­და მთავ­რო­ბა ამ მკვლელს სა­ზღვარ­ზე, მან სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა და იქ შემ­თხვე­ვით მყოფ­მა მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში. 4 წლის შემ­დეგ მკვლე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო და თა­ვის­მომჭრე­ლი პრე­ზი­დენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვი არის ორი რამ - კო­რუფ­ცია, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ამ ადა­მი­ა­ნის მფარ­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა მიზ­ნით, - ასე შე­ა­ფა­სა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"სა­ი­დან იცო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, ვი­ღა­ცამ ხომ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია? ეს არის უაღ­რე­სად სკან­და­ლუ­რი საქ­მე და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრე­ზი­დენ­ტმა კრი­მი­ნა­ლი, თა­ნაც პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ ეკი­თხა რას აკე­თებ­და?! მისი მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვი არის ორი რამ - კო­რუფ­ცია და ვი­ღა­ცებ­მა შე­ა­ჩე­ჩეს შე­წყა­ლე­ბის­თვის ეს ადა­მი­ა­ნი, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ამ ადა­მი­ა­ნის მფარ­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა მიზ­ნით. მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის ერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რა­ღაც გა­რი­გე­ბა იყოს იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მე­ლიც ამ კრი­მი­ნა­ლე­ბის ზურგს უკან დგას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ყო­ველ­გვარ ლო­გი­კას არის მოკ­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და რა­მაზ დე­ვა­ძის ად­ვო­კატს პა­ა­ტა შა­ვა­ძეს. მისი გან­ცხა­დე­ბით, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია ის აჟი­ო­ტა­ჟი, რაც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ი­ღო.

"იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­სა­მარ­თლოს სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ამ რა­მაზ დე­ვა­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო, ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბო­დით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არც ახლა ვე­თან­ხმე­ბით. ძა­ლი­ან გამ­კვირ­ვე­ბია ის აჟი­ო­ტა­ჟი, რა­ტომ შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა დე­ვა­ძე, ის ხომ დამ­ნა­შა­ვე იყოო. დიახ, პრე­ზი­დენ­ტი იწყა­ლებს მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. ეს არის შე­წყა­ლე­ბის არსი. ის არ იყო დამ­ნა­შა­ვე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ რად­გან გარ­დაც­ვლი­ლი იყო პო­ლი­ცი­ე­ლი და სენ­სი­ტი­უ­რი თემა იყო, ამი­ტომ მას მი­უ­სა­ჯეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში საქ­მე ეხე­ბო­და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბას, ჩვენ ამას ვა­სა­ბუ­თებ­დით, მაგ­რამ არ­ცერ­თმა ინ­სტან­ცი­ამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი. დე­ვა­ძეს არ სურ­და მისი მოკ­ვლა, მოკ­ვდა ის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით. მე ამა­ში ვე­რა­ფერს ვხე­დავ სა­გან­გა­შოს, ოთხი წელი და რამ­დე­ნი­მე თვე აქვს მოხ­დი­ლი და უნდა მო­ე­ხა­და 12 წელი. მაჩ­ვე­ნონ ნორ­მა, რომ­ლი­თაც ეკ­რძა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს 108, 109-ე მუხ­ლით მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბა, მას აქვს ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი უფ­ლე­ბა და იყე­ნებს კი­დეც. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა შა­ვა­ძემ.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯა­ხის წევ­რებს. მათ სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს, თუმ­ცა დე­ვა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ და­უ­მა­ლავთ.

ზო­გა­დად, შე­წყა­ლე­ბის თემა პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა და ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ სის­ტე­მის ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სის­ტე­მა და­სახ­ვე­წია და მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ებს. იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრის - "სი ელ ეს"-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ად­ვო­კა­ტი ეკა ლო­მი­ძე AMBEBI.GE-სთან შე­წყა­ლე­ბის სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს.

"არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა გან­მარ­ტე­ბე­ბი არის ძა­ლი­ან ზო­გა­დი. იქვე არის ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბო გან­მარ­ტე­ბა, რომ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რის გვერ­დის ავ­ლით შე­ი­წყა­ლოს ესა თუ ის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, მას შე­უძ­ლია არ და­ე­თან­ხმოს და სა­ერ­თოდ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს სა­კი­თხი წლე­ბია დგას და ამ­ბო­ბენ რომ, ეს არის ჰუ­მა­ნუ­რი აქტი პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობ­და უარს და­მა­ტე­ბი­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­წე­სე­ბა­ზე. ერთი შე­ხედ­ვით თით­ქოს არის გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შე­წყა­ლე­ბის, თუმ­ცა რო­დე­საც ვხვდე­ბით ჩა­ნა­წერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია შე­ი­წყა­ლოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ეს აქარ­წყლებს ყო­ველ­გვარ რე­გუ­ლა­ცი­ას. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა იმის შემ­დეგ, რო­დე­საც რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფა მოხ­დე­ბა. მა­ნამ­დეც ვამ­ბობთ, მაგ­რამ არა­ვინ გვის­მენს. ამ ბოლო დროს ისე გა­ამ­კაც­რეს შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი, სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, რომ უკვე შე­საძ­ლოა სა­მარ­თლი­ა­ნად შე­სა­წყა­ლე­ბელ პირს არ იწყა­ლე­ბენ. მათ შო­რის შშმ პი­რებს, რო­მელ­თა მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რის­კი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს. ვვარ­დე­ბით მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში. არ ხდე­ბა სა­თა­ნა­დოდ ის­ტო­რი­ე­ბის შეს­წავ­ლა, ან უგუ­ლის­ყუ­როდ იწყა­ლე­ბენ, ვე­ფხი­ას (თაკო გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ვე­ფხია ბაქ­რა­ძე) უთხრეს უარი რამ­დენ­ჯერ­მე, მის საქ­მე­ში რომ ჩა­ე­ხე­და პრე­ზი­დენტს, წე­სით ის არ უნდა შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა, ჰქონ­და ად­მი­ნიტ­რა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი სა­პა­ტიმ­რო­ში...", - აცხა­დებს ეკა ლო­მი­ძე.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად პრე­ზი­დენ­ტის­თვის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში შეზ­რუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, არას­წო­რი იქ­ნე­ბა და არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი.

"თუ პრე­ზი­დენ­ტი მი­ი­ღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი, ეს იქ­ნე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. მე ვფიქ­რობ, რომ დე­ბუ­ლე­ბით იუ­რი­დი­უ­ლად პრე­ზი­დენტს ვერ შე­ზღუ­დავ, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში რაც არის გა­წე­რი­ლი, იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვერც დე­ბუ­ლე­ბა და ვერც კა­ნო­ნი ვერ იმოქ­მე­დებს", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მის საქმეში რომ ჩაეხედა, პრეზიდენტს წესით არ უნდა შეეწყალებინა" - ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

"მის საქმეში რომ ჩაეხედა, პრეზიდენტს წესით არ უნდა შეეწყალებინა" - ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის აღმოჩენამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილების ტალღა ააგორა. უფლებადამცველების ნაწილი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას გაუგებარსა და სამარცხვინოს უწოდებენ.

2015 წლის 18 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე 22 წლის პოლიციის ოფიცრის, თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ძალაში დატოვა სამივე ინსტანციის სასამართლომ.

საქმის მასალების მიხედვით, 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ "ვეგასში" მუკბანიანი მისივე ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" ავრცელებს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის დეტალების შესახებ, რომლის მიხედვითაც, კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე საქმისთვის მსჯავრდებულმა, ვინმე ბესიკ მამულაძემ კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს დაუწყო შევიწროვება, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა დამშვიდება სთხოვა. ამით გაღიზიანებული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამულაძე და მასთან ერთად მყოფი დევაძე თავს დაესხნენ და 5-6 წუთის განმავლობაში დაუნდობლად სცემდნენ მუკბანიანს, დევაძემ პოლიციელს წაართვა კუთვნილი ტაბელური იარაღი და თავის არეში გასროლით ადგილზე მოკლა.

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ხელმძღავნელი ზაზა ჭაია AMBEBI.GE-თან საუბარში ამბობს, რომ მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება ფაქტი, როდესაც განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტს სრულად შეეწყალებინოს:

"პირი გასამართლებულია განზრახ მკვლელობისთვის, ამ დანაშაულმა შეძრა არა მხოლოდ შსს, არამედ მთელი საქართველო. მოკლეს 22 წლის ვაჟკაცი თავისივე ტაბელური იარაღით. მაშინ გულზე მჯიღის ცემით ამბობდნენ, რომ მკვლელს დასჯიდნენ სამაგალითოდ და ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულს იწყალებს ხუთ წელიწადში, როდესაც მას მისჯილი ჰქონდა 12 წელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ გამიგია, რომ მისჯილი ჰქონდეს განზრახ მკვლელობისთვის პირს და მას იწყალებდნენ სრულად. თავი რომ დავანებოთ გარდაცვლილის ასაკს, მის პროფესიას, აუხსნელია ეს ნაბიჯი, რამ გადააწყვეტინა მას ამის გაკეთება", - აცხადებს ზაზა ჭაია.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მისი პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკაც მოჰყვა.

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მისთვის გაუგებარია.

"ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი შემთხვევა. 2 შვილის მამა, პოლიციის 22 წლის თანამშრომელი მოკლა "კანონიერი ქურდის" ლავასოღლის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოიწვია. როცა პოლიციელი გამოესარჩლა მანდილოსანს, მისივე ტაბელური იარაღით მოკლა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელმა. შემდეგ ჩვენ გვახსოვს, როგორ აპარებდა მთავრობა ამ მკვლელს საზღვარზე, მან საზღვარი გადაკვეთა და იქ შემთხვევით მყოფმა მოკლული პოლიციელის თანამშრომლებმა დააკავეს ნეიტრალურ ზონაში. 4 წლის შემდეგ მკვლელი გათავისუფლებულია. საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი", - განაცხადა კანდელაკმა.

პრეზიდენტის მოქმედების მოტივი არის ორი რამ - კორუფცია, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

"საიდან იცოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამ ადამიანის შესახებ, ვიღაცამ ხომ მიაწოდა ინფორმაცია? ეს არის უაღრესად სკანდალური საქმე და მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა კრიმინალი, თანაც პოლიციელის მკვლელი გაათავისუფლა. როგორ შეიძლება არ ეკითხა რას აკეთებდა?! მისი მოქმედების მოტივი არის ორი რამ - კორუფცია და ვიღაცებმა შეაჩეჩეს შეწყალებისთვის ეს ადამიანი, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით. მიზანი ყოველთვის ერთია საქართველოში, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. არ არის გამორიცხული რაღაც გარიგება იყოს იმ ადამიანებთან, რომელიც ამ კრიმინალების ზურგს უკან დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა გოცირიძემ.

AMBEBI.GE დაუკავშირდა რამაზ დევაძის ადვოკატს პაატა შავაძეს. მისი განცხადებით, სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებამ გამოიწვია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიიღო.

"იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს სამივე ინსტანციამ რამაზ დევაძე დამნაშავედ სცნო, ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებას და არც ახლა ვეთანხმებით. ძალიან გამკვირვებია ის აჟიოტაჟი, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა დევაძე, ის ხომ დამნაშავე იყოო. დიახ, პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს, რომლებიც დამნაშავეები არიან. ეს არის შეწყალების არსი. ის არ იყო დამნაშავე განზრახ მკვლელობაში, მაგრამ რადგან გარდაცვლილი იყო პოლიციელი და სენსიტიური თემა იყო, ამიტომ მას მიუსაჯეს განზრახ მკვლელობისთვის. სინამდვილეში საქმე ეხებოდა გაუფრთხილებლობით მკვლელობას, ჩვენ ამას ვასაბუთებდით, მაგრამ არცერთმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები. დევაძეს არ სურდა მისი მოკვლა, მოკვდა ის გაუფრთხილებლობით. მე ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, ოთხი წელი და რამდენიმე თვე აქვს მოხდილი და უნდა მოეხადა 12 წელი. მაჩვენონ ნორმა, რომლითაც ეკრძალება საქართველოს პრეზიდენტს 108, 109-ე მუხლით მსჯავრდებული პირების შეწყალება, მას აქვს ეს უნივერსალური უფლება და იყენებს კიდეც. ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად კანონიერი", - აღნიშნა პაატა შავაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს. მათ საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა დევაძის გათავისუფლებით გამოწვეული უკმაყოფილება არ დაუმალავთ.

ზოგადად, შეწყალების თემა პერიოდულად აქტიურდება და ბევრს საუბრობენ სისტემის ხარვეზებთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ სისტემა დასახვეწია და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. იურიდიული მომსახურების ცენტრის - "სი ელ ეს"-ის თანადამფუძნებელი, ადვოკატი ეკა ლომიძე AMBEBI.GE-სთან შეწყალების სისტემის პრობლემებზე საუბრობს.

"არსებობს კონკრეტული რეგულაციები შეწყალების შესახებ, თუმცა განმარტებები არის ძალიან ზოგადი. იქვე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო განმარტება, რომ პრეზიდენტს შეუძლია ყველანაირი პროცედურის გვერდის ავლით შეიწყალოს ესა თუ ის მსჯავრდებული, მას შეუძლია არ დაეთანხმოს და საერთოდ არ გაითვალისწინოს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება. ეს საკითხი წლებია დგას და ამბობენ რომ, ეს არის ჰუმანური აქტი პრეზიდენტის მხრიდან და საკანონმდებლო ხელისუფლება ამბობდა უარს დამატებითი კრიტერიუმების დაწესებაზე. ერთი შეხედვით თითქოს არის გაწერილი კრიტერიუმები შეწყალების, თუმცა როდესაც ვხვდებით ჩანაწერს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული, ეს აქარწყლებს ყოველგვარ რეგულაციას. საკანონმდებლო ცვლილებები იწყება იმის შემდეგ, როდესაც რაღაც კატასტროფა მოხდება. მანამდეც ვამბობთ, მაგრამ არავინ გვისმენს. ამ ბოლო დროს ისე გაამკაცრეს შეწყალების საკითხი, სიტუაციის გამო, რომ უკვე შესაძლოა სამართლიანად შესაწყალებელ პირს არ იწყალებენ. მათ შორის შშმ პირებს, რომელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის რისკი ფაქტობრივად არ არსებობს. ვვარდებით მეორე უკიდურესობაში. არ ხდება სათანადოდ ისტორიების შესწავლა, ან უგულისყუროდ იწყალებენ, ვეფხიას (თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე) უთხრეს უარი რამდენჯერმე, მის საქმეში რომ ჩაეხედა პრეზიდენტს, წესით ის არ უნდა შეეწყალებინა, ჰქონდა ადმინიტრაციული დარღვევები საპატიმროში...", - აცხადებს ეკა ლომიძე.

უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივად პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებაში შეზრუდვების დაწესება, არასწორი იქნება და არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება საუბარი.

"თუ პრეზიდენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის იქნება მიუღებელი, ეს იქნება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დებულებით იურიდიულად პრეზიდენტს ვერ შეზღუდავ, რადგან კონსტიტუციაში რაც არის გაწერილი, იმის საწინააღმდეგოდ ვერც დებულება და ვერც კანონი ვერ იმოქმედებს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

"ჩემი ძმის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა ცნობილი სპორტსმენი..." - 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელიც ოჯახს შაქარაშვილის საქმემ ხელახლა გაახსენა

"ექსპერტის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა" - შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი

თბილისში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა