პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია" - ადვოკატი
"მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია" - ადვოკატი

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, რო­მე­ლიც სას­ჯელს თურ­ქე­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის, გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით­ვე, მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ამი­ტომ, ის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

„სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ვგუ­ლის­ხმობ, რომ მთელ უკა­ნო­ნო­ბის კას­კადს აქვს ად­გი­ლი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა, აი, ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში ირი­ბად თუ პირ­და­პირ ჩარ­თუ­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის სა­კი­თხი ერთხელ კი არა, ორ­ჯერ გა­ი­ა­რა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ბა­მის­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რემ ვერც ერთხელ ვერ და­ა­სა­ბუ­თა ის ფაქ­ტი, რომ მისი ექ­სტრა­და­ცია უნდა მომ­ხდა­რი­ყო და მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად გა­მო­უშ­ვეს შე­სა­ბა­მი­სი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი ორ­ჯერ გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში გა­რეთ 1 დღე იყო, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში - 40 წუთი. შემ­დეგ შე­სახ­ლდა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ისე, რომ რა­ი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­სახ­ლე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის ინ­ტე­რე­სი კვლავ აქვს. ეს არის სრუ­ლი უკა­ნო­ნო­ბა და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა. შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მო­ვუ­წო­დებ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, რომ მსგავ­სი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მო­აგ­ვა­როს ან თუ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ითხოვს, მოხ­დეს მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა რო­გორც კა­ნო­ნით არის გან­სა­ზღვრუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ.

ამას­თან, ის აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მინ­დია ლა­ვა­ს­ოღლზე არ ზრუ­ნავს.

„ჩვენ ად­ვო­კა­ტე­ბი და რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, არ და­ვუშ­ვებთ იმას, რომ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს. ნე­ბის­მი­ერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მივ­მარ­თავთ, ვიბ­რძო­ლებთ მისი უფ­ლე­ბე­ბის­თვის და რაც მთა­ვა­რია, მო­ვუ­წო­დებ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ადა­მი­ა­ნებს ნუ ჰყოფს კას­ტე­ბად, სო­ცი­ა­ლურ ფე­ნე­ბად და სო­ცი­ა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბე­ბად,“ - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ.

მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა მის­მა ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მაც, რომ­ლის თქმი­თაც, ამ ეტაპ­ზე საფრ­თხის წი­ნა­შე დგას არამ­ხო­ლოდ ლა­ვა­ს­ოღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, არა­მედ მისი სი­ცო­ცხლეც. ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლობს.

ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლის დის, ირი­ნა გო­რა­ძის თქმით, მას მინ­დია ლა­ვა­ს­ოღლთან უკვე 3 კვი­რაა, რაც კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია.

შე­გახ­სე­ნებთ, „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში“ ბრალ­დე­ბუ­ლი მინ­დია გო­რა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად „ლა­ვა­ს­ოღ­ლი“ ამ დრო­ის­თვის სას­ჯელს თურ­ქე­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია" - ადვოკატი

"მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია" - ადვოკატი

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, გაუსაძლის მდგომარეობაშია.

ადვოკატის განმარტებითვე, მინდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია თურქეთის რესპუბლიკაში, ამიტომ, ის კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს.

„საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, რომ მთელ უკანონობის კასკადს აქვს ადგილი. ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, აი, ამ უკანონო ქმედებებში ირიბად თუ პირდაპირ ჩართულია. კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ მინდია ლავასოღლის საკითხი ერთხელ კი არა, ორჯერ გაიარა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისმა სასამართლოებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მხარემ ვერც ერთხელ ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ მისი ექსტრადაცია უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ფორმალურად გამოუშვეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებებიდან. ვგულისხმობ იმას, რომ მინდია ლავასოღლი ორჯერ გამოუშვეს ციხიდან. პირველ შემთხვევაში გარეთ 1 დღე იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 40 წუთი. შემდეგ შესახლდა პენიტენციურ დაწესებულებაში ისე, რომ რაიმე კანონდარღვევა არ ყოფილა. მხოლოდ და მხოლოდ შესახლებულია იმიტომ, რომ თურმე საქართველოს მხარეს მინდია ლავასოღლის ინტერესი კვლავ აქვს. ეს არის სრული უკანონობა და განუკითხაობა. შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს მოვუწოდებ, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში, რომ მსგავსი უკანონო ქმედება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ან თუ ჩვენი სახელმწიფო ითხოვს, მოხდეს მისი ექსტრადირება როგორც კანონით არის განსაზღვრული,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მინდია ლავასოღლზე არ ზრუნავს.

„ჩვენ ადვოკატები და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები, არ დავუშვებთ იმას, რომ მინდია ლავასოღლი ასეთ მდგომარეობაში იყოს. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავთ, ვიბრძოლებთ მისი უფლებებისთვის და რაც მთავარია, მოვუწოდებ ჩვენს სახელმწიფოს, ადამიანებს ნუ ჰყოფს კასტებად, სოციალურ ფენებად და სოციალურ დაჯგუფებებად,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმაც, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე საფრთხის წინაშე დგას არამხოლოდ ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მისი სიცოცხლეც. ადვოკატების ინფორმაციითვე, მინდია ლავასოღლი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამასთან, დაკავებულის დის, ირინა გორაძის თქმით, მას მინდია ლავასოღლთან უკვე 3 კვირაა, რაც კომუნიკაცია არ ჰქონია.

შეგახსენებთ, „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ ამ დროისთვის სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

"ლავასოღლი" ბელარუსიდან ოდესაში ჩავიდა - მას უკრაინაში არ უშვებენ, თუმცა თავად ბელარუსში დაბრუნებაზე უარს ამბობს და თვითდაზიანებით იმუქრება

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?