მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ფოტო, რომელზეც 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალია ასახული
ვრცელდება ფოტო, რომელზეც 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალია ასახული

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ქა­ლის ფოტო, რო­მელ­მაც პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე 3 წლის ბავ­შვი სა­ხის არე­ში ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. მას ამ დრომ­დე პო­ლი­ცია ეძებს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს აწარ­მო­ე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბა 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე TV25-მა გა­ავ­რცე­ლა ახა­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­შიც მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი ნათ­ლად ჩანს...

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გუ­შინ მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას­თან უც­ნო­ბი ქალი მი­ვი­და და სა­ხე­ზე და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი მშობ­ლებ­თან ერ­თად ტრო­ტუ­არ­ზე მო­დი­ო­და, რა დრო­საც მათ წინ შე­მო­ე­გე­ბათ უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, მი­უ­ახ­ლოვ­და ბავ­შვს და სა­ხის არე­ში დანა გა­და­უს­ვა და გა­იქ­ცა" - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
20:23 / 27-08-2019

"მიუხალოვდა ბავშვს, დანა სახეზე გადაუსვა და გაიქცა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები პეკინზე მომხდარ ინციდენტზე და რა კომენტარს აკეთებს შსს

21:32 / 27-08-2019

კადრები, რომელიც 3 წლის ბავშვის დაჭრის მომენტშია გადაღებული - AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ვიდეო

09:01 / 28-08-2019

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

09:09 / 28-08-2019

როგორია პეკინის ქუჩაზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა - ახალი ინფორმაცია კლინიკიდან

14:42 / 28-08-2019

"ლუკას თავში ჩაარტყა... ტაქსისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ გავგუდავდი" - რას იხსენებს მოქალაქე ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

16:13 / 28-08-2019

"დაკავებული მხატვარია, არისტოკრატული ოჯახის შვილია... რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში" - რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე­წლო­ვანს, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექიმ­მა, მე­დეა რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჭრი­ლო­ბა სა­ხის არე­ში არის ღრმა, თუმ­ცა სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი არ არის და ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია.

"ჩვენს კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ 3 წლის პა­ცი­ენ­ტი მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ღრმა ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცხვი­რი­სა და მარ­ჯვე­ნა ყვრი­მა­ლის არე­ში. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო. აყ­ვა­ნი­ლია სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, მოხ­დე­ბა ჭრი­ლო­ბის გა­კერ­ვა“, - გა­ნა­ცხა­და მე­დეა რა­მიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

ვრცელდება ფოტო, რომელზეც 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალია ასახული

ვრცელდება ფოტო, რომელზეც 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალია ასახული

სოციალურ ქსელში ვრცელდება ქალის ფოტო, რომელმაც პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვი სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა. მას ამ დრომდე პოლიცია ეძებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. გამოძიება 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე TV25-მა გაავრცელა ახალი კადრები, რომელშიც მომხდარი ინციდენტი ნათლად ჩანს...

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის გამზირზე გუშინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად ტროტუარზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან უცნობი ქალი მივიდა და სახეზე დანით ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალბატონი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში დანა გადაუსვა და გაიქცა" - ამბობს თვითმხილველი.

რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჟვანიას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, - განაცხადა მედეა რამიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ