ავტორი:

ბოლივიის პრეზიდენტი ტყეებში ხანძარს პირადად აქრობს

ბოლივიის პრეზიდენტი ტყეებში ხანძარს პირადად აქრობს

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ტყეებში ხანძრის ჩაქრობის პროცესში პირადად ჩაერთო. ცეცხლი ტროპიკულ ტყეებს პარაგვაის და ბრაზილიის სასაზღვრო რეგიონში უკიდია.

ბოლივიაში სულ მცირე 1 მილიონი ჰექტარი ტერიტორია ხანძარმა უკვე გაანადგურა. ბოლივიის ტყეებში ხანძარს 2 000 მეხანძრე ებრძვის. გარდა ამისა, ბოლივიის მთავრობამ აშშ-სგან სახანძრო თვითმფრინავი „სუპერტანკერი“ მიიღო. მიუხედავად ხანძრის ჩაქრობის აქტიური პროცესისა, ტყის ხანძრების გავრცელების არეალი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გაორმაგდა.

ბრაზილია ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად უცხოეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას მიიღებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხებს თავად განკარგავს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ რეგო ბაროსმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრაზილიის შტატების გუბერნატორებმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს განუცხადეს, რომ მათ ეს თანხა რეკორდული რაოდენობის ხანძრებთან საბრძოლველად სჭირდებათ.

„ბრაზილიის მთავრობა და პრეზიდენტი მზად არიან ქვეყნებისა და ორგანიზაციებისგან ფინანსური დახმარება მიიღონ. როდესაც ეს ფული ქვეყანაში შემოვა, მას სრულად განკარგავს მთავრობა და ბრაზილიელი ხალხი,“ - განაცხადა ბაროსომ.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც „როიტერსს“ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს, ბრაზილიამ დიდი ბრიტანეთისგან 10 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარება მიიღო.

ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რის მიღებაზეც ბრაზილიამ თავდაპირველად კატეგორიული უარი განაცხადა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მის მიმართ გამოთქმულ „შეუარცხმყოფელ სიტყვებს უკან წაიღებს.“

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედებაში დაადანაშაულა და მას „მატყუარა“ უწოდა, რის შემდეგაც ბოლსონარომ სოციალურ ქსელში მაკრონის მეუღლეს გარეგნობის გამო დასცინა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე