პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი და­კა­ვე­ბუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ს. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, 2015 წელს და­ბა­დე­ბულ მცი­რე­წლო­ვანს, ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­ა­თავ­სეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­აშ.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გუ­შინ მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას­თან უც­ნო­ბი ქალი მი­ვი­და და სა­ხე­ზე და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი მშობ­ლებ­თან ერ­თად ტრო­ტუ­არ­ზე მო­დი­ო­და, რა დრო­საც მათ წინ შე­მო­ე­გე­ბათ უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, მი­უ­ახ­ლოვ­და ბავ­შვს და სა­ხის არე­ში დანა გა­და­უს­ვა და გა­იქ­ცა", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე­წლო­ვანს, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექიმ­მა, მე­დეა რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჭრი­ლო­ბა სა­ხის არე­ში არის ღრმა, თუმ­ცა სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი არ არის და ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია.

"ჩვენს კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ 3 წლის პა­ცი­ენ­ტი მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ღრმა ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცხვი­რი­სა და მარ­ჯვე­ნა ყვრი­მა­ლის არე­ში. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო. აყ­ვა­ნი­ლია სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, მოხ­დე­ბა ჭრი­ლო­ბის გა­კერ­ვა“, - გა­ნა­ცხა­და მე­დეა რა­მიშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაშ.

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის გამზირზე გუშინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად ტროტუარზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან უცნობი ქალი მივიდა და სახეზე დანით ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალბატონი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში დანა გადაუსვა და გაიქცა", - ამბობს თვითმხილველი.

რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჟვანიას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, - განაცხადა მედეა რამიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს