ავტორი:

"მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა" - ავთანდილ წერეთელი

"მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა" - ავთანდილ წერეთელი

აბსურდია, ვერ შემედავებიან. რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ, ჯაფარიძემ რა ჩემი საქმეა. მე ვასესხე ჩემს მეგობრებს ფული, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი უნდა გაიმართოს.

წერეთელი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

გენერალური პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე აეკრძალოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

როგორც ტყეშელაშვილი განმარტავს, გირაოს ოდენობა 500 000 ლარი, ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით განისაზღვრა.

"ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. პროკურატურამ დღეს სასამართლოს მიმართა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. გირაოს ოდენობად პროკურატურა 500 000 ლარს ითხოვს. ასევე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან გირაოს ოდენობა შემაკავებელი ხასიათის უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები", - აცხადებს ტყეშელაშვილი.

როგორ ის განმარტავს, საქმეში წერეთლის მიმართ არაერთი მტკიცებულებაა.

"რაც შეეხება მტკიცებულებებს, ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, იგულისხმება იმ ფირმების დირექტორების და თანაპარტნიორების ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის "თიბისი ბანკის" თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი", -აცხადებს ტყეშელაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს