საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც საქართველოში გაჭირვებულ მოხუცებს ეხმარება და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს
ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც საქართველოში გაჭირვებულ მოხუცებს ეხმარება და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს

სი­ახ­ლე არ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ცდი­ლობს, თა­ვის ქვე­ყა­ნას, ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, უცხო ადა­მი­ა­ნებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­ეხ­მა­როს, რაც თა­ვის­თა­ვად ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლია. ამ­ჟა­მად, ერთი ასე­თი ოჯა­ხის შე­სა­ხებ უნდა გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც ამ­სტერ­დამ­ში ცხოვ­რობს და რომ­ლის წევ­რე­ბიც, არა მხო­ლოდ მშობ­ლე­ბი - სა­მი­ვე, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი ქველ­მოქ­მე­დია. ბავ­შვე­ბი სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის სათ­ნო­ე­ბის სახ­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან. ვენ­კო­ე­ბის ამ­ბავს მათი დედა, ბიზ­ნეს­მე­ნი თიკა სვა­ნი­ძე-ვენ­კო გვი­ამ­ბობს:

- ისე, მოხ­და, რომ სამ წე­ლი­წად­ში სამი ბიჭი - გი­ორ­გი, ლე­ვა­ნი და თე­მუ­რი გა­ვა­ჩი­ნე. დღეს­დღე­ო­ბით ამ­სტერ­და­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან... ჩემს ბიზ­ნეს­თან ერ­თად, თა­ვი­დან­ვე ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვი რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბავ­შვე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბი­ან - დე­დი­კო, მა­ინც სულ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ფიქ­რო­ბო. ეტყო­ბა, ამის შემ­ხედ­ვა­რე გი­ორ­გიმ, 12 წლის იყო, სურ­ვი­ლი რომ გა­მოთ­ქვა, მეც მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­ვეხ­მა­როო. ბავ­შვე­ბი აქ წე­ლი­წად­ში 4-ჯერ ჩა­მომ­ყავს, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გად იც­ნო­ბენ. მოკ­ლედ, გი­ორ­გის ვუ­თხა­რი, - სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­ვალთ, - მო­ვი­კი­თხოთ, კა­ხეთ­ში დახ­მა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვის სჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. ჩვენ­თან ახ­ლოს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ბრო­წ­ლი­ან­ში სათ­ნო­ე­ბის სახ­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, სა­დაც 24 შშმ პირი ჰყავთ. გი­ორ­გიმ მათ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­მო­არ­თვა და შე­ი­ტყო - რა სჭირ­დე­ბო­დათ.

პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ, - წყალს ყი­დუ­ლობ­დნენ და კვი­რა­ში 250 ევრო უჯ­დე­ბო­დათ. ასე­ვე არ ჰქონ­დათ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა, ხე­ლით რე­ცხავ­დნენ, მე­სა­მე - მათი პრობ­ლე­მა კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი იყო, წყა­ლი ჩა­მოს­დი­ო­დათ.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: გოგა ჩა­ნა­დი­რი

სა­ქარ­თვე­ლო­დან ჰო­ლან­დი­ა­ში ჩა­სულ­მა გი­ორ­გიმ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და თა­ვის სკო­ლას უთხრა, რომ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ. ამ თე­მა­ზე და­ი­წყო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვაც. კლუ­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და მე­გობ­რებს მის­წე­რა, - ვი­საც გა­წევ­რი­ა­ნე­ბა უნდა, 200 ევ­რომ­დე უნდა შე­მო­ი­ტა­ნო­თო. ფონდში ასე­ვე თან­ხე­ბი ჩა­ი­რი­ცხა ჰო­ლან­დი­ა­ში ქარ­თვე­ლი მომ­ღე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი­დან.

ამ­რი­გად, პირ­ვე­ლად 11.000 ევრო მო­აგ­რო­ვა, რო­მე­ლიც 150-მეტ­რი­ა­ნი ჭა­ბურ­ღი­ლის გაყ­ვა­ნას მოხ­მარ­და და სა­რე­ცხი მან­ქა­ნაც უყი­და. შემ­დეგ ისევ გა­აგ­რძე­ლა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და სულ რა­ღაც წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში მო­აგ­რო­ვა და­ნარ­ჩე­ნი სა­ჭი­რო თან­ხა. 22.000 ევრო სა­ხუ­რა­ვის­თვის შეგ­როვ­და, სა­ხუ­რა­ვიც გა­მო­იც­ვა­ლა და სათ­ნო­ე­ბის სახ­ლს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, მე­ო­რე სარ­თუ­ლიც და­ეტვირ­თა. მათ 25 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­ე­მა­ტე­ბათ. ასე­ვე შე­ნო­ბას გა­მო­ეც­ვა­ლა კარ-ფან­ჯა­რა - მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სი ჩა­ის­ვა, რაც 3.000 ევრო დაჯ­და. შე­ნო­ბის ფა­სა­დიც ჩა­მონ­გრე­უ­ლი იყო, კა­პი­ტა­ლუ­რად გა­რე­მონტდა და შე­ი­ღე­ბა. მათი კი­დევ ერთი სურ­ვი­ლია - მზის გა­მათ­ბო­ბე­ლი სის­ტე­მა შე­ვუ­ძი­ნოთ და და­ვუ­მონ­ტა­ჟოთ...

- ფონდში შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი არი­ან?

- დიახ, ასე­ვე ამე­რი­კე­ლე­ბიც, - ჩემს შვი­ლებს ბე­ბია ჰყავთ ამე­რი­კე­ლი, ნიუ-იორ­კის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტია, მისი მეშ­ვე­რო­ბი­თაც და ასე­ვე გი­ორ­გის ბი­ძაშ­ვი­ლებ­მა ნიუ-იორ­კის სკო­ლა­ში ჩა­ა­ტა­რეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და თან­ხის ნა­წი­ლი იქი­და­ნაც მოგ­როვ­და.

- ე.ი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში სი­მოვ­ნე­ბით და სა­კუ­თა­რი ნება-სურ­ვი­ლით ჩა­ერ­თო ხალ­ხი, ხომ?..

- კი, მერე ასე­თი რამ მოხ­და - ჩემს შვი­ლებს, სა­მი­ვეს - 10 წლის ლე­ვანს და 11 წლის თე­მურ­საც გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, რა­ღა­ცით ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და შე­ვი­ტყვეთ, რომ სიღ­ნა­ღის რა­ი­ონს ასე­თი 7 სათ­ნო­ე­ბის სახ­ლი ჰქო­ნია. ჰოდა, ლე­ვა­ნი­კომ წნო­რის სახ­ლი აიღო სა­პატ­რო­ნოდ, თე­მუ­კამ კი - ბოდ­ბის­ხე­ვის (ყვე­ლა მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რია)...

- გი­ორ­გი, ამ ზა­ფხულს, გა­წე­უ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის რო­გორც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ემიგ­რან­ტი, და­უ­ჯილ­დო­ე­ბით...

- 5 ივ­ლისს, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი, პრო­ექ­ტის „წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტის“ ფარ­გლებ­ში და­ა­ჯილ­დო­ეს რო­გორც "ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ქველ­მოქ­მე­დი". ღო­ნის­ძი­ე­ბა ასო­ცი­ა­ცია „დი­ას­პო­რა სახ­ლის“ მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. გი­ორ­გის შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და პრე­ზი­დენ­ტთან, მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან, ისი­ნი იმ სათ­ნო­ე­ბის სახ­ლშიც იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლეს, რო­მელ­საც გი­ორ­გი და­ეხ­მა­რა. გი­ორ­გის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქთან... ამის შემ­დეგ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ყური მოკ­რა ამ ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბავს და გი­ორ­გი ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის კურ­სებ­ზე ტრე­ი­ნინ­გებ­ზე და­სას­წრე­ბად მი­იწ­ვი­ეს. ლე­ვან­მა და თე­მუ­კა­მაც მო­ინ­დო­მეს ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბა...

- სა­ერ­თოდ, ჰო­ლან­დი­ას რო­გორ და­უ­კავ­შირ­დით?

- ჰო­ლან­დი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, ვცხოვ­რობ­დი, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რომ გა­ვი­ცა­ნი. მერე დავ­ქორ­წინ­დით და სინ­გა­პურ­ში გა­და­ვე­დით... დღეს მე­უღ­ლე ერთ-ერთ დიდ ქი­მი­ურ ჰო­ლან­დი­ურ-შვე­დურ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია... როცა გა­ვი­ცა­ნი, მხო­ლოდ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, და­წი­ნა­უ­რე­ბის შემ­დეგ კი, აზი­ის 36 ქვე­ყა­ნა, ავ­სტრა­ლია და ახა­ლი ზე­ლან­დია ჩა­ა­ბა­რეს, რო­გორც გი­თხა­რით, მა­შინ სინ­გა­პურ­ში ვცხოვ­რობ­დით.

შემ­დეგ უკვე სამ­ხრეთ ამე­რი­კის ბაზ­რე­ბიც მი­ან­დეს - 4 წელი ჩი­კა­გო­ში ვი­ცხოვ­რეთ. მერე კი­დევ და­ა­წი­ნა­უ­რეს და სამი წლით შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ვე­დით, რად­გა­ნაც უკვე გლო­ბა­ლუ­რად ევ­რო­პა-აზია-ამე­რი­კის ბაზ­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა იყო მისი საქ­მე. ბოლო 6 წე­ლია, ამ­სტერ­დამ­ში ვცხოვ­რობთ..." - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი თიკა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სია. შემ­დეგ რო­გორც გვი­თხრა, ჰო­ლან­დი­ა­ში გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პათმცოდ­ნე­ო­ბის გან­ხრით სწავ­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ტუ­რიზ­მის... არის ბიზ­ნეს­მე­ნი, აქვს სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია, რომ­ლიც, 2001 წლი­დან პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს სა­ქარ­თვე­ლოს არა მარ­ტო ჰო­ლან­დი­ა­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ტუ­რის­ტი ჰყავს შე­მოყ­ვა­ნი­ლი, მათ შო­რის, პირ­ვე­ლად აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან - სინ­გა­პუ­რი, მა­ლა­ი­ზია, ინ­დო­ნე­ზია, ტა­ი­ლან­დი, ბრუ­ნეი... "2004 წელს კომ­პა­ნია ამის გამო და­ჯილ­დოვ­და. არა­ერ­თი ბა­ზა­რი ავით­ვი­სეთ. ჩა­მოგ­ვყავს ტუ­რის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზენ­ტა­ციო პრო­ექ­ტებს ვმარ­თავ აზი­ა­ში, ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში... ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბი­სას კი მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნე­ბის მქო­ნე ტუ­რის­ტე­ბი შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ", - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი თიკა.

რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, ბიზ­ნე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, 6 წე­ლია, ჰო­ლან­დი­ა­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და სა­სუ­ლი­ე­რი­ე­რო ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ბელ­გი­ა­სა და ჰო­ლან­დი­ის მე­უ­ფე დო­სი­თე­ოს­თან ერ­თად. აქვთ ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სია. ყვე­ლა­ფე­რი სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვა­ტა­რებთ. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი იმ ეკ­ლე­სი­ა­ში სტი­ქა­რო­სა­ნია. მუ­შა­ობს ასე­ვე საკ­ვი­რაო სკო­ლა, სა­დაც გვაქვს ჭად­რა­კის, ის­ტო­რი­ის, კუ­ლი­ნა­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. საკ­ვი­რაო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია დე­და­ჩე­მი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვეთ­ლებს ატა­რებს. ვმარ­თავთ კონ­ცერ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლო­დან ვიწ­ვევთ მომ­ღერ­ლებს. ვა­ტა­რებთ აფხა­ზე­თის დღე­ებს, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ფეს­ტი­ვალს და უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბას", - გვიყ­ვე­ბა თიკა სვა­ნი­ძე-ვენ­კო, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შვი­ლებს პი­რა­დი მა­გა­ლი­თით ას­წავ­ლა გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, რაც რო­გორც ამ­ბობს, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lexanna
1
თქვენ გაიხარეტ! სულ სიიკეტე და სიახარული გქონოდეტ ოჯახში
ლია
0
გაიხარეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ საქვეყნო საქმის განხორციელებაში.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც საქართველოში გაჭირვებულ მოხუცებს ეხმარება და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს

ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც საქართველოში გაჭირვებულ მოხუცებს ეხმარება და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს

სიახლე არ არის, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა უამრავი ქართველი ცხოვრობს და შეძლებისდაგვარად, ცდილობს, თავის ქვეყანას, ოჯახს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს მატერიალურად დაეხმაროს, რაც თავისთავად ღირსეული საქციელია. ამჟამად, ერთი ასეთი ოჯახის შესახებ უნდა გიამბოთ, რომელიც ამსტერდამში ცხოვრობს და რომლის წევრებიც, არა მხოლოდ მშობლები - სამივე, არასრულწლოვანი შვილი ქველმოქმედია. ბავშვები სიღნაღის რაიონის სოფლების სათნოების სახლებს ეხმარებიან. ვენკოების ამბავს მათი დედა, ბიზნესმენი თიკა სვანიძე-ვენკო გვიამბობს:

- ისე, მოხდა, რომ სამ წელიწადში სამი ბიჭი - გიორგი, ლევანი და თემური გავაჩინე. დღესდღეობით ამსტერდამის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები არიან... ჩემს ბიზნესთან ერთად, თავიდანვე ქველმოქმედებას ვეწევი როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ბავშვები სულ მეუბნებიან - დედიკო, მაინც სულ საქართველოზე ფიქრობო. ეტყობა, ამის შემხედვარე გიორგიმ, 12 წლის იყო, სურვილი რომ გამოთქვა, მეც მინდა, საქართველოს დავეხმაროო. ბავშვები აქ წელიწადში 4-ჯერ ჩამომყავს, შესაბამისად, საქართველოს კარგად იცნობენ. მოკლედ, გიორგის ვუთხარი, - საქართველოში რომ ჩავალთ, - მოვიკითხოთ, კახეთში დახმარება განსაკუთრებულად ვის სჭირდება-მეთქი. ჩვენთან ახლოს, სიღნაღის რაიონის სოფელი ბროწლიანში სათნოების სახლი აღმოვაჩინეთ, სადაც 24 შშმ პირი ჰყავთ. გიორგიმ მათ ინტერვიუები ჩამოართვა და შეიტყო - რა სჭირდებოდათ.

პრობლემა ჰქონდათ, - წყალს ყიდულობდნენ და კვირაში 250 ევრო უჯდებოდათ. ასევე არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა, ხელით რეცხავდნენ, მესამე - მათი პრობლემა კი დაზიანებული სახურავი იყო, წყალი ჩამოსდიოდათ.

ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი

საქართველოდან ჰოლანდიაში ჩასულმა გიორგიმ საქველმოქმედო ფონდი „დავეხმაროთ საქართველოს“ ჩამოაყალიბა და თავის სკოლას უთხრა, რომ ადამიანებს დახმარება სჭირდებოდათ. ამ თემაზე დაიწყო პრეზენტაციების გამართვაც. კლუბი ჩამოაყალიბა და მეგობრებს მისწერა, - ვისაც გაწევრიანება უნდა, 200 ევრომდე უნდა შემოიტანოთო. ფონდში ასევე თანხები ჩაირიცხა ჰოლანდიაში ქართველი მომღელების მიერ ჩატარებული კონცერტებიდან.

ამრიგად, პირველად 11.000 ევრო მოაგროვა, რომელიც 150-მეტრიანი ჭაბურღილის გაყვანას მოხმარდა და სარეცხი მანქანაც უყიდა. შემდეგ ისევ გააგრძელა პრეზენტაციები და სულ რაღაც წელიწად-ნახევარში მოაგროვა დანარჩენი საჭირო თანხა. 22.000 ევრო სახურავისთვის შეგროვდა, სახურავიც გამოიცვალა და სათნოების სახლს შესაძლებლობა მიეცა, მეორე სართულიც დაეტვირთა. მათ 25 ბენეფიციარი დაემატებათ. ასევე შენობას გამოეცვალა კარ-ფანჯარა - მეტალოპლასტმასი ჩაისვა, რაც 3.000 ევრო დაჯდა. შენობის ფასადიც ჩამონგრეული იყო, კაპიტალურად გარემონტდა და შეიღება. მათი კიდევ ერთი სურვილია - მზის გამათბობელი სისტემა შევუძინოთ და დავუმონტაჟოთ...

- ფონდში შემომწირველები ჰოლანდიელები არიან?

- დიახ, ასევე ამერიკელებიც, - ჩემს შვილებს ბებია ჰყავთ ამერიკელი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტია, მისი მეშვერობითაც და ასევე გიორგის ბიძაშვილებმა ნიუ-იორკის სკოლაში ჩაატარეს პრეზენტაციები და თანხის ნაწილი იქიდანაც მოგროვდა.

- ე.ი. ამ ინიციატივაში სიმოვნებით და საკუთარი ნება-სურვილით ჩაერთო ხალხი, ხომ?..

- კი, მერე ასეთი რამ მოხდა - ჩემს შვილებს, სამივეს - 10 წლის ლევანს და 11 წლის თემურსაც გაუჩნდათ სურვილი, რაღაცით ესიამოვნებინათ ადამიანებისთვის და შევიტყვეთ, რომ სიღნაღის რაიონს ასეთი 7 სათნოების სახლი ჰქონია. ჰოდა, ლევანიკომ წნორის სახლი აიღო საპატრონოდ, თემუკამ კი - ბოდბისხევის (ყველა მოხუცთა თავშესაფარია)...

- გიორგი, ამ ზაფხულს, გაწეული ქველმოქმედებისთვის როგორც ყველაზე ახალგაზრდა ემიგრანტი, დაუჯილდოებით...

- 5 ივლისს, როგორც წარმატებული ემიგრანტი, პროექტის „წარმატებული ემიგრანტის“ ფარგლებში დააჯილდოეს როგორც "ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედი". ღონისძიება ასოციაცია „დიასპორა სახლის“ მიერ განხორციელდა, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. გიორგის შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან, ისინი იმ სათნოების სახლშიც იყვნენ ჩასულები, მოინახულეს, რომელსაც გიორგი დაეხმარა. გიორგის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პატრიარქთან... ამის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტმა ყური მოკრა ამ ქველმოქმედების შესახებ ამბავს და გიორგი ბიზნესისა და მეწარმეობის კურსებზე ტრეინინგებზე დასასწრებად მიიწვიეს. ლევანმა და თემუკამაც მოინდომეს ტრენინგებზე დასწრება...

- საერთოდ, ჰოლანდიას როგორ დაუკავშირდით?

- ჰოლანდიაში ვსწავლობდი, ვცხოვრობდი, მომავალი მეუღლე რომ გავიცანი. მერე დავქორწინდით და სინგაპურში გადავედით... დღეს მეუღლე ერთ-ერთ დიდ ქიმიურ ჰოლანდიურ-შვედურ კომპანიაში მუშაობს, ვიცე-პრეზიდენტია... როცა გავიცანი, მხოლოდ ევროპის ქვეყნებზე იყო პასუხისმგებელი, დაწინაურების შემდეგ კი, აზიის 36 ქვეყანა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩააბარეს, როგორც გითხარით, მაშინ სინგაპურში ვცხოვრობდით.

შემდეგ უკვე სამხრეთ ამერიკის ბაზრებიც მიანდეს - 4 წელი ჩიკაგოში ვიცხოვრეთ. მერე კიდევ დააწინაურეს და სამი წლით შვეიცარიაში გადავედით, რადგანაც უკვე გლობალურად ევროპა-აზია-ამერიკის ბაზრის მეთვალყურეობა იყო მისი საქმე. ბოლო 6 წელია, ამსტერდამში ვცხოვრობთ..." - გვეუბნება ქალბატონი თიკა, რომელიც პირველი პროფესიით მუსიკოსია. შემდეგ როგორც გვითხრა, ჰოლანდიაში გრონინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთევროპათმცოდნეობის განხრით სწავლობდა, მოგვიანებით კი ტურიზმის... არის ბიზნესმენი, აქვს საკუთარი კომპანია, რომლიც, 2001 წლიდან პოპულარიზაციას უწევს საქართველოს არა მარტო ჰოლანდიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ამბობს, რომ საქართველოში ბევრი ტურისტი ჰყავს შემოყვანილი, მათ შორის, პირველად აზიის ქვეყნებიდან - სინგაპური, მალაიზია, ინდონეზია, ტაილანდი, ბრუნეი... "2004 წელს კომპანია ამის გამო დაჯილდოვდა. არაერთი ბაზარი ავითვისეთ. ჩამოგვყავს ტურისტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, საქართველოს საპრეზენტაციო პროექტებს ვმართავ აზიაში, ამერიკასა და ევროპაში... ამერიკაში ცხოვრებისას კი მაღალი მოთხოვნების მქონე ტურისტები შემოვიყვანეთ", - აღნიშნავს ქალბატონი თიკა.

როგორც რესპონდენტი ამბობს, ბიზნესის პარალელურად, 6 წელია, ჰოლანდიაში ქართული კულტურისა და სასულიერიერო ცენტრის დამფუძნებელია ბელგიასა და ჰოლანდიის მეუფე დოსითეოსთან ერთად. აქვთ ჯვართამაღლების ეკლესია. ყველაფერი საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

"ბევრ ღონისძიებას ვატარებთ. ჩემი უფროსი შვილი გიორგი იმ ეკლესიაში სტიქაროსანია. მუშაობს ასევე საკვირაო სკოლა, სადაც გვაქვს ჭადრაკის, ისტორიის, კულინარიის გაკვეთილები. საკვირაო სკოლის მასწავლებელია დედაჩემი, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთლებს ატარებს. ვმართავთ კონცერტებს, საქართველოდან ვიწვევთ მომღერლებს. ვატარებთ აფხაზეთის დღეებს, ქართული თეატრის ფესტივალს და უამრავი ღონისძიებას", - გვიყვება თიკა სვანიძე-ვენკო, ადამიანი, რომელმაც შვილებს პირადი მაგალითით ასწავლა გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რაც როგორც ამბობს, ოჯახის ყველა წევრს სიამოვნებას ანიჭებს.

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა