პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომედი ჯგუფიდან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა" - პაატა სალია "რუსთავი 2"-დან წასული და დარჩენილი ჟურნალისტების შესახებ
"კომედი ჯგუფიდან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა" - პაატა სალია "რუსთავი 2"-დან წასული და დარჩენილი ჟურნალისტების შესახებ

„რუს­თა­ვი 2“-ს 852 თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავ­და, აქე­დან 50-მდე წა­ვი­და. მათ­გან ნა­წილს წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა და­წე­რი­ლი აქვს, ნა­წილს - არა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, არხზე დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ მი­ი­ღო. თუმ­ცა, სა­ლია არ აკონ­კრე­ტებს არ­ხი­დან წა­სუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ თუ არა ისევ „რუს­თა­ვი 2“-ში.

„ამას ამ ეტაპ­ზე არ გე­ტყვით. „კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან“ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა, სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, ფიქ­რო­ბენ ახალ იდე­ებ­ზე და ისი­ნიც ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლით დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან.

ალ­ბათ, რთუ­ლად წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, სტრე­სი, რაც არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს იმის გამო, რომ ვი­ღა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ ეს არხი და­ან­გრი­ონ, აქე­დან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­იყ­ვა­ნონ და მერე ქუ­ჩა­ში უმუ­შევ­რად და­ტო­ვონ. ისი­ნი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გრძნო­ბენ. არ მინ­და, სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი და­ვა­სა­ხე­ლო, ვი­ნა­ი­დან მათ მი­მართ კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა ის შე­ტე­ვა, რაც იმ დღეს ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, როცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ტე­ლე­ვი­ზია და­ტო­ვეს. ამი­ტომ და­ვი­ცავ მათ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბას.

არ ვიცი ემუქ­რე­ბი­ან თუ არა, მაგ­რამ ალ­ბათ, გახ­სოვთ, არხზე დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ სხვა­დას­ხვა ტი­პის მო­წო­დე­ბე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, ღა­ლატ­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა რომ ხდე­ბო­და. ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ და არ მინ­და ეს გან­მე­ორ­დეს. მე­დი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, თით­ქოს, ვი­ღა­ცებს სამ­მაგ ხელ­ფა­სებს ვპირ­დე­ბით და რომ ვი­ღა­ცებს ვუ­რე­კავთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის კეთ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კვლავ და­ა­ში­ნონ, კვლავ შე­უქ­მნან ისე­თი პი­რო­ბე­ბი და მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ მათ აქ დაბ­რუ­ნე­ბა არ იფიქ­რონ.

კომ­პა­ნი­ი­დან, ალ­ბათ, 10%-იც არ არის წა­სუ­ლი. კომ­პა­ნი­ას 852 თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავ­და, აქე­დან 50-მდე წა­ვი­და. მათ­გან ნა­წილს წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა და­წე­რი­ლი აქვს, ნა­წილს - არა. ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­უ­რი ფონი იყო, იყო ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა, შე­მო­ტე­ვა ადა­მი­ა­ნებ­ზე“, - აცხა­დებს სა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ვის­გან გა­ნიც­დიდ­ნენ არხზე დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ზე­წო­ლას, სა­ლია აცხა­დებს, რომ ეს ნიკა გვა­რა­მი­ას­გან და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან ხდე­ბო­და.

„აბა, გა­მო­ი­ცა­ნით ვისი მხრი­დან ხდე­ბო­და? გვა­რა­მი­ას და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც თით­ქოს, ამ არ­ხის ერ­თგუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად „მთა­ვარ არხს“ აფუძ­ნებ­დნენ, აქე­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ბი­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წო­დებ­დნენ ეს არხი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და წა­სუ­ლიყ­ვნენ ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა აქ ჩვე­უ­ლებ­რივ მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბო­და. ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი, ამა­ში შემ­დგომ მომ­ხდარ­მა ძა­ლი­ან ბევ­რმა ფაქ­ტმა და­მარ­წმუ­ნა, რომ ეს ვი­თა­რე­ბა კომ­პა­ნი­ა­ში გარ­და­უ­ვა­ლი იყო. და­გეგ­მი­ლი აქტი იყო, რომ კომ­პა­ნია ასე ჯგუ­ფუ­რად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გუნდს და დღე­ვან­დე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში, ან სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა­ში. კარ­გია, რომ ეს ახლა მოხ­და და არა გვი­ან, რაც გა­ცი­ლე­ბით უფრო ძვი­რად და­უჯ­დე­ბო­და ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ას“, - აცხა­დებს სა­ლია.

მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა, სხვა არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ამას სა­ლია არ აკონ­კრე­ტებს. ის აცხა­დებს, რომ ძა­ლი­ან მალე, „რუს­თა­ვი 2“ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი არხი იქ­ნე­ბა.

„ყვე­ლა­ფერს გან­ვი­ხი­ლავთ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დეთ, ჩემ­თვის მთა­ვა­რია, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნი­ის ფული აქვთ წა­ღე­ბუ­ლი, უკან მო­ვა­ტა­ნი­ნო, ეს დროც დად­გე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად. ასე­ვე ვმუ­შა­ობთ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­კი­თხებ­ზე, რი­თიც არხი გა­ჯან­საღ­დე­ბა, გაძ­ლი­ერ­დე­ბა და მეტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ეს არის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი. არ­ხის გა­ყიდ­ვა ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ გა­ნი­ხი­ლე­ბა და ამა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ არ არის. ახლა სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე, არ­ხის გა­ნახ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.

„რუს­თა­ვი 2“ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი არხი იქ­ნე­ბა და რე­ი­ტინ­გებ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად ვიქ­ნე­ბით პირ­ვე­ლე­ბი, ეს არის ჩვე­ნი ამო­ცა­ნა. ამის რე­სურ­სი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს და აუ­ცი­ლებ­ლად, მი­უ­ხე­და­ვად შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ჩვენ ძა­ლი­ან მალე პირ­ვე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით“, - აცხა­დებს სა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კომედი ჯგუფიდან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა" - პაატა სალია "რუსთავი 2"-დან წასული და დარჩენილი ჟურნალისტების შესახებ

"კომედი ჯგუფიდან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა" - პაატა სალია "რუსთავი 2"-დან წასული და დარჩენილი ჟურნალისტების შესახებ

„რუსთავი 2“-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით, განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს - არა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, არხზე დარჩენის გადაწყვეტილება თანამშრომლების უმეტესობამ მიიღო. თუმცა, სალია არ აკონკრეტებს არხიდან წასული თანამშრომლები დაბრუნდნენ თუ არა ისევ „რუსთავი 2“-ში.

„ამას ამ ეტაპზე არ გეტყვით. „კომედი ჯგუფიდან“ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, სულ რამდენიმე ადამიანი წავიდა. დანარჩენები აგრძელებენ მუშაობას, ფიქრობენ ახალ იდეებზე და ისინიც ძალიან ბევრი საინტერესო სიახლით დაგვიბრუნდებიან.

ალბათ, რთულად წარმოგიდგენიათ ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, სტრესი, რაც არხის თანამშრომლებმა გადაიტანეს იმის გამო, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს არხი დაანგრიონ, აქედან თანამშრომლები გაიყვანონ და მერე ქუჩაში უმუშევრად დატოვონ. ისინი ამ ადამიანების მიმართ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. არ მინდა, სახელები და გვარები დავასახელო, ვინაიდან მათ მიმართ კვლავ განახლდება ის შეტევა, რაც იმ დღეს ხორციელდებოდა, როცა ჟურნალისტებმა ტელევიზია დატოვეს. ამიტომ დავიცავ მათ კონფიდენციალობას.

არ ვიცი ემუქრებიან თუ არა, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, არხზე დარჩენილი თანამშრომლების მიმართ სხვადასხვა ტიპის მოწოდებები, შეურაცხყოფები, ღალატში დადანაშაულება რომ ხდებოდა. ადამიანები ძალიან სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არ მინდა ეს განმეორდეს. მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, ვიღაცებს სამმაგ ხელფასებს ვპირდებით და რომ ვიღაცებს ვურეკავთ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს ადამიანები კვლავ დააშინონ, კვლავ შეუქმნან ისეთი პირობები და მოცემულობა, რომ მათ აქ დაბრუნება არ იფიქრონ.

კომპანიიდან, ალბათ, 10%-იც არ არის წასული. კომპანიას 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს - არა. ვიმეორებ, ძალიან დიდი ემოციური ფონი იყო, იყო ზეწოლის მცდელობა, შემოტევა ადამიანებზე“, - აცხადებს სალია.

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან განიცდიდნენ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ზეწოლას, სალია აცხადებს, რომ ეს ნიკა გვარამიასგან და მისი მხარდამჭერებისგან ხდებოდა.

„აბა, გამოიცანით ვისი მხრიდან ხდებოდა? გვარამიას და მისი თანამებრძოლების მხრიდან, რომლებიც თითქოს, ამ არხის ერთგულები იყვნენ, მაგრამ ამავდროულად გვარამიასთან ერთად „მთავარ არხს“ აფუძნებდნენ, აქედან ადამიანების გადაბირებას ცდილობდნენ, ადამიანებს მოუწოდებდნენ ეს არხი დაეტოვებინათ და წასულიყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქ ჩვეულებრივ მუშაობა გრძელდებოდა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ამაში შემდგომ მომხდარმა ძალიან ბევრმა ფაქტმა დამარწმუნა, რომ ეს ვითარება კომპანიაში გარდაუვალი იყო. დაგეგმილი აქტი იყო, რომ კომპანია ასე ჯგუფურად დაეტოვებინათ თანამშრომლების გუნდს და დღევანდელი მენეჯმენტის დადანაშაულება მომხდარიყო შევიწროვებაში, ან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში. კარგია, რომ ეს ახლა მოხდა და არა გვიან, რაც გაცილებით უფრო ძვირად დაუჯდებოდა ჩვენს ტელევიზიას“, - აცხადებს სალია.

მიმდინარეობს თუ არა, სხვა არხის ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები, ამას სალია არ აკონკრეტებს. ის აცხადებს, რომ ძალიან მალე, „რუსთავი 2“ ქვეყნის მთავარი არხი იქნება.

„ყველაფერს განვიხილავთ. ჩემთვის მთავარია, თანამშრომლებს ხელფასები ჰქონდეთ, ჩემთვის მთავარია, იმ ადამიანებს, რომლებსაც კომპანიის ფული აქვთ წაღებული, უკან მოვატანინო, ეს დროც დადგება აუცილებლად. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა საინვესტიციო საკითხებზე, რითიც არხი გაჯანსაღდება, გაძლიერდება და მეტი დამოუკიდებლობა ექნება. ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. არხის გაყიდვა ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება და ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. ახლა სირთულეების დაძლევაზე, არხის განახლებაზეა საუბარი.

„რუსთავი 2“ ქვეყნის მთავარი არხი იქნება და რეიტინგებშიც აუცილებლად ვიქნებით პირველები, ეს არის ჩვენი ამოცანა. ამის რესურსი, შესაძლებლობა გვაქვს და აუცილებლად, მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, ჩვენ ძალიან მალე პირველები ვიქნებით“, - აცხადებს სალია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები