10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტები ცნობილი ფსიქიატრის, ავლიპი ზურაბიშვილის შესახებ - რას იხსენებდნენ მასზე  სააკაშვილის ბაბუა, კოლეგები და შთამომავლები
უცნობი ფაქტები ცნობილი ფსიქიატრის, ავლიპი ზურაბიშვილის შესახებ - რას იხსენებდნენ მასზე  სააკაშვილის ბაბუა, კოლეგები და შთამომავლები

ქარ­თუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლის, ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბა დღემ­დე დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რის მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან კვლავ პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი­დან ბევ­რი გა­მო­გო­ნი­ლია. AMBEBI.GE-მ ფსი­ქი­ატ­რის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი შეკ­რი­ბა.

ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი 1902 წლის 15 თე­ბერ­ვალს სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში და­ი­ბა­და. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა ძალ­ზედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მდი­და­რია.

  • და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი
  • იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქი­ატ­რი­ის კა­თედ­რის ასის­ტენ­ტი და დო­ცენ­ტი
  • ლე­ნინ­გრად­ში პავ­ლო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის და ბეხ­ტე­რე­ვის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტი და შემ­დეგ უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-მუ­შა­კი
  • სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი
  • თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის ფსი­ქი­ატ­რი­ის კა­თედ­რის გამ­გე
  • სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე. იუ­ნეს­კოს­თან არ­სე­ბუ­ლი ტვი­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (იბრო) წევ­რი, არა­ერ­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­პა­ტიო წევ­რი
  • სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მ. ასა­თი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქი­ატ­რი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი
  • გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 400-ზე მეტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, 20-ზე მეტი მო­ნოგ­რა­ფია, რო­მელ­თა ნა­წი­ლი თარ­გმნი­ლია რუ­სულ, ფრან­გულ, იტა­ლი­ურ, გერ­მა­ნულ და სხვა ენებ­ზე. მისი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ეხე­ბა კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქი­ატ­რი­ი­სა და ნე­ი­რო­მორ­ფო­ლო­გი­ის სა­კი­თხებს. სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იკ­ვლევ­და ადა­მი­ან­თა და ცხო­ველ­თა ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სტრუქ­ტუ­რას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა ფსი­ქო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ. კლი­ნი­კურ-ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­უ­რად შე­ის­წავ­ლა რე­აქ­ტი­უ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის მაგ­ვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი. ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დე­ბუ­ლე­ბამ ში­ზოფ­რე­ნი­ის შე­სა­ხებ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა უცხო­ე­თის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ცნო­ბილ ფსი­ქი­ატრს, პრო­ფე­სორ გოგი ნა­ნე­იშ­ვილს, რო­მელ­საც ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და:

"მა­მას, ბი­ძი­ნა ნა­ნე­იშ­ვილ­სა და ბა­ტონ ავ­ლიპს ჰქონ­დათ არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი, არა­მედ თბი­ლი, მამა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი მე­გობ­რობ­დნენ და, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ ახალ წელს სა­დი­ლად ვი­ყა­ვით მი­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ბა­ტონ ავ­ლი­პთან, სა­დაც თავს იყ­რი­და ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ისე­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი ფსი­ქი­ატ­რე­ბიც, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ივ­ტი­ხი გობ­რო­ნი­ძე და ირაკ­ლი მენ­თე­შაშ­ვი­ლი. მე ის მახ­სოვს, და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წლი­დან, გარ­კვე­უ­ლი ან­გა­რიშ-ჩა­ბა­რე­ბე­ბიც კი მქონ­და ბა­ტონ ავ­ლი­პთან, მი­მიყ­ვან­და ხოლ­მე მამა მას­თან და ის გა­მომ­კი­თხავ­და - რო­გორ სწავ­ლობ შვი­ლო, რა ინეტ­რე­სე­ბი გაქვს და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის ტვი­ნის კვლე­ვის ევო­ლუ­ცი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი იყო. მის­მა ფუნ­და­მენ­ტურ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა, თა­ვის ტვი­ნის შე­სა­ხებ, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ბა­ტო­ნი ავ­ლი­პი იყო მსოფ­ლიო დო­ნის ციტო მორ­ფო­ლო­გი (ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის ნერ­ვუ­ლი უჯრე­დე­ბის შეს­წავ­ლის მეც­ნი­ე­რე­ბა) მისი ნაშ­რო­მი „ციტო არ­ქი­ტექ­ტო­ნი­კა“, რო­მე­ლიც 50-იან წლებ­ში გა­მო­ი­ცა, იყო მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი წიგ­ნი მსოფ­ლიო მეც­ნი­ერ­თათ­ვის, ამ წიგ­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლი­სის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კა 1925 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი მი­ხე­ილ ასა­თი­ა­ნი იყო, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და ავ­ლი­პი. თუ მი­ხე­ილ ასა­თი­ა­ნი იყო უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, შექ­მნა და სა­თა­ვე და­უ­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქი­ატ­რი­ას, ბა­ტონ­მა ავ­ლიპ­მა გა­აგ­რძე­ლა მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა და შექ­მნა ქარ­თუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ის სკო­ლა. მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­სე­ბობ­და სამი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სკო­ლა - ლე­ნინ­გრა­დის, მოს­კო­ვის და ქარ­თუ­ლი. ეს იყო უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა. ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ იმით, რომ მი­ხე­ილ ასა­თი­ა­ნის, ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, ბი­ძი­ნა ნა­ნე­იშ­ვი­ლის (მა­მა­ჩე­მის) და ზუ­რაბ კე­კე­ლი­ძის შემ­დეგ, მეც ვი­ყა­ვი „ფსი­ქი­ატ­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი. ის 2006 წელს და­ი­ხუ­რა და ბოლო დი­რექ­ტო­რი მე გახ­ლდით. გარ­და ამი­სა, ვმუ­შა­ობ­დი ფსი­ქი­ატ­რი­ის კა­თედ­რა­ზე, სა­დაც ის იყო კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩემს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში.

რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ბა­რებ­და, რჩე­ვებს მაძ­ლევ­და, ახ­ლაც მაქვს მისი ბევ­რი ჩა­ნა­წე­რი ფსი­ქი­ატ­რი­ა­ზე, დეპ­რე­სი­ა­ზე და ა.შ. ის იყო უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბა და ფსი­ქი­ატ­რი. შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ფურ­ცლის ნაგ­ლე­ჯე­ბი, ბლოკ­ნო­ტე­ბის ყდე­ბი და ა.შ. ხში­რად ექ­სპრომ­ტად მი­ა­წერ­და ხოლ­მე აზ­რებს და იდე­ებს... ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მით და­ინ­ტე­რეს­და - ზნე­ობ­რივ-მო­რა­ლუ­რი კა­ტე­გო­რი­ე­ბი და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და შე­მო­ი­ტა­ნა ცნე­ბა "ჰომო მო­რა­ლოს". მან თქვა, რომ "ჰომო მო­რა­ლოს" - მო­რა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი უფრო წინ დგას, ვიდ­რე "ჰომო სა­პი­ენს" - გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა ან ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მო­რა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი არ უქ­ვე­ით­დე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლის, გა­გე­ბის, თა­ნა­გან­ცდის უნარს ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც ინარ­ჩუ­ნებს ადა­მი­ა­ნი", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს გოგი ნა­ნე­იშ­ვი­ლი.

მა­თე­მა­ტი­კო­სო­ბი­დან - ფსი­ქი­ატ­რო­ბამ­დე

რო­გორ აირ­ჩია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლის მკურ­ნა­ლის რთუ­ლი გზა ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა - ამის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ავერსს" ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლი ზუ­რაბ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი:

"სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ავ­ლი­პი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. მისი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი ან­დრია რაზ­მა­ძე და ნიკო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი. ავ­ლი­პიმ მათ­თან ერ­თად ორი წელი ის­წავ­ლა, მერე კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ექი­მო­ბა გა­და­წყვი­ტა. ნიკო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, რამ­დენ­ჯე­რაც შეხ­ვდე­ბო­და, მე­გობ­რუ­ლად საყ­ვე­დუ­რობ­და, რა­ტომ მიგ­ვა­ტო­ვე, შენი სა­ხით სა­ქარ­თვე­ლომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­თე­მა­ტი­კო­სი და­კარ­გაო. პრო­ფე­სი­ის შეც­ვლის მი­ზე­ზად ერთი ამ­ბა­ვი ქცე­უ­ლა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სო­ფელ­ში ჩა­სულ ავ­ლი­პის გა­დახ­დე­ნია თავს: ქი­ზიყ­ში შე­მოდ­გო­მა­ზე ცო­ცხს ტეხ­დნენ. მა­მას უფიქ­რია, წა­ვალ, ოჯახს ცო­ცხის ტე­ხა­ში მი­ვეხ­მა­რე­ბიო. ბოდ­ბის­ხე­ვი­დან ალაზ­ნის ვე­ლის­კენ ცხე­ნით მი­მა­ვალს გზად ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კაცი გა­დაჰ­ყრია და ცხე­ნის წარ­თმე­ვა და­უ­პი­რე­ბი­ათ. მა­მას უთ­ქვამს: სტუ­დენ­ტი ვარ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ კარ­გად ვის­წავ­ლო და სამ­შობ­ლოს გა­მო­ვად­გე, თუ ცხენს წა­მარ­თმევთ, შინ ვე­ღარ წა­ვა­ლო. ყა­ჩა­ღებს შეს­ცო­დე­ბი­ათ და აღარ წა­ურ­თმე­ვი­ათ ცხე­ნი. ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ავ­ლი­პის გა­და­უ­წყვე­ტია, ისე­თი პრო­ფე­სია შე­ე­ძი­ნა, რომ­ლი­თაც ხალ­ხს უფრო მე­ტად გა­მო­ად­გე­ბო­და. იგი სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებ­და რო­გორც ბიძგს, რო­მელ­მაც მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ის არ­ჩე­ვას, ამა­ში ბე­დის­წე­რის ხე­ლიც ურე­ვია. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის მე­ო­თხე კურ­სზე ავ­ლი­პიმ შემ­თხვე­ვით გა­ი­გო, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ნიტ­რის ად­გი­ლი იყო და სა­მუ­შა­ოდ მი­ვი­და. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ამ­ბობს, რომ მა­მა­მის­მა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი­დან და­ი­წყო და დიდი შრო­მი­თა და მონ­დო­მე­ბით მი­აღ­წია ყვე­ლა­ზე მა­ღალს, ცნო­ბი­ლი ფსი­ქი­ატ­რი გახ­და და საქ­ვეყ­ნოდ გა­ით­ქვა სა­ხე­ლი", - იხ­სე­ნებს ზუ­რაბ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ე­ბი დიდი ფსი­ქი­ატ­რის ცხოვ­რე­ბი­დან

ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფას­და­უ­დე­ბელ სა­მეც­ნი­ე­რო ღვაწლ­თან ერ­თად, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იუ­მო­რი­თაც იც­ნობს.

პა­ცი­ენ­ტე­ბის ლე­რი­სა და მე­რის ის­ტო­რია ძალ­ზედ პო­პუ­ლა­რუ­ლი და ამა­ვე დროს ტრა­გი­კო­მი­კუ­რი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბებ­მა შე­მო­ი­ნა­ხა.

"1978 წელს, მე მყავ­და პა­ცი­ენ­ტე­ბი ლერი და მერი (პი­რო­ბით სა­ხე­ლე­ბით) ერთ მშვე­ნი­ერ, მზი­ან დღეს ორი­ვე კლი­ნი­კის ეზო­ში და­სე­ირ­ნობ­და. როცა ისი­ნი სა­ცუ­რაო აუზს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლერი ჩახ­ტა შიგ­ნით და ჩა­ი­ძი­რა. მერი მა­შინ­ვე თა­ვით გა­და­ეშ­ვა მის გა­და­სარ­ჩე­ნად. ის ჩა­ცურ­და აუ­ზის ფსკე­რის­კენ და მე­გო­ბა­რი ამო­იყ­ვა­ნა. რო­გორც კი შე­ვი­ტყვე მე­რის გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მისი და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­წე­რის ბრძა­ნე­ბა გა­ვე­ცი, რად­გა­ნაც ამ ფაქ­ტის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ის უკვე კარ­გად იყო. გა­წე­რი­სას მე­რის ვუ­თხა­რი: "ჩვენ. კარ­გი და ცუდი ამ­ბა­ვი გვაქვს თქვენ­თვის. კარ­გი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გიშ­ვებთ, რად­გა­ნაც შე­ძე­ლი გა­დახ­ტო­მა და სხვა ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა, დავ­რწმუნ­დით, რომ ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გაქვთ და მენ­ტა­ლუ­რად სტა­ბი­ლუ­რი ხართ. ცუდი კი­დევ ის არის, რომ ის პა­ცი­ენ­ტი თქვენ რომ გა­და­არ­ჩი­ნეთ, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ჩა­მო­ე­კი­და და ამის მერე მოკ­ვდა". მე­რიმ ამა­ზე მი­პა­სუ­ხა: "ექი­მო, ლერი თა­ვი­სით არ ჩა­მო­კი­დუ­ლა. მე ჩა­მოვ­კი­დე იქ გა­საშ­რო­ბად".

"მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მშობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, დედა და მამა", - ეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვილს ეკუთ­ვნის. ფრა­ზა მა­შინ­ვე აი­ტა­ცეს, თუმ­ცა მათ­გან შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცო­და, რას გუ­ლის­ხმობ­და დიდი მო­აზ­როვ­ნე ამ ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვამ­ში. ის ირო­ნი­უ­ლად ამ­ბობ­და სი­მარ­თლეს - კო­მუ­ნის­ტუ­რი მშობ­ლი­უ­რი პარ­ტი­ის, მშობ­ლი­უ­რი ლე­ნი­ნი­სა და ასე შემ­დეგ, აი, ამ­დე­ნი მშობ­ლე­ბი­დან მე ყვე­ლა­ზე მე­ტად დედ-მამა მიყ­ვარ­სო.

ცნო­ბი­ლია, რომ ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რიც იყო. ეს­წრე­ბო­და ყრი­ლო­ბებს და სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით პრე­ზი­დი­უმ­ში ეკუთ­ვნო­და ად­გი­ლი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის იგ­ვი­ა­ნებ­და და პირ­ველ რიგ­ში ჯდე­ბო­და, ჩვე­უ­ლებ­რივ პარ­ტი­ულ მუ­შაკ­თა შო­რის. რო­დე­საც მი­უ­თი­თებ­დნენ, ბა­ტო­ნო ავ­ლიპ, თქვე­ნი ად­გი­ლი ხომ პრე­ზი­დი­უმ­შია, ამობ­რძან­დით ჩვენ­თა­ნო, პა­სუ­ხობ­და, აქე­დან უკე­თე­სად გაკ­ვირ­დე­ბი­თო.

"პე­ტერ­ბურ­გში დიდი სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფე­რენ­ცია ტარ­დე­ბო­და, რო­მელ­საც ავ­ლი­პიც ეს­წრე­ბო­და. ევ­რო­პე­ლი მომხსე­ნებ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი მიღ­წე­ვე­ბით, ახალ­შექ­მნი­ლი წამ­ლე­ბით იწო­ნებ­დნენ თავს. ავ­ლი­პის გვერ­დით მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრი მჯდა­რა, რო­მელ­საც მა­მა­ჩე­მის­თვის გა­და­უ­ლა­პა­რა­კია: ავ­ლიპ, მხო­ლოდ შენ თუ გა­დაგ­ვარ­ჩენ, გთხოვ, ამ ევ­რო­პე­ლებს სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ციო. მა­მა­საც არ და­უ­ყოვ­ნე­ბია, მი­სუ­ლა ტრი­ბუ­ნას­თან და უთ­ქვამს: მო­ხა­რუ­ლი ვართ თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით, მაგ­რამ არ­სე­ბობს ერთი წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს კურ­ნავს - ეს არის დღე­ში ერთი კოვ­ზი სი­ხა­რუ­ლიო. ცხა­დია, ასეთ რა­მეს არა­ვინ ელო­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის სი­ტყვებს დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი გა­მო­უწ­ვე­ვია", - იხ­სე­ნებს "ავერსთან" სა­უ­ბარ­ში ზუ­რაბ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მის შე­სა­ხებ პრო­ფე­სორ­მა გოგი ნა­ნე­იშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­იხ­სე­ნა:

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა, ნიკა სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­მიყ­ვა ამ ამ­ბავს, მი­შას ბა­ბუა დიდი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი. მოს­კოვ­ში ყო­ფი­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია მეც­ნი­ე­რე­ბის, სა­დაც წა­ვიდ­ნენ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც. ბა­ტო­ნი ავ­ლი­პი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ ნო­მერ­ში მოხ­ვედ­რი­ლან. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უთ­ქვამს, ჩამ­თვლი­მა დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და შუ­ა­ღა­მე­ზე მაღ­ვი­ძებს ავ­ლი­პის ხმა, რა­ღაც ფურ­ცე­ლი ეჭი­რა ხელ­ში და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმე­ო­რებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლებს და მა­მის სა­ხე­ლებ­სო. მი­ხე­ილს უფიქ­რია, ხომ არ გა­გიჟ­და, არა­ფერს კი­თხუ­ლობს, გარ­და სა­ხე­ლე­ბი­სა და მა­მის სა­ხე­ლე­ბი­საო, მაგ­რამ არ შე­პა­სუ­ხე­ბია და გა­უგ­რძე­ლე­ბია ძილი. მე­ო­რე დი­ლით სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­უბ­რი­სას თურ­მე ბა­ტო­ნი ავ­ლი­პი ყვე­ლას, სა­თი­თა­ოდ სა­ხე­ლე­ბი­თა და მა­მის სა­ხე­ლე­ბით მი­მარ­თავ­და, ისი­ნი კი გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ნი­ლან, სა­ი­დან იცის ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი, ყვე­ლა­სიო. თურ­მე, მთე­ლი ღამე კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სია ეჭი­რა ხელ­ში და მეც­ნი­რე­ბის სა­ხე­ლებს იზე­პი­რებ­და, რი­თაც უდი­დე­სი კე­თილ­გან­წყო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ი­პო­ვა კო­ლე­გა მეც­ნი­ე­რებ­შიო. რო­დე­საც ავ­ლი­პი ზუ­რა­ბაშ­ვილ­ზე იწყე­ბა სა­უ­ბა­რი, მა­შინ­ვე წარ­მო­სახ­ვა­ში ცო­ცხლდე­ბა მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­ჯი, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ულ­ვა­ში".

გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რის შვი­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე ფსი­ქი­ატ­რი, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ამ­ბობს, რომ პა­პას იმიჯ­ზე მისი შვე­დი მე­უღ­ლე, ჰე­ლე­ნა ლუნ­დი ზრუ­ნავ­და. ავ­ლი­პიმ მე­უღ­ლე პე­ტერ­ბურ­გში გა­იც­ნო. ჰე­ლე­ნა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფი­ლა:

"დი­დე­დამ და პა­პამ ერ­თად და­ახ­ლო­ე­ბით 70 წელი იცხოვ­რეს. სა­ოც­რად ჰარ­მო­ნი­უ­ლი ტან­დე­მი ჰქონ­დათ. რო­დე­საც პა­პას რა­ი­მე იდეა და­ე­ბა­დე­ბო­და, ბე­ბოს უზი­ა­რებ­და. ისიც ყვე­ლა­ფერს ინიშ­ნავ­და, იწერ­და, შემ­დეგ ამა­ზე მუ­შა­ობ­და. ყო­ველ­გვარ საქ­მე­ში ეხ­მა­რე­ბო­და ავ­ლი­პის, ასე რომ, პა­პას წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად მისი მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა", - იხ­სე­ნებს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ავ­ლი­პი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მო­ნათ­ქვა­მად კი მის შვილს ის სამი სი­ტყვა მი­აჩ­ნია, რომ­ლე­ბიც მან ან­დერ­ძად და­უ­ტო­ვა მო­მა­ვალ თა­ო­ბებს: სინ­დი­სი, ნა­მუ­სი, პა­ტი­ოს­ნე­ბა. დიდი ფსი­ქი­ატ­რი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, თბი­ლის­ში ერთ-ერთ ქუ­ჩას ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და­ერ­ქვა, იგი 1994 წელს ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და დი­დუ­ბის პან­თე­ონ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნალ "ავერ­სის" მა­სა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

უცნობი ფაქტები ცნობილი ფსიქიატრის, ავლიპი ზურაბიშვილის შესახებ - რას იხსენებდნენ მასზე  სააკაშვილის ბაბუა, კოლეგები და შთამომავლები

უცნობი ფაქტები ცნობილი ფსიქიატრის, ავლიპი ზურაბიშვილის შესახებ - რას იხსენებდნენ მასზე  სააკაშვილის ბაბუა, კოლეგები და შთამომავლები

ქართული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ავლიპ ზურაბიშვილის პიროვნება დღემდე დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. ლეგენდად ქცეული ისტორიები გამოჩენილი მეცნიერის მოღვაწეობიდან კვლავ პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული ცნობილი ისტორიებიდან ბევრი გამოგონილია. AMBEBI.GE-მ ფსიქიატრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ფაქტები შეკრიბა.

ავლიპ ზურაბაშვილი 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში დაიბადა. მისი პროფესიული მოღვაწეობა ძალზედ მრავალფეროვანი და მდიდარია.

  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
  • იყო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და დოცენტი
  • ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერ-მუშაკი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
  • თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე
  • საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრი, არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
  • გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20-ზე მეტი მონოგრაფია, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და სხვა ენებზე. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ნახევარში იკვლევდა ადამიანთა და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურას. მნიშვნელოვანია ავლიპ ზურაბაშვილის გამოკვლევები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის შესახებ. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიურად შეისწავლა რეაქტიული შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობები. ზურაბაშვილის დებულებამ შიზოფრენიის შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოეთის არაერთ ქვეყანაში.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ცნობილ ფსიქიატრს, პროფესორ გოგი ნანეიშვილს, რომელსაც ავლიპ ზურაბიშვილთან, გარდა პროფესიული საქმიანობისა, ახლო ურთიერთობა აკავშირებდა:

"მამას, ბიძინა ნანეიშვილსა და ბატონ ავლიპს ჰქონდათ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ თბილი, მამა-შვილური ურთიერთობა. ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ და, ტრადიციულად, ყოველ ახალ წელს სადილად ვიყავით მიპატიჟებული ბატონ ავლიპთან, სადაც თავს იყრიდა ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ისეთი გამოჩენილი ფსიქიატრებიც, როგორებიც არიან: ივტიხი გობრონიძე და ირაკლი მენთეშაშვილი. მე ის მახსოვს, დაახლოებით ოთხი წლიდან, გარკვეული ანგარიშ-ჩაბარებებიც კი მქონდა ბატონ ავლიპთან, მიმიყვანდა ხოლმე მამა მასთან და ის გამომკითხავდა - როგორ სწავლობ შვილო, რა ინეტრესები გაქვს და ა.შ. რაც შეეხება მის სამეცნიერო მოღვაწეობას, შეიძლება ითქვას, რომ ის საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის შესახებ, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ბატონი ავლიპი იყო მსოფლიო დონის ციტო მორფოლოგი (ადამიანის ტვინის ნერვული უჯრედების შესწავლის მეცნიერება) მისი ნაშრომი „ციტო არქიტექტონიკა“, რომელიც 50-იან წლებში გამოიცა, იყო მსოფლიოში აღიარებული, ფუნდამენტური წიგნი მსოფლიო მეცნიერთათვის, ამ წიგნით ხელმძღვანელობდნენ უდიდესი მეცნიერები.

მოგეხსენებათ, თბილისის ფსიქიატრიული კლინიკა 1925 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ ასათიანი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელი გახდა ავლიპი. თუ მიხეილ ასათიანი იყო უდიდესი მეცნიერი, რომელმაც, ფაქტობრივად, შექმნა და სათავე დაუდო საქართველოში ფსიქიატრიას, ბატონმა ავლიპმა გააგრძელა მისი მოღვაწეობა და შექმნა ქართული ფსიქიატრიის სკოლა. მთელ საბჭოთა კავშირში არსებობდა სამი ფსიქიატრიული სკოლა - ლენინგრადის, მოსკოვის და ქართული. ეს იყო უნიკალური შემთხვევა. ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ მიხეილ ასათიანის, ავლიპ ზურაბიშვილის, ბიძინა ნანეიშვილის (მამაჩემის) და ზურაბ კეკელიძის შემდეგ, მეც ვიყავი „ფსიქიატრიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის 2006 წელს დაიხურა და ბოლო დირექტორი მე გახლდით. გარდა ამისა, ვმუშაობდი ფსიქიატრიის კათედრაზე, სადაც ის იყო კათედრის პროფესორი და აქტიურად მონაწილეობდა ჩემს პროფესიულ ზრდაში.

რეგულარულად მიბარებდა, რჩევებს მაძლევდა, ახლაც მაქვს მისი ბევრი ჩანაწერი ფსიქიატრიაზე, დეპრესიაზე და ა.შ. ის იყო უდიდესი პიროვნება და ფსიქიატრი. შენახული მაქვს ფურცლის ნაგლეჯები, ბლოკნოტების ყდები და ა.შ. ხშირად ექსპრომტად მიაწერდა ხოლმე აზრებს და იდეებს... ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი ცხოვრების ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო თემით დაინტერესდა - ზნეობრივ-მორალური კატეგორიები და ფსიქიკური დაავადებები და შემოიტანა ცნება "ჰომო მორალოს". მან თქვა, რომ "ჰომო მორალოს" - მორალური ადამიანი უფრო წინ დგას, ვიდრე "ჰომო საპიენს" - გონიერი ადამიანი. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა ან ფსიქიკური პრობლემები, მორალური თვისებები არ უქვეითდება, სიყვარულის, გაგების, თანაგანცდის უნარს ასეთ შემთხვევაშიც ინარჩუნებს ადამიანი", - უყვება AMBEBI.GE-ს გოგი ნანეიშვილი.

მათემატიკოსობიდან - ფსიქიატრობამდე

როგორ აირჩია ქართველი ხალხის სულის მკურნალის რთული გზა ავლიპ ზურაბიშვილმა - ამის შესახებ საინტერესო ისტორიას უყვება სამედიცინო ჟურნალ "ავერსს" ავლიპ ზურაბიშვილის შვილი ზურაბ ზურაბიშვილი:

"სასწავლებლის დასრულების შემდეგ ავლიპი ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი თანაკურსელები იყვნენ ცნობილი მათემატიკოსები ანდრია რაზმაძე და ნიკო მუსხელიშვილი. ავლიპიმ მათთან ერთად ორი წელი ისწავლა, მერე კი მოულოდნელად ექიმობა გადაწყვიტა. ნიკო მუსხელიშვილი, რამდენჯერაც შეხვდებოდა, მეგობრულად საყვედურობდა, რატომ მიგვატოვე, შენი სახით საქართველომ შესანიშნავი მათემატიკოსი დაკარგაო. პროფესიის შეცვლის მიზეზად ერთი ამბავი ქცეულა, რომელიც უნივერსიტეტიდან სოფელში ჩასულ ავლიპის გადახდენია თავს: ქიზიყში შემოდგომაზე ცოცხს ტეხდნენ. მამას უფიქრია, წავალ, ოჯახს ცოცხის ტეხაში მივეხმარებიო. ბოდბისხევიდან ალაზნის ველისკენ ცხენით მიმავალს გზად ორი შეიარაღებული კაცი გადაჰყრია და ცხენის წართმევა დაუპირებიათ. მამას უთქვამს: სტუდენტი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგად ვისწავლო და სამშობლოს გამოვადგე, თუ ცხენს წამართმევთ, შინ ვეღარ წავალო. ყაჩაღებს შესცოდებიათ და აღარ წაურთმევიათ ცხენი. ამ შემთხვევის შემდეგ ავლიპის გადაუწყვეტია, ისეთი პროფესია შეეძინა, რომლითაც ხალხს უფრო მეტად გამოადგებოდა. იგი სწორედ ამ შემთხვევას იხსენებდა როგორც ბიძგს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. რაც შეეხება ფსიქიატრიის არჩევას, ამაში ბედისწერის ხელიც ურევია. სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე ავლიპიმ შემთხვევით გაიგო, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრის ადგილი იყო და სამუშაოდ მივიდა. ბატონი ზურაბი ამბობს, რომ მამამისმა ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და დიდი შრომითა და მონდომებით მიაღწია ყველაზე მაღალს, ცნობილი ფსიქიატრი გახდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი", - იხსენებს ზურაბ ზურაბიშვილი.

სახალისო ისტორიები დიდი ფსიქიატრის ცხოვრებიდან

ავლიპ ზურაბიშვილს საზოგადოება ფასდაუდებელ სამეცნიერო ღვაწლთან ერთად, მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული იუმორითაც იცნობს.

პაციენტების ლერისა და მერის ისტორია ძალზედ პოპულარული და ამავე დროს ტრაგიკომიკური ამბავია, რომელიც ავლიპ ზურაბიშვილის მოგონებებმა შემოინახა.

"1978 წელს, მე მყავდა პაციენტები ლერი და მერი (პირობით სახელებით) ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ორივე კლინიკის ეზოში დასეირნობდა. როცა ისინი საცურაო აუზს მიუახლოვდნენ, მოულოდნელად ლერი ჩახტა შიგნით და ჩაიძირა. მერი მაშინვე თავით გადაეშვა მის გადასარჩენად. ის ჩაცურდა აუზის ფსკერისკენ და მეგობარი ამოიყვანა. როგორც კი შევიტყვე მერის გმირული საქციელის შესახებ, საავადმყოფოდან მისი დაუყოვნებელი გაწერის ბრძანება გავეცი, რადგანაც ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ის უკვე კარგად იყო. გაწერისას მერის ვუთხარი: "ჩვენ. კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს თქვენთვის. კარგი იმაში მდგომარეობს, რომ საავადმყოფოდან გიშვებთ, რადგანაც შეძელი გადახტომა და სხვა ადამიანის გადარჩენა, დავრწმუნდით, რომ ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა გაქვთ და მენტალურად სტაბილური ხართ. ცუდი კიდევ ის არის, რომ ის პაციენტი თქვენ რომ გადაარჩინეთ, სააბაზანოში ჩამოეკიდა და ამის მერე მოკვდა". მერიმ ამაზე მიპასუხა: "ექიმო, ლერი თავისით არ ჩამოკიდულა. მე ჩამოვკიდე იქ გასაშრობად".

"მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, დედა და მამა", - ეს ცნობილი გამონათქვამი ავლიპ ზურაბიშვილს ეკუთვნის. ფრაზა მაშინვე აიტაცეს, თუმცა მათგან შეიძლება ბევრმა არ იცოდა, რას გულისხმობდა დიდი მოაზროვნე ამ ფრთიან გამონათქვამში. ის ირონიულად ამბობდა სიმართლეს - კომუნისტური მშობლიური პარტიის, მშობლიური ლენინისა და ასე შემდეგ, აი, ამდენი მშობლებიდან მე ყველაზე მეტად დედ-მამა მიყვარსო.

ცნობილია, რომ ავლიპ ზურაბიშვილი კომუნისტური პარტიის წევრიც იყო. ესწრებოდა ყრილობებს და სტატუსის მიხედვით პრეზიდიუმში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ყოველთვის იგვიანებდა და პირველ რიგში ჯდებოდა, ჩვეულებრივ პარტიულ მუშაკთა შორის. როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდით ჩვენთანო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო.

"პეტერბურგში დიდი სამედიცინო კონფერენცია ტარდებოდა, რომელსაც ავლიპიც ესწრებოდა. ევროპელი მომხსენებლები თავიანთი მიღწევებით, ახალშექმნილი წამლებით იწონებდნენ თავს. ავლიპის გვერდით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მჯდარა, რომელსაც მამაჩემისთვის გადაულაპარაკია: ავლიპ, მხოლოდ შენ თუ გადაგვარჩენ, გთხოვ, ამ ევროპელებს საკადრისი პასუხი გაეციო. მამასაც არ დაუყოვნებია, მისულა ტრიბუნასთან და უთქვამს: მოხარული ვართ თქვენი მიღწევებით, მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს - ეს არის დღეში ერთი კოვზი სიხარულიო. ცხადია, ასეთ რამეს არავინ ელოდა. როგორც ამბობენ, მის სიტყვებს დიდი მხიარულება და აპლოდისმენტები გამოუწვევია", - იხსენებს "ავერსთან" საუბარში ზურაბ ზურაბიშვილი.

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მის შესახებ პროფესორმა გოგი ნანეიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში გაიხსენა:

"მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკა სააკაშვილი მომიყვა ამ ამბავს, მიშას ბაბუა დიდი მიხეილ სააკაშვილი იყო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. მოსკოვში ყოფილა საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერების, სადაც წავიდნენ ქართველი მეცნიერებიც. ბატონი ავლიპი და მიხეილ სააკაშვილი ერთ ნომერში მოხვედრილან. მიხეილ სააკაშვილს უთქვამს, ჩამთვლიმა დაღლილი ვიყავი და შუაღამეზე მაღვიძებს ავლიპის ხმა, რაღაც ფურცელი ეჭირა ხელში და დიდი ხნის განმავლობაში იმეორებდა სხვადასხვა სახელებს და მამის სახელებსო. მიხეილს უფიქრია, ხომ არ გაგიჟდა, არაფერს კითხულობს, გარდა სახელებისა და მამის სახელებისაო, მაგრამ არ შეპასუხებია და გაუგრძელებია ძილი. მეორე დილით საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საუბრისას თურმე ბატონი ავლიპი ყველას, სათითაოდ სახელებითა და მამის სახელებით მიმართავდა, ისინი კი გაოცებული დარჩენილან, საიდან იცის ჩვენი სახელები, ყველასიო. თურმე, მთელი ღამე კონფერენციის მონაწილეების სია ეჭირა ხელში და მეცნირების სახელებს იზეპირებდა, რითაც უდიდესი კეთილგანწყობა და პატივისცემა მოიპოვა კოლეგა მეცნიერებშიო. როდესაც ავლიპი ზურაბაშვილზე იწყება საუბარი, მაშინვე წარმოსახვაში ცოცხლდება მისი განსაკუთრებული იმიჯი, დამახასიათებელი ულვაში".

გამოჩენილი მეცნიერის შვილიშვილი, ასევე ფსიქიატრი, დავით ზურაბიშვილი, ამბობს, რომ პაპას იმიჯზე მისი შვედი მეუღლე, ჰელენა ლუნდი ზრუნავდა. ავლიპიმ მეუღლე პეტერბურგში გაიცნო. ჰელენა მოკრძალებული და ძალიან მზრუნველი ქალბატონი ყოფილა:

"დიდედამ და პაპამ ერთად დაახლოებით 70 წელი იცხოვრეს. საოცრად ჰარმონიული ტანდემი ჰქონდათ. როდესაც პაპას რაიმე იდეა დაებადებოდა, ბებოს უზიარებდა. ისიც ყველაფერს ინიშნავდა, იწერდა, შემდეგ ამაზე მუშაობდა. ყოველგვარ საქმეში ეხმარებოდა ავლიპის, ასე რომ, პაპას წარმატება დიდწილად მისი მეუღლის დამსახურებაცაა", - იხსენებს დავით ზურაბიშვილი.

ავლიპი ზურაბაშვილის ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამად კი მის შვილს ის სამი სიტყვა მიაჩნია, რომლებიც მან ანდერძად დაუტოვა მომავალ თაობებს: სინდისი, ნამუსი, პატიოსნება. დიდი ფსიქიატრისადმი პატივისცემის ნიშნად, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ავლიპ ზურაბიშვილის სახელი დაერქვა, იგი 1994 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

გამოყენებულია ჟურნალ "ავერსის" მასალები

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია

გერმანიაში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა