მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ - პატრიარქი
ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ - პატრიარქი

ნუ ვი­ფიქ­რებთ იმა­ზე, რომ ჩვენ ვინ­მე­ზე მეტ­ნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმად­ლობთ უფალს ამ დიდი წყა­ლო­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში, ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე ჯვა­რი აქვს სა­ტა­რე­ბე­ლი.

„გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს - მა­რი­ა­მო­ბას. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, ღვთის­გან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ვართ, ზედ­მე­ტი ჯილ­დო მოგ­ვცა ღმერ­თმა თუ გვაკ­ლია რამე? ალ­ბათ, ორი­ვე. გი­ხა­რო­დენ სა­ქარ­თვე­ლო, წილ­ხვედ­რო ღვთის­მშობ­ლი­სა. წლე­ვან­დე­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­თა­ვი­სა, რომ ჩვენ ვართ წილ­ხვედ­რი ღვთის­მშობ­ლი­სა. როცა ჩვენ ვფიქ­რობთ ამის შე­სა­ხებ, უნდა ვი­ფიქ­როთ, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია ჩვენ, რა და რო­გორ უნდა ვა­კე­თოთ. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­კის­რა უფალ­მა მძი­მე ჯვა­რი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ღმერ­თმა მოგ­ვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძი­მე ჯვა­რი ვა­ტა­როთ. უნდა ვა­ტა­როთ ყვე­ლამ ერ­თად, უნდა მო­ვიკ­რი­ბოთ ძალა და მძი­მე ჯვა­რი გოლ­გო­თა­ზე უნდა ავი­ტა­ნოთ ერ­თად. ნუ ვი­ფიქ­რებთ იმა­ზე, რომ ჩვენ ვჯო­ბი­ვართ ვინ­მეს, ვინ­მე­ზე მეტ­ნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმად­ლობთ უფალს ამ დიდი წყა­ლო­ბის­თვის“,- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

პატ­რი­არ­ქმა, ქა­და­გე­ბი­სას ერის ერ­თად დგო­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

„კი­დევ ერთხელ მოგ­მარ­თავთ - ყვე­ლა ვი­ყოთ ერ­თად, ვა­კე­თოთ ერთი საქ­მე. თა­ვის დრო­ზე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ თქვა, „მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა“. ჩვენ და­ვუ­მა­ტეთ მას „ღმერ­თი, სამ­შობ­ლო და ადა­მი­ა­ნი“. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს, რომ ღმერ­თმა დაგ­ვა­ჯილ­დო­ვა ჩვენ ამი­სი გრძნო­ბით, ამის შეგ­ნე­ბით, რომ პირ­ვე­ლია ღმერ­თი, მე­ო­რე სამ­შობ­ლო და მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. კი­დევ ერთხელ ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს. შე­იგ­ნო ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა, რომ და­კის­რე­ბუ­ლი მძი­მე ჯვა­რი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა აი­ტა­ნოს გოლ­გო­თა­ზე, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს ის, რომ გოლ­გო­თის მთით არ მთავ­რდე­ბა ჩვე­ნი ჯვა­რის ტა­რე­ბა, გოლ­გო­თას მოს­დევს ჯვარ­ცმა, მაგ­რამ ჯვარ­ცმას მოს­დევს აღ­დგო­მა. როცა მოხ­და ამაღ­ლე­ბა, უფ­ლის მო­ცი­ქუ­ლე­ბი, როცა შე­იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ერ­თად და სე­რო­ბას ატა­რებ­დნენ, ტო­ვებ­დნენ ერთ ცა­რი­ელ ად­გილს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ იმ ცა­რი­ელ ად­გილ­ზე ბრძან­დე­ბო­და უფა­ლი იესო ქრის­ტე. ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის შემ­დეგ, მო­ცი­ქუ­ლე­ბი ტო­ვებ­დენ ორ ად­გილს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ ერ­თზე მა­ცხო­ვა­რი და მე­ო­რე­ზე ღვთის­მშო­ბე­ლი დედა ბრძან­დე­ბო­და. გი­ხა­რო­დეთ, ღმერ­თი ჩვენ­თა­ნაა“,- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ცნო­ბის­თვის, ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ამს ადი­დე­ბენ. უდი­დეს თორ­მეტ დღე­სას­წა­ულ­თა­გან სამი - ღვთის­მშობ­ლის შობა, მი­ძი­ნე­ბა და ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ღვთის­მშობ­ლი­სად­მია მი­ძღვნი­ლი.

მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ მა­რი­ა­მო­ბის ორ­კვი­რი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და, რო­მე­ლიც 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და დღეს დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ - პატრიარქი

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ - პატრიარქი

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს მძიმე ჯვარი აქვს სატარებელი.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისა. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა, ქადაგებისას ერის ერთად დგომის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ყველა ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ დავუმატეთ მას „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძნობით, ამის შეგნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო და მესამე ადამიანი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ის, რომ გოლგოთის მთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება, უფლის მოციქულები, როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და სერობას ატარებდნენ, ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მოციქულები ტოვებდენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა ბრძანდებოდა. გიხაროდეთ, ღმერთი ჩვენთანაა“,- ბრძანა პატრიარქმა.

ცნობისთვის, ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ადიდებენ. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ