ავტორი:

ავთანდილ წერეთელს ნახევარ მილიონიანი გირაო შეეფარდა - "თანხას არ გადავიხდი, წავალ ციხეში"

ავთანდილ წერეთელს ნახევარ მილიონიანი გირაო შეეფარდა - "თანხას არ გადავიხდი, წავალ ციხეში"

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

"ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, იქ ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს",- განაცხადა წერეთელმა.

ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ინფორმაციისთვის, ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

"მამის ნაცვლად სასჯელს შვილი იხდის" - ადვოკატი დმანისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით? - ავთო წერეთელი პროკურორებს

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი