პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა
"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

თბი­ლის­ში, პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე გუ­შინ უც­ნობ­მა ქალ­მა 3 წლის ბავ­შვს და­ნით სა­ხის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

მცი­რე­წლო­ვა­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ დრო­ის­თვის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და უკვე პა­ლა­ტა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ჩვენს კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ 3 წლის პა­ცი­ენ­ტი მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ღრმა ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცხვი­რი­სა და მარ­ჯვე­ნა ყვრი­მა­ლის არე­ში. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო. აყ­ვა­ნი­ლია სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, მოხ­დე­ბა ჭრი­ლო­ბის გა­კერ­ვა", - აცხა­დებს კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექიმ­ი მე­დეა რა­მიშ­ვილი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბულს, ის რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. 51 წლის ქალს 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ­ვე გავ­რცელ­და. მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ფო­ტო­დან ის ამო­იც­ნო:

"ვა­ი­მე­ე­ე­ეე მე ვიც­ნობ ამ ქალს... შოკ­ში ვარ, არ არის ნორ­მა­ლუ­რი, ძი­რი­თა­დად ვა­ჟა­ზეა ხოლ­მე. სა­დღაც ერთი წლის წინ, დი­ლის 6 სა­ა­თი იყო ვა­ჟას მეტ­როს­თან შეგ­ვხვდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩაც­მუ­ლი იყო არა­ფე­რი ეტყო­ბო­და შე­უ­რა­ცხა­დის, მან­ქა­ნა­ში შე­მოგ­ვი­ყო თავი და გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ მა­ღა­ზი­ებ­ში საჭ­მე­ლი აღარ იშო­ვე­ბა, გვე­კი­თხე­ბო­და სად ვცხოვ­რობთ, უნ­დო­და მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მა, გვე­კი­თხე­ბო­და, სად მივ­დი­ო­დით და რად­გან არ ჩა­ვის­ვით მან­ქა­ნა­ში, გვი­თხრა, რომ აქ დაგ­ვე­ლო­დე­ბო­და, ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა კი ის იყო, რომ იქ ვცხოვ­რობ­დი და ძა­ლი­ან ხში­რად გვე­კი­თხე­ბო­და სად ვცხოვ­რობ­დით... დიდ­ხანს ვერ მივ­ხვდი რა ჭირ­და დი­ლის 6 სა­ათ­ზე გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი იმა­ზეც კი დავ­ფიქ­რდი, მარ­თლა რამე ხომ არ მოხ­და და და­ი­კე­ტა ყვე­ლა მა­ღა­ზია-თქო, მაგ­რამ ბო­ლოს გვი­თხრა, რომ წყნე­თის ზე­ვით იყო არა­ბე­თის ქვეყ­ნე­ბი და იქ უნ­დო­და ჩვენ­თან ერ­თად გაქ­ცე­ვა, ბო­ლოს რო­გორ­ღაც და­ვაღ­წი­ეთ თავი და წა­ვე­დით, მაგ­რამ ვა­ჟას ძეგლ­თან იმის მერე ძა­ლი­ან ხში­რად მყავს და­ნა­ხუ­ლი...";

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მყავს ორ­ჯერ გა­ჩე­რე­ბა­ზე ნა­ნა­ხი, ყვე­ლას რა­ღა­ცე­ებს ეკი­თხე­ბა ხოლ­მე... ავად­მყო­ფია"; - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე გუშინ უცნობმა ქალმა 3 წლის ბავშვს დანით სახის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად გადაადგილდებოდა.

მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უკვე პალატაშია გადაყვანილი.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა", - აცხადებს კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმი მედეა რამიშვილი.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ დააკავა. 51 წლის ქალს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანაშაულში ბრალდებული ქალის ფოტო სოციალურ ქსელში გუშინვე გავრცელდა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელმა ფოტოდან ის ამოიცნო:

"ვაიმეეეეე მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, არ არის ნორმალური, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე. სადღაც ერთი წლის წინ, დილის 6 საათი იყო ვაჟას მეტროსთან შეგვხვდა, ჩვეულებრივად ჩაცმული იყო არაფერი ეტყობოდა შეურაცხადის, მანქანაში შემოგვიყო თავი და გვეუბნებოდა, რომ მაღაზიებში საჭმელი აღარ იშოვება, გვეკითხებოდა სად ვცხოვრობთ, უნდოდა მანქანაში ჩაჯდომა, გვეკითხებოდა, სად მივდიოდით და რადგან არ ჩავისვით მანქანაში, გვითხრა, რომ აქ დაგველოდებოდა, ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ იქ ვცხოვრობდი და ძალიან ხშირად გვეკითხებოდა სად ვცხოვრობდით... დიდხანს ვერ მივხვდი რა ჭირდა დილის 6 საათზე გარეთ რომ გამოვედი იმაზეც კი დავფიქრდი, მართლა რამე ხომ არ მოხდა და დაიკეტა ყველა მაღაზია-თქო, მაგრამ ბოლოს გვითხრა, რომ წყნეთის ზევით იყო არაბეთის ქვეყნები და იქ უნდოდა ჩვენთან ერთად გაქცევა, ბოლოს როგორღაც დავაღწიეთ თავი და წავედით, მაგრამ ვაჟას ძეგლთან იმის მერე ძალიან ხშირად მყავს დანახული...";

"თავისუფლებაზე მყავს ორჯერ გაჩერებაზე ნანახი, ყველას რაღაცეებს ეკითხება ხოლმე... ავადმყოფია"; - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს