მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვარამია თანამშრომლებს ატყუებს, მის არხს კონკურენტად ვერ აღვიქვამთ" - "რუსთავი 2" განახლებული ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება
"გვარამია თანამშრომლებს ატყუებს, მის არხს კონკურენტად ვერ აღვიქვამთ" - "რუსთავი 2" განახლებული ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

„მთა­ვარ არხს“ კონ­კუ­რენ­ტად ვერ აღ­ვიქ­ვამთ. გვა­რა­მია ცდი­ლობს, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ა­ტყუ­ოს და „რუს­თა­ვი 2“ და­ან­გრი­ოს, რაც არ გა­მო­უ­ვი­და და არც მო­მა­ვალ­ში გა­მო­უ­ვა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც სა­ლია გან­მარ­ტავს, „რუს­თა­ვი 2“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დით ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

„ვერ ვი­ტყო­დი, რომ გვა­რა­მი­ას არხთან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენ რა­ი­მე კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ის არც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი. ჩვენ ჩვენს ამო­ცა­ნებ­ზე ვმუ­შა­ობთ, რაც სა­ე­თე­რო ბა­დის და­ლა­გე­ბა, ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის და­წყე­ბაა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სრუ­ლად აღ­დგე­ბა მა­უ­წყებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, უკე­თე­სი, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რე­ბელს ბევრ სი­ახ­ლეს ვპირ­დე­ბით. ზუს­ტი თა­რი­ღის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, მუ­შა­ო­ბა არ წყდე­ბა, დღე და ღამე ვმუ­შა­ობთ და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მალე და­უბ­რუნ­დეს „კუ­რი­ე­რი“, სხვა პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თოქ-შო­უ­ე­ბი და ასე­ვე ბადე შე­ვავ­სოთ იმ გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბით, რო­მე­ლიც ასე უყ­ვარს ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს.

ჩვენ კონ­კუ­რენ­ტად ვერ აღ­ვიქ­ვამთ „მთა­ვარ არხს“, რო­მე­ლიც ჯერ არც ვი­ცით, რო­დის და­ი­წყებს მა­უ­წყებ­ლო­ბას. გვა­რა­მი­ას მხრი­დან არის მცდე­ლო­ბა, „რუს­თა­ვი 2“ და­ან­გრი­ოს. ტყუ­ი­ლი და­პი­რე­ბე­ბია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ, რომ გა­და­ი­ბი­როს, თა­ვის არხზე გა­და­იყ­ვა­ნოს, სა­დაც მათი მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, არც ფი­ნან­სებ­ზე აქვს წარ­მოდ­გე­ნა, რითი შე­იძ­ლე­ბა გა­და­უ­ხა­დოს ამ ადა­მი­ა­ნებს ხელ­ფა­სე­ბი. უბ­რა­ლოდ, ცდი­ლობს, ისი­ნი მო­ა­ტყუ­ოს და „რუს­თა­ვი 2“ და­ან­გრი­ოს, რაც მას არ გა­მო­უ­ვი­და და არც მო­მა­ვალ­ში გა­მო­უ­ვა. და­ნარ­ჩენს, მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე შე­ა­ფა­სებს, როცა აქ­ტი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა. ძა­ლი­ან მალე დავ­ბრუნ­დე­ბით ეთერ­ში“, - აცხა­დებს სა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა არხზე არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს, რო­გორც სა­ლია გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი დიდ­წი­ლად მოგ­ვა­რე­ბუ­ლია.

„რა თქმა უნდა, სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და ამო­ცა­ნე­ბი გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მხრივ, დიდ­წი­ლად პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლია. და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა, ხელ­ფა­სებს იღე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. რა თქმა უნდა, რთუ­ლია, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა და­აკ­მა­ყო­ფი­ლო, გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი არის, თუმ­ცა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა სა­ხელ­ფა­სო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­ი­ფა­რე­ბა. და­ნარ­ჩენ სა­კი­თხებ­ზეც ვმუ­შა­ობთ, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე დაგ­რო­ვი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბაა, ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი კრე­დი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს არხს პარტნი­ო­რებ­თან - სა­უ­ბა­რია, ასი­ა­თა­სო­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ, რომ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. უფრო მეტ კონ­კრე­ტი­კას ვერ მო­ვახ­დენ, ვი­ნა­ი­დან ბევ­რი ცდი­ლობს გახ­დეს ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი და არც არის სწო­რი ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა“, - აცხა­დებს სა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს, სა­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ გა­აჟ­ღე­რებს.

„კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებს არ გა­გიმ­ხელთ, ვი­ნა­ი­დან კარ­გად იცით, თუ რა ხდე­ბო­და, როცა სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კან­დი­და­ტად ნინო შუბ­ლა­ძე წარ­ვად­გი­ნეთ. ამას არ­ნა­ხუ­ლი ბუ­ლინ­გი, შან­ტა­ჟი და და­ში­ნე­ბა მოჰ­ყვა. იმ ფონ­ზე, როცა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თავს კარ­გად და და­უს­ჯე­ლად გრძნო­ბენ, როცა სხვას აშან­ტა­ჟე­ბენ, ვთლი, რომ წი­ნას­წარ გეგ­მე­ბის გა­ცხა­დე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს მა­შინ შე­ი­ტყობთ, როცა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ფორმ­დე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს ბუ­ლინ­გის­გან და შან­ტა­ჟის­გან და­ვი­ცავთ“, - აცხა­დებს სა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გვარამია თანამშრომლებს ატყუებს, მის არხს კონკურენტად ვერ აღვიქვამთ" - "რუსთავი 2" განახლებული ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

"გვარამია თანამშრომლებს ატყუებს, მის არხს კონკურენტად ვერ აღვიქვამთ" - "რუსთავი 2" განახლებული ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

„მთავარ არხს“ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. გვარამია ცდილობს, თანამშრომლები მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა.

როგორც სალია განმარტავს, „რუსთავი 2“ განახლებული სამაუწყებლო ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

„ვერ ვიტყოდი, რომ გვარამიას არხთან მიმართებაში ჩვენ რაიმე კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით. ის არც შეიძლება იყოს ჩვენი კონკურენტი. ჩვენ ჩვენს ამოცანებზე ვმუშაობთ, რაც საეთერო ბადის დალაგება, ახალი სეზონისთვის საინფორმაციო გამოშვებების დაწყებაა. უახლოეს დღეებში სრულად აღდგება მაუწყებლობა, რომელიც განახლებული, უკეთესი, უფრო საინტერესო იქნება და მაყურებელს ბევრ სიახლეს ვპირდებით. ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მუშაობა არ წყდება, დღე და ღამე ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელს ძალიან მალე დაუბრუნდეს „კურიერი“, სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუები და ასევე ბადე შევავსოთ იმ გასართობი გადაცემებით, რომელიც ასე უყვარს ჩვენს მაყურებელს.

ჩვენ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ „მთავარ არხს“, რომელიც ჯერ არც ვიცით, როდის დაიწყებს მაუწყებლობას. გვარამიას მხრიდან არის მცდელობა, „რუსთავი 2“ დაანგრიოს. ტყუილი დაპირებებია თანამშრომლების მიმართ, რომ გადაიბიროს, თავის არხზე გადაიყვანოს, სადაც მათი მიღების საშუალება არ აქვს, არც ფინანსებზე აქვს წარმოდგენა, რითი შეიძლება გადაუხადოს ამ ადამიანებს ხელფასები. უბრალოდ, ცდილობს, ისინი მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც მას არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა. დანარჩენს, მაყურებელი შემოდგომაზე შეაფასებს, როცა აქტიური სატელევიზიო სეზონი დაიწყება. ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში“, - აცხადებს სალია.

რაც შეეხება არხზე არსებულ ფინანსურ პრობლემებს, როგორც სალია განმარტავს, აღნიშნული დიდწილად მოგვარებულია.

„რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმა და ამოცანები გვაქვს, შესაბამისად, ამ მხრივ, დიდწილად პრობლემა გადაჭრილია. დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე ვმუშაობთ, თუმცა, ხელფასებს იღებენ ადამიანები. რა თქმა უნდა, რთულია, ამ სიტუაციაში ყველა დააკმაყოფილო, გარკვეული შეფერხებები არის, თუმცა, უახლოეს მომავალში ყველა სახელფასო დავალიანება დაიფარება. დანარჩენ საკითხებზეც ვმუშაობთ, რომელიც ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანებაა, ასევე ძალიან დიდი კრედიტორული დავალიანება აქვს არხს პარტნიორებთან - საუბარია, ასიათასობით, მილიონობით დავალიანებაზე. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, რომ რესტრუქტურიზაცია მოვახდინოთ. უფრო მეტ კონკრეტიკას ვერ მოვახდენ, ვინაიდან ბევრი ცდილობს გახდეს ჩვენი კონკურენტი და არც არის სწორი ჩვენი ფინანსური ინფორმაციის გაცემა“, - აცხადებს სალია.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, სალიას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებს ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გააჟღერებს.

„კადრებთან დაკავშირებით დეტალებს არ გაგიმხელთ, ვინაიდან კარგად იცით, თუ რა ხდებოდა, როცა საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე კანდიდატად ნინო შუბლაძე წარვადგინეთ. ამას არნახული ბულინგი, შანტაჟი და დაშინება მოჰყვა. იმ ფონზე, როცა ასეთი ადამიანები თავს კარგად და დაუსჯელად გრძნობენ, როცა სხვას აშანტაჟებენ, ვთლი, რომ წინასწარ გეგმების გაცხადება არასწორი იქნება. ყველაფერს მაშინ შეიტყობთ, როცა ხელშეკრულებები გაფორმდება. ამ ადამიანებს ბულინგისგან და შანტაჟისგან დავიცავთ“, - აცხადებს სალია.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ბარამიძე; დიმიტრი ცქიტიშვილი; დავით მათიკაშვილი

"დღეს, წირვის დროს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ძმის შესახებ

LIVE "ნიუსრუმიდან" - ნინო ბურჯანაძე