ავტორი:

"12 წელიო... ვერ გავიგე მკვლელობას მედავებიან თუ ფულის მითვისებას" - ავთანდილ წერეთელი მოსამართლეს

"12 წელიო... ვერ გავიგე მკვლელობას მედავებიან თუ ფულის მითვისებას" - ავთანდილ წერეთელი მოსამართლეს

ვერ გავიგე მკვლელობას მედავებიან თუ ფულის მითვისებას, - ასე მიმართა მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილს ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა. მოსამართლემ წერეთელს განუმარტა, რომ მას მკვლელობა საერთოდ არ უხსენებია და თუ სურდა, თავიდან წაუკითხავდა ბრალდებას, რომელსაც მას საგამოძიებო უწყება ედავება.

"12 წელიო და ვიფიქრე მკვლელობას მედავებიან", - განაცხადა წერეთელმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალქო სასამართლოში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სახელმწიფო ბრალდება წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს