პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 საუფლოდან ერთ-ერთი... - რა უნდა ვიცოდეთ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით
12 საუფლოდან ერთ-ერთი... - რა უნდა ვიცოდეთ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ას 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყებს.

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა. უდი­დეს ათორ­მეტ დღე­სას­წა­ულ­თა­გან სამი - ღვთის­მშობ­ლის შობა, მი­ძი­ნე­ბა და ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ღვთის­მშობ­ლი­სად­მია მი­ძღვნი­ლი.

მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ მა­რი­ა­მო­ბის ორ­კვი­რი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და, რო­მე­ლიც 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და დღეს დას­რულ­დე­ბა. ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ამ მარ­ხვის და­წყე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. უც­ნო­ბია, ასე­ვე, რო­დის და­წეს­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ღვთის­მშო­ბელს მისი მი­ძი­ნე­ბის დღე უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის­გან ახა­რა, რო­მე­ლიც მას ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე ლოც­ვი­სას გა­მო­ე­ცხა­და. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა ღვთის­მშო­ბელს ამ­ცნო, რომ სამი დღის შემ­დეგ მი­ი­ძი­ნებ­და. ამის და­სა­მოწ­მებ­ლად კი სა­მო­თხე­ში დარ­გუ­ლი ფი­ნი­კის ხის ტოტი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლით ბრწყი­ნავ­და. იგი მის საფ­ლავ­თან უნდა მი­ე­ტა­ნათ.

ღვთის­მშობ­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, უფალ­მა სა­ქა­და­გებ­ლად წა­სუ­ლი წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი მი­ძი­ნე­ბის დღეს ღვთის­მშო­ბელ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შეკ­რი­ბა.

უფალ­მა ასე­ვე ის­მი­ნა ღვთის­მშობ­ლის თხოვ­ნა, რომ არ ეხი­ლა ჯო­ჯო­ხე­თის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და ღვთის­მშობ­ლის სული ცათა სა­უ­სუ­ფე­ველ­ში თა­ვად უფ­ლის ხე­ლით ავი­და.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­მა გეთ­სი­მა­ნი­ის ქვა­ბულ­ში დაკ­რძა­ლეს. ამ პრო­ცესს თომა მო­ცი­ქუ­ლი არ ეს­წრე­ბო­და. მე­სა­მე დღეს მო­ცი­ქუ­ლებ­მა მის­თვის ქვა­ბუ­ლის ლოდი გა­და­ა­გო­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი უფალ­მა მკვდრე­თით აღად­გი­ნა და ხორ­ცი­ე­ლად ზე­ცა­ში აღა­მაღ­ლა. ამი­ტომ ეკ­ლე­სია ღვთის­მშობ­ლის აღ­სას­რულს მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

12 საუფლოდან ერთ-ერთი... - რა უნდა ვიცოდეთ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით

12 საუფლოდან ერთ-ერთი... - რა უნდა ვიცოდეთ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელისგან ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა.

უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა საუსუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორციელად ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი