სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია პეკინის გამზირზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია პეკინის გამზირზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გამ­ვლე­ლის მიერ დაჭ­რილ 3 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. რო­გორც ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექიმ­მა, მე­დეა რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჭრი­ლო­ბა სა­ხის არე­ში არის ღრმა, თუმ­ცა სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი არ არის და ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია.

"ჩვენს კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ 3 წლის პა­ცი­ენ­ტი მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ღრმა ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცხვი­რი­სა და მარ­ჯვე­ნა ყვრი­მა­ლის არე­ში. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო. აყ­ვა­ნი­ლია სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, მოხ­დე­ბა ჭრი­ლო­ბის გა­კერ­ვა", - გა­ნა­ცხა­და მე­დეა რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ უც­ნო­ბი ქალი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი მშობ­ლებ­თან ერ­თად ტრო­ტუ­არ­ზე მო­დი­ო­და, რა დრო­საც მათ წინ შე­მო­ე­გე­ბათ უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, მი­უ­ახ­ლოვ­და ბავ­შვს და სა­ხის არე­ში დანა გა­და­უს­ვა და გა­იქ­ცა" - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით­, მას პო­ლი­ცია და­ე­დევ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე­წლო­ვანს, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორია პეკინის გამზირზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია პეკინის გამზირზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება. როგორც ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა", - განაცხადა მედეა რამიშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის გამზირზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შეთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად ტროტუარზე გადაადგილდებოდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ უცნობი ქალი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალბატონი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში დანა გადაუსვა და გაიქცა" - ამბობს თვითმხილველი.

მათივე ინფორმაციით, მას პოლიცია დაედევნა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ