სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა - ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს
„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა - ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს

28 აგ­ვის­ტოს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ მე­სა­მე სა­კონ­ცერ­ტო დღეს ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სულ­ხან ცინ­ცა­ძის და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შეს­რულ­და.

მე­ვი­ო­ლი­ნე ანა–ლიზა ბეზ­როდ­ნიმ და ჩე­ლის­ტი იან–ერიკ გუს­ტავ­სონ­მა შე­ას­რუ­ლეს ბენ­ჯა­მინ ბრი­ტე­ნის უბ­რა­ლო სიმ­ფო­ნია, პაბ­ლო სა­რა­სა­ტეს კარ­მენ ფან­ტა­ზია, სულ­ხან ცინ­ცა­ძის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტი ჩე­ლოს­თვის.

ფეს­ტი­ვა­ლი ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ და­ა­ფუძნა, ღო­ნის­ძი­ე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გი­ორ­გი და ლი­ა­ნა ისა­კა­ძე­ე­ბი არი­ან. ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რია ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. ”ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის” სა­ბა­ზო ორ­კესტრია „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი”.

28 აგ­ვის­ტოს ღო­ნის­ძი­ე­ბით დას­რულ­დე­ბა „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ბა­თუმ­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი. 2 სექ­ტემ­ბრი­დან ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლის­ში, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

მაია ხა­ჯაშ­ვი­ლი, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი:

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი ვართ. პროგ­რა­მა ძალ­ზედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ფეს­ტი­ვალ­მა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი გა­ა­ლა­მა­ზა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბევ­რი სი­უპ­რი­ზი ვი­ხი­ლეთ. მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა ისაა, რომ ყო­ველ წელს, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის მოს­მე­ნას­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა.

კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ ასე­თი ლა­მა­ზი სა­ღა­მო­ე­ბი აჩუ­ქეს ბა­თუმს. ვი­სურ­ვებ­დი, რომ მალე დად­გეს დრო, როცა „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ ისევ აფხა­ზეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

გი­ორ­გი ისა­კა­ძე, ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

„დას­რულ­და ბა­თუ­მის ნა­წი­ლი და უკვე გან­ვიც­დი ნოს­ტალ­გი­ას მშვე­ნი­ე­რი ქა­ლა­ქის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსმე­ნე­ლი­სად­მი. პუბ­ლი­კას შევ­თა­ვა­ზეთ ჟან­რუ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მდი­და­რი პროგ­რა­მა, ჩვენ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა, სო­ლის­ტებ­მა და ორ­კესტრმა ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის დი­რი­ჟო­რო­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლეს რო­გორც უცხო­უ­რი, ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მე მათ უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ამი­სათ­ვის და მად­ლო­ბა ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერს.

ანა ლიზა ბეზ­როდ­ნი, მე­ვი­ო­ლი­ნე:

„აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ქარ­თუ­ლი პუბ­ლი­კით. რო­გო­რი ემო­ცი­უ­რი მსმე­ნე­ლე­ბი არი­ან. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ კვლავ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დებ­ში“. მად­ლო­ბა გი­ორ­გი ისა­კა­ძეს, ჩემს მე­გო­ბარს და უნი­ჭი­ე­რეს მუ­სი­კოსს. ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა მუ­სი­კო­სის­თვის მქუ­ხა­რე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი“.

იან ერიკ გუს­ტავ­სო­ნი, ჩე­ლო­ის­ტი:

„ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი შე­ვას­რუ­ლე სხვა ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი სა­ღა­მო იყო. რე­პე­ტი­ცი­ებს თა­ვად კომ­პო­ზი­ტო­რი ეს­წრე­ბო­და. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდაა“.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია „არტ ალი­ან­სი“.

ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რია ნინა ცა­გა­რე­ლი

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან – სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო; ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო;

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია – კომ­პა­ნია „არდი“.

პარტნი­ო­რე­ბი – კომ­პა­ნია „თე­ლა­სი“; ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი ;ქარ­თუ­ლი ბრენ­დი „მარი გოლ­დი“; პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვის­კი „ჯიმ­შე­რი“; ღვი­ნის კომ­პა­ნია „როალ ხვან­ჭკა­რა“; კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“; პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ლუ­ტე­ცია“",არო­მა­ტე­კა“, „პალ­მა აპარ­ტა­მენ­ტი“.

პრო­ექ­ტის მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი – აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია; სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი; ტე­ლე­ი­მე­დი; TVპირ­ვე­ლი; „არ­ტა­რეა“ – პირ­ვე­ლი არხი კულ­ტუ­რა­ზე; ციფ­რუ­ლი და მე­დია მარ­კე­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო "კლი­პარ­ტი”; „ამ­ბე­ბი.GE“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ–ტა­ი­მი“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „GHN“, ინ­ტერ­ნეტ მე­დია ჯგუ­ფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“; ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ცე­მა “The Messenger”;” ჯორ­ჯი­ან პრე­სი“;ვი­დეო–პორ­ტა­ლი “myvideo.ge”; ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“; გა­ზე­თი „აჭა­რა“; რა­დი­ოჰოლ­დინ­გი „ფორ­ტუ­ნა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა - ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს

„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა - ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს

28 აგვისტოს კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადების“ მესამე საკონცერტო დღეს ქართველი კომპოზიტორების სულხან ცინცაძის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა.

მევიოლინე ანა–ლიზა ბეზროდნიმ და ჩელისტი იან–ერიკ გუსტავსონმა შეასრულეს ბენჯამინ ბრიტენის უბრალო სიმფონია, პაბლო სარასატეს კარმენ ფანტაზია, სულხან ცინცაძის მინიატურები და ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ჩელოსთვის.

ფესტივალი ლიანა ისაკაძემ დააფუძნა, ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელები გიორგი და ლიანა ისაკაძეები არიან. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ”ღამის სერენადების” საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები”.

28 აგვისტოს ღონისძიებით დასრულდება „ღამის სერენადების“ ბათუმში დაგეგმილი კონცერტები. 2 სექტემბრიდან ფესტივალი თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

მაია ხაჯაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი:

„მოხარულები ვართ, რომ ფესტივალის პარტნიორები ვართ. პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანი და გამორჩეული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფესტივალმა ტურისტული სეზონი გაალამაზა. ღონისძიებაზე ბევრი სიუპრიზი ვიხილეთ. მისი უნიკალურობა ისაა, რომ ყოველ წელს, ცნობილი მუსიკოსების მოსმენასთან ერთად, ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენის საშუალება გვეძლევა.

კიდევ ერთხელ მადლობა ფესტივალის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს, რომ ასეთი ლამაზი საღამოები აჩუქეს ბათუმს. ვისურვებდი, რომ მალე დადგეს დრო, როცა „ღამის სერენადები“ ისევ აფხაზეთში გაიმართება.

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„დასრულდა ბათუმის ნაწილი და უკვე განვიცდი ნოსტალგიას მშვენიერი ქალაქის არაჩვეულებრივი მსმენელისადმი. პუბლიკას შევთავაზეთ ჟანრულად მრავალფეროვანი მდიდარი პროგრამა, ჩვენმა ვარსკვლავებმა, სოლისტებმა და ორკესტრმა ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით შესანიშნავად შეასრულეს როგორც უცხოური, ასევე ეროვნული ნაწარმოებები. მე მათ უდიდეს მადლობას ვუხდი ამისათვის და მადლობა ყველა მხარდამჭერს.

ანა ლიზა ბეზროდნი, მევიოლინე:

„აღფრთოვანებული ვარ ქართული პუბლიკით. როგორი ემოციური მსმენელები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ კვლავ დავბრუნდი საქართველოში და მონაწილეობა მივიღე ფესტივალ „ღამის სერენადებში“. მადლობა გიორგი ისაკაძეს, ჩემს მეგობარს და უნიჭიერეს მუსიკოსს. ყველაზე სასიამოვნოა მუსიკოსისთვის მქუხარე აპლოდისმენტები“.

იან ერიკ გუსტავსონი, ჩელოისტი:

„ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოები შევასრულე სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად. ძალიან ემოციური საღამო იყო. რეპეტიციებს თავად კომპოზიტორი ესწრებოდა. ძალიან სასიამოვნო განცდაა“.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია“",არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო "კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება