ავტორი:

ავთანდილ წერეთელი - 180 ლარი პენსია, დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი

ავთანდილ წერეთელი - 180 ლარი პენსია, დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი

180 ლარი პენსია, დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის კითხვას, თუ რამდენს წარმოადგენდა დღეს მისი შემოსავალი. მოსამართლემ კითხვა დაუზუსტა და წერეთელს კვლავ მიმართა კითხვით, მისი შემოსავალი ნამდვილად 180 ლარს შეადგენს თუ არა.

"ბიზნესები ჩემ შვილზეა და ასე ვცხოვრობთ, ერთი ოჯახი ვართ. თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, პენსიაც არ მაქვს გაფორმებული. ამათმა იციან, რომ ბოლო 2 წელნახევარია, შემოსავალი არ მაქვს და უნდათ ჩემ შვილზე ზეწოლა მოახდინონ. ტელევიზია უნდათ და ვერ მიიღებენ", - განაცხადა წერეთელმა.

მოსამართლე დაინტერესდა, თუ რამდენი არის წერეთლის ოჯახის შემოსავალი.

"ვერ გეტყვით. ეს გამოიძიონ", - განცხადა წერეთელმა.

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ შემოსავლის ოდენობით იმის გამო დაინტერესდა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ოდენობა განსაზღვროს და დააკმაყოფილოს თუ არა, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ოდენობა.

"ჩვენ ოჯახს აქვს ბიზნესი, რომელსაც "ტვ პირველი“ ჰქვია", საიდანაც შემოსავალი 10 000 ლარი არ იქნება“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს დილით მიმართა. საგამოძიებო უწყება წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, სადაც 600-მდე პირია დასაქმებული - "თანამშრომლების ნაწილს მაღალი სიცხე აქვს"

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი