პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტატუსი გრანდი - „შერატონის“ განახლებული კონცეფცია
სტატუსი გრანდი - „შერატონის“ განახლებული კონცეფცია

მსოფ­ლი­ოს 80-მდე ქვე­ყა­ნა­ში „შე­რა­ტო­ნის“ 400-ზე მეტ სას­ტუმ­როს „შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სი“ მარ­ტი­დან უკვე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტა­ტუ­სით შე­უ­ერ­თდა.

„შე­რა­ტო­ნის“ ლე­გენ­და­რუ­ლი ბრენ­დი მსოფ­ლი­ო­ში 1937 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და თით­ქმის სა­უ­კუ­ნეა, რაც მსოფ­ლი­ოს დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში უყ­რის თავს, მათ შო­რის, თბი­ლის­შიც.

„შე­რა­ტო­ნის“ ბრენ­დს შიდა რე­ი­ტინ­გი აქვს. ესაა სტა­ტუ­სი გრან­დი, რო­მე­ლიც სტა­ტუ­სუ­რად 5 ვარ­სკვლავს უტოლ­დე­ბა. ამ სტა­ტუსს „შე­რა­ტო­ნის“ ბრენ­დის სას­ტუმ­რო­ე­ბი იღე­ბენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, უნი­კა­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს, სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რცე­ე­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის გამო.

ეკ­ლექ­ტუ­რი ინ­ტე­რი­ე­რი

ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი აქ ინ­ტე­რი­ე­რის ყვე­ლა დე­ტალ­ში იგ­რძნო­ბა - კავ­კა­სი­ო­ნი, მთე­ბი, ჯაჭ­ვის ფარ­დე­ბი, ფორ­მე­ბი და ფე­რე­ბი - სას­ტუმ­როს თი­თო­ე­უ­ლი დარ­ბა­ზი­სა და სივ­რცის ინ­ტე­რი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა. ეს დე­ტა­ლე­ბი ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე სტუ­მარ­მა: პერ­სო­ნალს ჩო­ხის მსგავ­სი უნი­ფორ­მა აც­ვია; ჯაჭ­ვის ფარ­დე­ბი ქარ­თულ საბ­რძო­ლო სულს ასა­ხავს; ღვი­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 1600 ბოთლზე ღვი­ნოა წარ­მოდ­გე­ნი­ლი; მე­ა­თე სარ­თუ­ლის რეს­ტორ­ნის კერ­ძე­ბი კი, რომ­ლის შექ­მნა­ზეც შეფმ­ზა­რე­ულ­მა გი­ორ­გი ნი­ნუ­ამ იმუ­შა­ვა, მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად ჰგავს ევ­რო­პულს - გე­მო­ე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლია.

სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი

„შე­რა­ტონ­მა“ უკვე უმას­პინ­ძლა 1000-მდე სტუ­მარს ერთ დარ­ბაზ­ში. უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვილ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზებს სა­ქარ­თვე­ლოს მწვერ­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი ჰქვია, „თეთ­ნულ­დის“, „შხა­რა­სა“ და „ უშ­ბას“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ერთ დიდ დარ­ბაზს, „კავ­კა­სი­ონს“ ვი­ღებთ, რომ­ლის ფარ­თიც 2600 კვ.მ-ია; სულ 12 სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზია 12 ქარ­თუ­ლი მწვერ­ვა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბით.

ლო­კა­ცია

სას­ტუმ­რო აე­რო­პორ­ტი­დან 15 წუ­თის სა­ვალ­ზე, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში, მდი­ნა­რე მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. „შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სის“ მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა თბი­ლი­სის შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბია, რომ­ლით ტკბო­ბაც ვრცე­ლი ტე­რა­სე­ბი­დან, მე­ა­თე სარ­თუ­ლის რეს­ტო­რან „ათი­დან“ და თა­ვად ნომ­რე­ბი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­პარ­კინ­გე ზონა ერ­თდრო­უ­ლად ათო­ბით სტუმ­რის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა; თვალ­წარმ­ტა­ცი ხედი კი - ძვე­ლი თბი­ლი­სის ეკ­ლექ­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, კულ­ტუ­რუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე - ხე­ლის­გუ­ლი­ვით იშ­ლე­ბა რეს­ტორ­ნი­დან და ტე­რა­სე­ბი­დან.

რეს­ტო­რა­ნი „ათი“

და­ბო­ლოს, გე­მო­ე­ბის ფო­ი­ერ­ვერ­კი სას­ტუმ­როს მე­ა­თე სარ­თულ­ზე - აქ სტუმ­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი გრი­ლის რეს­ტო­რა­ნი დახ­ვდე­ბათ, რომ­ლის მე­ნი­უც შეფმ­ზა­რე­ულ გი­ორ­გი ნი­ნუ­ას მიერ შე­მუ­შავ­და. მე­ნიუ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თია შექ­მნი­ლი და შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ნაც­ნო­ბი ქარ­თუ­ლი გე­მო­ე­ბი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­წყვე­ტე­ბით - ესაა გი­ორ­გი ნი­ნუ­ას მიერ შექ­მნი­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და, ამა­ვე დროს, ტრა­დი­ცი­უ­ლი კუ­ლი­ნა­რია.

რეს­ტორ­ნის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი ისეა და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი, რომ თი­თო­ე­უ­ლი სტუ­მა­რი დარ­ბა­ზის სიღ­რმი­და­ნაც კი ტკბე­ბო­დეს ძვე­ლი თბი­ლი­სის შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბით. რეს­ტო­რანს ორი მხრი­დან ტე­რა­სა არ­ტყამს; ეკ­ლექ­ტუ­რი ავე­ჯი და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რიც ქარ­თუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ნა­წი­ლია.

კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი - „შე­რა­ტო­ნის“ სამი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თბი­ლი­სის გა­ნახ­ლე­ბულ სას­ტუმ­რო­ში კვლავ გა­ერ­თი­ან­და. ბრენ­დის ერ­თსა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და სას­ტუმ­როს მდი­და­რი ის­ტო­რი­ით გა­ნახ­ლე­ბუ­ლი „შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სი“ 1-ლი მარ­ტი­დან ისევ ეპა­ტი­ჟე­ბა და აერ­თი­ა­ნებს მსოფ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

სტატუსი გრანდი - „შერატონის“ განახლებული კონცეფცია

სტატუსი გრანდი - „შერატონის“ განახლებული კონცეფცია

მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში „შერატონის“ 400-ზე მეტ სასტუმროს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მარტიდან უკვე განახლებული სტატუსით შეუერთდა.

„შერატონის“ ლეგენდარული ბრენდი მსოფლიოში 1937 წლიდან ფუნქციონირებს და თითქმის საუკუნეა, რაც მსოფლიოს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უყრის თავს, მათ შორის, თბილისშიც.

„შერატონის“ ბრენდს შიდა რეიტინგი აქვს. ესაა სტატუსი გრანდი, რომელიც სტატუსურად 5 ვარსკვლავს უტოლდება. ამ სტატუსს „შერატონის“ ბრენდის სასტუმროები იღებენ გამორჩეული ადგილმდებარეობის, უნიკალური სამზარეულოს, საკონფერენციო სივრცეებისა და გამორჩეული ინტერიერის დიზაინის გამო.

ეკლექტური ინტერიერი

ქართული ელემენტები აქ ინტერიერის ყველა დეტალში იგრძნობა - კავკასიონი, მთები, ჯაჭვის ფარდები, ფორმები და ფერები - სასტუმროს თითოეული დარბაზისა და სივრცის ინტერიერი საქართველოს ისტორიას ჰყვება. ეს დეტალები ყველგან შეიძლება აღმოაჩინოს ცნობისმოყვარე სტუმარმა: პერსონალს ჩოხის მსგავსი უნიფორმა აცვია; ჯაჭვის ფარდები ქართულ საბრძოლო სულს ასახავს; ღვინის ბიბლიოთეკაში 1600 ბოთლზე ღვინოა წარმოდგენილი; მეათე სართულის რესტორნის კერძები კი, რომლის შექმნაზეც შეფმზარეულმა გიორგი ნინუამ იმუშავა, მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ევროპულს - გემოები ტრადიციულია.

საკონფერენციო დარბაზები

„შერატონმა“ უკვე უმასპინძლა 1000-მდე სტუმარს ერთ დარბაზში. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებს საქართველოს მწვერვალების სახელები ჰქვია, „თეთნულდის“, „შხარასა“ და „ უშბას“ გაერთიანების შედეგად ერთ დიდ დარბაზს, „კავკასიონს“ ვიღებთ, რომლის ფართიც 2600 კვ.მ-ია; სულ 12 საკონფერენციო დარბაზია 12 ქართული მწვერვალის სახელწოდებით.

ლოკაცია

სასტუმრო აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მთავარი ღირსშესანიშნაობა თბილისის შთამბეჭდავი ხედებია, რომლით ტკბობაც ვრცელი ტერასებიდან, მეათე სართულის რესტორან „ათიდან“ და თავად ნომრებიდანაა შესაძლებელი. მოსახერხებელი საპარკინგე ზონა ერთდროულად ათობით სტუმრის მიღების საშუალებას იძლევა; თვალწარმტაცი ხედი კი - ძველი თბილისის ეკლექტური არქიტექტურა, ბოტანიკური ბაღი, კულტურული ღირსშესანიშნაობები და პრეზიდენტის სასახლე - ხელისგულივით იშლება რესტორნიდან და ტერასებიდან.

რესტორანი „ათი“

დაბოლოს, გემოების ფოიერვერკი სასტუმროს მეათე სართულზე - აქ სტუმრებს თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი დახვდებათ, რომლის მენიუც შეფმზარეულ გიორგი ნინუას მიერ შემუშავდა. მენიუ ქართული სამზარეულოთია შექმნილი და შთაგონებული. ნაცნობი ქართული გემოები განახლებული ვიზუალითა და თანამედროვე გადაწყვეტებით - ესაა გიორგი ნინუას მიერ შექმნილი ექსპერიმენტული, თანამედროვე და, ამავე დროს, ტრადიციული კულინარია.

რესტორნის ინტერიერის დიზაინი ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეული სტუმარი დარბაზის სიღრმიდანაც კი ტკბებოდეს ძველი თბილისის შთამბეჭდავი ხედებით. რესტორანს ორი მხრიდან ტერასა არტყამს; ეკლექტური ავეჯი და გამწვანებული ინტერიერიც ქართული კონცეფციის ნაწილია.

კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული - „შერატონის“ სამი მთავარი ღირებულება თბილისის განახლებულ სასტუმროში კვლავ გაერთიანდა. ბრენდის ერთსაუკუნოვანი ტრადიციებითა და ღირებულებებით და სასტუმროს მდიდარი ისტორიით განახლებული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 1-ლი მარტიდან ისევ ეპატიჟება და აერთიანებს მსოფლიოს საქართველოს დედაქალაქში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი