Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე
სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე

ბიბ­ლი­ის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია, რომ ის კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრე­ბუ­ლია. მისი გავ­ლე­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ზე, თე­ატრზე, მუ­სი­კა­ზე და მხატ­ვრო­ბა­ზე უსა­ზღვროა. ეს არის წიგ­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ხე­ლოვ­ნე­ბა და კულ­ტუ­რა.

ამ გავ­ლე­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვე­სა­უბ­რეთ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე (ჭოლა), ლი­ტე­რა­ტო­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი გია გუ­გუშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი და­ვით ევ­გე­ნი­ძე და კი­ნომ­ცოდ­ნე ლელა ოჩი­ა­უ­რი არი­ან.

ლე­ვან წუ­ლა­ძე, რე­ჟი­სო­რი: "ბიბ­ლი­ა­ში მთე­ლი დრა­მა­ტურ­გი­აა მოქ­ცე­უ­ლი. არის ასე­თი თე­ო­რია, რომ დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სი­უ­ჟე­ტი, შე­იძ­ლე­ბა 30-33 სი­უ­ჟე­ტამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ და თი­თო­ე­უ­ლი ეს სი­უ­ჟე­ტი ბიბ­ლი­ა­შია. თუ ან­ტი­კურ ხა­ნას არ ჩავ­თვლით, სი­უ­ჟე­ტე­ბი მთლი­ა­ნად ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმი­დან არის. ეს ორი წიგ­ნი იყო ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნე­ბას ეხე­ბა და არა მხო­ლოდ - თე­ატრს. აღორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ოდ­მა კი ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის სი­უ­ჟე­ტე­ბის სინ­თე­ზი მო­ახ­დი­ნა და და­ი­ბა­და ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა. თე­ატ­რში ბიბ­ლი­ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი პირ­და­პირ არი­ან გა­ცო­ცხლე­ბუ­ლე­ბი. შექ­სპი­რიც კი ბევრ სი­უ­ჟეტს იღებ­და ბიბ­ლი­ი­დან და მერე ამუ­შა­ვებ­და. მა­გა­ლი­თად, ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტია ვე­ნე­ცი­ე­ლი ვაჭ­რის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, სცე­ნა­ზეა გად­მო­ტა­ნი­ლი წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაც, სი­უ­ჟე­ტად და პი­ე­სად არის ქცე­უ­ლი ახა­ლი აღ­ქთ­მის თით­ქმის ყვე­ლა არა­კი. მე, პი­რა­დად, ყვე­ლა­ზე დიდი შე­ხე­ბა ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟეტ­თან დოს­ტო­ევ­სკის „და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლის“ დად­გმის დროს მქონ­და. ეს პი­ე­სა სა­ბერ­ძენთში დავ­დგი.“

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცო­დე: "მსოფ­ლი­ო­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი წიგ­ნი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე იმა­ზე მეტი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს, ვიდ­რე ბიბ­ლი­ას აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ჰო­მე­რო­სი თუ შე­ე­ჯიბ­რე­ბა და ისიც ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თად. თო­მას მან­მა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟე­ტებს, თქვა, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა არის ორგვა­რი: ბიბ­ლი­უ­რი და ჰო­მე­რო­სუ­ლი. ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არის უფრო მუქი, სევ­დი­ა­ნი, პე­სი­მის­ტუ­რი. შე­და­რე­ბით უფრო ნა­თე­ლი კი ჰო­მე­რო­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა. მისი კლა­სი­ფი­კა­ცი­ით, მა­გა­ლი­თად, დოს­ტო­ევ­სკი ბიბ­ლი­უ­რია, ტოლსტოი კი ჰო­მე­რო­სუ­ლი. ამის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­ხე­ვა­რი ბიბ­ლი­ის გავ­ლე­ნით არის შექ­მნი­ლი. ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რაც, თა­ვის მხრივ, ორი სა­ხი­საა. პირ­ვე­ლი - ეს არის უშუ­ა­ლოდ ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა თო­მას მა­ნის „იო­სე­ბი და მისი ძმე­ბი“. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი სრუ­ლად ბიბ­ლი­ი­დან არის აღე­ბუ­ლი და გა­და­აზ­რე­ბუ­ლი. ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­წე­რა უამ­რა­ვი სა­ხა­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, შმი­ტის „პი­ლა­ტეს სა­ხა­რე­ბა“, სა­რა­მა­გუს „იე­სოს სა­ხა­რე­ბა“. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­შიც ბიბ­ლი­ის ეპი­ზო­დე­ბი პირ­და­პირ კი არ არის გა­და­ტა­ნი­ლი, არა­მედ არა­პირ­და­პირ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ბიბ­ლი­ის ძი­ე­ბი­სა და მი­ნიშ­ნე­ბე­ბის გა­რე­შე წიგნს ვერ და­წერს.

ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არა­ფე­რი არ­სე­ბობს და ეს მარ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რას არ ეხე­ბა. ასეა მხატ­ვრო­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­შიც. ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არც სერ­ვან­ტე­სია და არც შექ­სპი­რი, რო­მე­ლიც ვი­თომ თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მსგავ­სი გავ­ლე­ნის­გან. ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წი­ლი სავ­სეა ფა­რუ­ლი ბიბ­ლი­უ­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით, რო­მელ­საც ხში­რად მწე­რა­ლი ვერც კი წვდე­ბა. ბიბ­ლია ის­ტო­რი­ის ქმნაა. ლი­ტე­რა­ტუ­რა კი ბიბ­ლი­ა­სა­ვით ქმნის ის­ტო­რი­ას.

გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჰო­ის­მა თქვა, რომ ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია 3 რა­ღა­ცა­ზე დგას. ესე­ნია: აკ­რო­პო­ლი­სი, კა­პი­ტო­ლი­უ­მი და გოლ­გო­თა, ანუ ქრის­ტი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ეს არის ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც არ მო­ი­ცავს ან­ტი­კუ­რო­ბას. ან­ტი­კუ­რო­ბი­სა და ბიბ­ლი­ის შეხ­ვედ­რით კი მი­ვი­ღეთ გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი, აღორ­ძი­ნე­ბის ხანა.

გია გუ­გუშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი: „ბიბ­ლია და მხატ­ვრო­ბა.. ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შთა­გო­ნე­ბის უწყვე­ტი წყა­რო!.. სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ძვე­ლი და ახა­ლი... კლა­სი­კა და მო­დერ­ნი... მე ყო­ველ­თვის ვი­მე­ო­რებ, რომ არ­სე­ბობს რე­ლი­გია, არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნე­ბა! ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის გახ­ლავთ, რომ, მი­უ­ხე­და­ვად „კა­ნო­ნი­კუ­რად აღ­წე­რი­ლი“ და და­სუ­რა­თე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ქმნი­ლე­ბი­სა, ის უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და! თა­ნა­მედ­რო­ვე არტი ხომ „ძვე­ლი მიგ­ნე­ბე­ბის“ სხვა სა­მე­ტყვე­ლი ენით ამ სიღ­რმე­ებს ინარ­ჩუ­ნებს... დიახ, ბიბ­ლია გვას­წავ­ლის და გვა­თა­ვი­სუფ­ლებს!“

დათო ევ­გე­ნი­ძე, მუ­სი­კო­სი: „ბიბ­ლი­ის გავ­ლე­ნა მუ­სი­კა­ზე“ - ეს სი­ტყვე­ბი თით­ქოს პა­ტა­რაა და რე­ა­ლო­ბას შე­სა­ბა­მი­სად ვერ გა­მო­ხა­ტავს. ბიბ­ლი­ის გა­რე­შე არც ერთი გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სი არ არ­სე­ბობს. რი­ტუ­ა­ლურ მუ­სი­კა­ზე რომ არ ვი­სა­უბ­როთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ე­რო მუ­სი­კაც გაჟ­ღენ­თი­ლია ბიბ­ლი­ით. ამ წიგ­ნით საზ­რდო­ობს მთე­ლი სამ­ყა­რო. ძვე­ლი აღ­თქმა ახ­ლო­საა არაქ­რის­ტი­ა­ნებ­თან, ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის კი ორი­ვე წიგ­ნი საღვთო წიგ­ნია. ბიბ­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მოქ­მე­დებს. მუ­სი­კოს­მა შე­იძ­ლე­ბა 5 პრე­ლუ­დია და­წე­როს, რო­მე­ლიც არ არის ფორ­მით რი­ტუ­ა­ლუ­რი და ეკ­ლე­სი­უ­რი, მაგ­რამ ის მა­ინც გან­მსჭვა­ლუ­ლია ბიბ­ლი­ით.

მე, პი­რა­დად, 18 წლის ასაკ­ში დავ­წე­რე „ვარ­დი სი­ლა­ში“, რო­მე­ლიც რექ­ვი­ე­მი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან არის ბიბ­ლი­ით გან­მსჭვა­ლუ­ლი. ჩემი დის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ასე­ვე, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­რი­ლი მაქვს „გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“. ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ მუ­სი­კა­ში კი არა, სა­ერ­თოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ამ გე­ნი­ა­ლუ­რი წიგ­ნის გა­რე­შე.

ლელა ოჩი­ა­უ­რი, კი­ნომ­ცოდ­ნე: პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვათ, რომ ბიბ­ლი­ას არა მხო­ლოდ კი­ნო­ზე, არა­მედ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე აქვს ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა. აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ორი­ვე, რო­გორც ძვე­ლი, ისე ახა­ლი აღ­თქმა. თით­ქმის ყვე­ლა თემა, თით­ქმის ყვე­ლა სი­უ­ჟე­ტი, რო­გო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი და რო­გო­რი და­შო­რე­ბუ­ლიც უნდა იყოს პირ­ველ­წყა­როს, მა­ინც ბიბ­ლი­ის დიდი გავ­ლე­ნის ქვე­შაა. ყვე­ლა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში არ­სე­ბობს, ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი­და­ნაა ამოზ­რდი­ლი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი აღ­ზე­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი­დან 60-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში, ზო­გა­დად, კინო გა­ნიც­დი­და ძა­ლი­ან დიდ აღ­მავ­ლო­ბას. და ამ პე­რი­ოდ­ში­ვე ევ­რო­პუ­ლი და არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი კინო და­უბ­რუნ­და პირ­ველ­სა­წყისს, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და კრი­ზი­სის ეპო­ქა­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეძებს გა­მო­სა­ვალს. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დად­გა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლიზ­მის ხანა და მერე ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი­ნო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის ძი­ე­ბის გზე­ბი ბიბ­ლი­ურ სი­უ­ჟე­ტებს და­უბ­რუნ­დნენ, იმ საყ­რდე­ნებს, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ა­შია. სწო­რედ ამი­ტომ მე-20 სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა უფრო იმე­დი­ა­ნია და მო­მავ­ლის ხსნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.“

გა­ნუ­ზომ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა არა მხო­ლოდ წა­ი­კი­თხოს, არა­მედ ეცა­დოს, გა­ი­აზ­როს ბიბ­ლი­ის ტექ­სტი, რაც ობი­ექ­ტურ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს ბიბ­ლი­ას გან­მარ­ტე­ბე­ბით. პრო­ექ­ტი 15 ტო­მის გა­მო­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. წიგ­ნე­ბი 23 სექ­ტემ­ბრი­დან, თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის ფასი 13.5 ლარი (გა­ზეთ­თან ერ­თად 15 ლარი) იქ­ნე­ბა. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს იქ­ნე­ბა გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც მკი­თხველს წმინ­და წე­რი­ლის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გან­მარ­ტე­ბე­ბის ტექ­სტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ თე­ო­ლო­გე­ბი, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე

სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე

ბიბლიის შესახებ ნათქვამია, რომ ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი კრებულია. მისი გავლენა ლიტერატურაზე, კინემატოგრაფიაზე, თეატრზე, მუსიკაზე და მხატვრობაზე უსაზღვროა. ეს არის წიგნი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ხელოვნება და კულტურა.

ამ გავლენებზე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს ვესაუბრეთ. ჩვენი რესპონდენტები რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა), ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, მხატვარი გია გუგუშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე და კინომცოდნე ლელა ოჩიაური არიან.

ლევან წულაძე, რეჟისორი: "ბიბლიაში მთელი დრამატურგიაა მოქცეული. არის ასეთი თეორია, რომ დედამიწაზე არსებული ყველა სიუჟეტი, შეიძლება 30-33 სიუჟეტამდე დავიყვანოთ და თითოეული ეს სიუჟეტი ბიბლიაშია. თუ ანტიკურ ხანას არ ჩავთვლით, სიუჟეტები მთლიანად ძველი და ახალი აღთქმიდან არის. ეს ორი წიგნი იყო ევროპული კულტურის მაცოცხლებელი. ეს ყველაფერი სრულიად ხელოვნებას ეხება და არა მხოლოდ - თეატრს. აღორძინების პერიოდმა კი ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტების სინთეზი მოახდინა და დაიბადა ახალი ევროპული ხელოვნება. თეატრში ბიბლიის პერსონაჟები პირდაპირ არიან გაცოცხლებულები. შექსპირიც კი ბევრ სიუჟეტს იღებდა ბიბლიიდან და მერე ამუშავებდა. მაგალითად, ბიბლიური სიუჟეტია ვენეციელი ვაჭრის რამდენიმე ეპიზოდი, სცენაზეა გადმოტანილი წმინდანების ცხოვრებაც, სიუჟეტად და პიესად არის ქცეული ახალი აღქთმის თითქმის ყველა არაკი. მე, პირადად, ყველაზე დიდი შეხება ბიბლიურ სიუჟეტთან დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ დადგმის დროს მქონდა. ეს პიესა საბერძენთში დავდგი.“

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურათმცოდე: "მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი წიგნი, რომელსაც ლიტერატურაზე იმაზე მეტი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე ბიბლიას აქვს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჰომეროსი თუ შეეჯიბრება და ისიც ძალიან პირობითად. თომას მანმა, რომელიც აქტიურად იყენებს ბიბლიურ სიუჟეტებს, თქვა, რომ მსოფლიო ლიტერატურა არის ორგვარი: ბიბლიური და ჰომეროსული. ბიბლიური ლიტერატურა არის უფრო მუქი, სევდიანი, პესიმისტური. შედარებით უფრო ნათელი კი ჰომეროსული ლიტერატურაა. მისი კლასიფიკაციით, მაგალითად, დოსტოევსკი ბიბლიურია, ტოლსტოი კი ჰომეროსული. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, მსოფლიო ლიტერატურის ნახევარი ბიბლიის გავლენით არის შექმნილი. ბიბლიური ლიტერატურაც, თავის მხრივ, ორი სახისაა. პირველი - ეს არის უშუალოდ ბიბლიური სიუჟეტები, მაგალითად, როგორიცაა თომას მანის „იოსები და მისი ძმები“. ეს ნაწარმოები სრულად ბიბლიიდან არის აღებული და გადააზრებული. ბოლო პერიოდში დაიწერა უამრავი სახარება, მაგალითად, შმიტის „პილატეს სახარება“, სარამაგუს „იესოს სახარება“. მეორე მხრივ, არსებობს ლიტერატურა, რომელშიც ბიბლიის ეპიზოდები პირდაპირ კი არ არის გადატანილი, არამედ არაპირდაპირ გავლენას განიცდის. განათლებული მწერალი ბიბლიის ძიებისა და მინიშნებების გარეშე წიგნს ვერ დაწერს.

ბიბლიის გარეშე არაფერი არსებობს და ეს მარტო ლიტერატურას არ ეხება. ასეა მხატვრობასა და ხელოვნების სხვა მიმართულებებშიც. ბიბლიის გარეშე არც სერვანტესია და არც შექსპირი, რომელიც ვითომ თავისუფალი უნდა ყოფილიყო მსგავსი გავლენისგან. ლიტერატურის ნაწილი სავსეა ფარული ბიბლიური მინიშნებებით, რომელსაც ხშირად მწერალი ვერც კი წვდება. ბიბლია ისტორიის ქმნაა. ლიტერატურა კი ბიბლიასავით ქმნის ისტორიას.

გერმანიის პრეზიდენტმა ჰოისმა თქვა, რომ ევროპული ცივილიზაცია 3 რაღაცაზე დგას. ესენია: აკროპოლისი, კაპიტოლიუმი და გოლგოთა, ანუ ქრისტიანობა. სწორედ ეს არის ევროპული კულტურის საფუძველი, რომელიც არ მოიცავს ანტიკურობას. ანტიკურობისა და ბიბლიის შეხვედრით კი მივიღეთ განვითარების უმაღლესი წერტილი, აღორძინების ხანა.

გია გუგუშვილი, მხატვარი: „ბიბლია და მხატვრობა.. ეს არის ხელოვნებაში შთაგონების უწყვეტი წყარო!.. საინტერესო და მრავალფეროვანი. ძველი და ახალი... კლასიკა და მოდერნი... მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ არსებობს რელიგია, არსებობს ხელოვნება! ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ, მიუხედავად „კანონიკურად აღწერილი“ და დასურათებული უამრავი ქმნილებისა, ის უფრო მრავალფეროვანი გახდა! თანამედროვე არტი ხომ „ძველი მიგნებების“ სხვა სამეტყველი ენით ამ სიღრმეებს ინარჩუნებს... დიახ, ბიბლია გვასწავლის და გვათავისუფლებს!“

დათო ევგენიძე, მუსიკოსი: „ბიბლიის გავლენა მუსიკაზე“ - ეს სიტყვები თითქოს პატარაა და რეალობას შესაბამისად ვერ გამოხატავს. ბიბლიის გარეშე არც ერთი გენიალური მუსიკოსი არ არსებობს. რიტუალურ მუსიკაზე რომ არ ვისაუბროთ, ჩვეულებრივი, საერო მუსიკაც გაჟღენთილია ბიბლიით. ამ წიგნით საზრდოობს მთელი სამყარო. ძველი აღთქმა ახლოსაა არაქრისტიანებთან, ქრისტიანებისთვის კი ორივე წიგნი საღვთო წიგნია. ბიბლია ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს. მუსიკოსმა შეიძლება 5 პრელუდია დაწეროს, რომელიც არ არის ფორმით რიტუალური და ეკლესიური, მაგრამ ის მაინც განმსჭვალულია ბიბლიით.

მე, პირადად, 18 წლის ასაკში დავწერე „ვარდი სილაში“, რომელიც რექვიემი არ არის, მაგრამ ძალიან არის ბიბლიით განმსჭვალული. ჩემი დის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოებია. ასევე, დავით აღმაშენებლის ნაწარმოების მიხედვით დაწერილი მაქვს „გალობანი სინანულისანი“. ჭეშმარიტი ხელოვანი მხოლოდ მუსიკაში კი არა, საერთოდ ხელოვნებაში არ არსებობს ამ გენიალური წიგნის გარეშე.

ლელა ოჩიაური, კინომცოდნე: პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ბიბლიას არა მხოლოდ კინოზე, არამედ ხელოვნებაზე აქვს ძალიან დიდი გავლენა. აქ იგულისხმება ორივე, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა. თითქმის ყველა თემა, თითქმის ყველა სიუჟეტი, როგორი ინტერპრეტირებული და როგორი დაშორებულიც უნდა იყოს პირველწყაროს, მაინც ბიბლიის დიდი გავლენის ქვეშაა. ყველა ისტორია, რომელიც კინემატოგრაფში არსებობს, ბიბლიური სიუჟეტებიდანაა ამოზრდილი.

ამ მიმართულებით ყველაზე დიდი აღზევების პერიოდი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან 60-იანი წლების ბოლომდე. ამ პერიოდში, ზოგადად, კინო განიცდიდა ძალიან დიდ აღმავლობას. და ამ პერიოდშივე ევროპული და არა მხოლოდ ევროპული კინო დაუბრუნდა პირველსაწყისს, საიდანაც იწყება ყველაფერი. განადგურებული და კრიზისის ეპოქაში მყოფი საზოგადოება ეძებს გამოსავალს. ლიტერატურაში დადგა ეგზისტენციალიზმის ხანა და მერე ამ ყველაფერმა კინოში გადაინაცვლა. სულიერი სიმშვიდის ძიების გზები ბიბლიურ სიუჟეტებს დაუბრუნდნენ, იმ საყრდენებს, რომლებიც ბიბლიაშია. სწორედ ამიტომ მე-20 საუკუნის ადამიანის ცხოვრება უფრო იმედიანია და მომავლის ხსნასთან არის დაკავშირებული.“

განუზომლად მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა არა მხოლოდ წაიკითხოს, არამედ ეცადოს, გაიაზროს ბიბლიის ტექსტი, რაც ობიექტურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს ბიბლიას განმარტებებით. პროექტი 15 ტომის გამოცემას ითვალისწინებს. წიგნები 23 სექტემბრიდან, თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. თითოეული წიგნის ფასი 13.5 ლარი (გაზეთთან ერთად 15 ლარი) იქნება. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ეს იქნება გამოცემა, რომელიც მკითხველს წმინდა წერილის სწორად გააზრებაში დაეხმარება.

„ბიბლია განმარტებებით“ არაერთ ქვეყანაშია გამოცემული, თუმცა საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. განმარტებების ტექსტებზე მუშაობენ თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სასულიერო პირები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ