სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ფესტივალი "ღამის სერენადების" მორიგი კონცერტი ბათუმში გაიმართება
დღეს ფესტივალი "ღამის სერენადების" მორიგი კონცერტი ბათუმში გაიმართება

27 აგ­ვის­ტოს, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში გაგ­რძელ­დე­ბა. კონ­ცერ­ტის პირ­ველ ნა­წილ­ში შეს­რულ­დე­ბა დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩის კა­მე­რუ­ლი სიმ­ფო­ნია რო­მელ­საც უდი­რი­ჟო­რებს სა­ბერ­ძნე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი პან­ტე­ლის კო­გი­ა­მი­სი.,ხოლო მე­ო­რე ნა­წილ­ში ანა ლიზა ბეზ­როდ­ნი და იან ერიკ გუს­ტავ­სო­ნი შას­რუ­ლე­ბენ ზოლ­ტან კო­და­ის დუ­ეტს ვი­ო­ლი­ო­ნო­სა და ჩე­ლო­სათ­ვის ,ან­ტო­ნიო ვი­ვალ­დის ორ­მაგ კონ­ცერტს ვი­ო­ლი­ნო­სა და ჩე­ლოს­თვის ,ან­ტო­ნიო ვი­ვალ­დის ორ­მაგ კონ­ცერტს ჩე­ლოს­თვის ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი ვირ­ტუ­ო­ზე­ბის დუ­ე­ტი.

გთა­ვა­ზობთ 27 აგ­ვის­ტოს სრულ პროგ­რა­მას:

დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩი – კა­მე­რუ­ლი სიმ­ფო­ნია

ანტრაქ­ტი

მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი – ვირ­ტუ­ო­ზე­ბის დუ­ე­ტი­ზოლ­ტან კო­დაი – დუ­ე­ტი ვი­ო­ლი­ნო­სა და ჩე­ლოს­თვი­სან­ტო­ნიო ვი­ვალ­დი – ორ­მა­გი კონ­ცერ­ტი ვი­ო­ლი­ნო­სა და ჩე­ლოს­თვის, R547ან­ტო­ნიო ვი­ვალ­დი – ორ­მა­გი კონ­ცერ­ტი ჩე­ლოს­თვის, RV531ანა-ლიზა ბეზ­როდ­ნი–ვი­ო­ლი­ნო­ი­ან ერიკ გუს­ტავ­სო­ნი – ჩე­ლო­კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი “სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“პან­ტე­ლის კო­გი­ა­მი­სი –მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი

კონ­ცერ­ტი ეძღვნე­ბა ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნის რუ­დოლფ ბარ­შა­ის 95 წლის იუ­ბი­ლეს. კონ­ცერ­ტზე ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ნა­წყვე­ტე­ბი ოლეგ დორ­მა­ნის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­დან „ნოტი, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა რუ­დოლფ ბარ­შა­ის ცხოვ­რე­ბას. შოს­ტა­კო­ვი­ჩის „კა­მე­რუ­ლი სიმ­ფო­ნია“ თა­ვი­დან და­ი­წე­რა და სრულ­დე­ბო­და რო­გორც სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტი No. 8. რუ­დოლფ ბარ­შა­იმ პირ­ველ­მა გა­ა­კე­თა კვარ­ტე­ტის არან­ჟი­რე­ბა სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრის­თვის.

კონ­ცერ­ტის რე­ჟი­სო­რი – ნარ­გი­ზა გარ­და­ფხა­ძე

დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩი – კა­მე­რუ­ლი სიმ­ფო­ნია

ნა­წარ­მო­ე­ბი კომ­პო­ზი­ტო­რის ცხოვ­რე­ბა­ში ორი ტრავ­მუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ და­ი­წე­რა: ერთი, რო­დე­საც მას და­უს­ვეს ამიტრო­ფი­უ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და მე­ო­რე, იგი იძუ­ლე­ბით გახ­და კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი. იმ დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ნა­წარ­მო­ე­ბი ეძღვნე­ბა “მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს და ფა­შიზ­მის მსხვერ­პლთ”; მისი ვა­ჟიშ­ვი­ლი, მაქ­სი­მი გან­მარ­ტავს, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი არა მარ­ტო ფა­შიზ­მის, არა­მედ ყვე­ლა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მსხვერ­პლთ ეძღვნე­ბა, ხოლო ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ლი­ნა თვლი­და, რომ ავ­ტორ­მა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი სა­კუ­თარ თავს მი­უ­ძღვნა და ყვე­ლა სხვა ვერ­სია საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­თხზუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია იყო. შოს­ტა­კო­ვი­ჩის მე­გო­ბა­რი, ლევ ლე­ბინ­სკი კი წერს, რომ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის იმ­დრო­ინ­დელ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ხა­ტავს და რომ მა­შინ კომ­პო­ზი­ტორს თვით­მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი.

კა­მე­რუ­ლი სიმ­ფო­ნია დრეზ­დენ­ში და­ი­წე­რა, სა­დაც შოს­ტა­კო­ვი­ჩი იმ­ყო­ფე­ბო­და საბ­ჭო­თა და გერ­მა­ნელ კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­თან, ერ­თობ­ლი­ვი ფილ­მის ფილ­მის „ხუთი დღე , ხუთი ღამე“ გა­და­ღე­ბა­ზე. ფილ­მი ეძღვნე­ბო­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს დრეზ­დე­ნის და­ბომბვას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ,რომ კონ­ცერტს და­ეს­წრე­ბა რუ­დოლფ ბარ­შა­ის ქვრი­ვი ელე­ნა ბარ­შაი რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩა­მოფ­რინ­და შვე­ი­ცა­რი­ი­დან ქა­ლაქ ბა­თუმ­ში.ვი­ვალ­დის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ი­მარ­თე­ბა ლელა სა­რიშ­ვი­ლის წყალ­ზე ხატ­ვის პერ­ფორ­მან­სი . ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნი ა– „არტ ალი­ან­სი“.

ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რია ნინა ცა­გა­რე­ლი

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან – სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო; ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო;

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია – კომ­პა­ნია „არდი“.

პარტნი­ო­რე­ბი – კომ­პა­ნია „თე­ლა­სი“; ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი ; ქარ­თუ­ლი ბრენ­დი „მარი გოლ­დი“; პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვის­კი „ჯიმ­შე­რი“; ღვი­ნის კომ­პა­ნია „როალ ხვან­ჭკა­რა“; კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“; პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ლუ­ტე­ცია“",არო­მა­ტე­კა“, „პალ­მა აპარ­ტა­მენ­ტი“.

პრო­ექ­ტის მე­დია-მხარ­დამ­ჭე­რე­ბი – აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია; სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი; ტე­ლე­ი­მე­დი; TVპირ­ვე­ლი; „არ­ტა­რეა“ – პირ­ვე­ლი არხი კულ­ტუ­რა­ზე; ციფ­რუ­ლი და მე­დია მარ­კე­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო "კლი­პარ­ტი”; „ამ­ბე­ბი.GE“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ-ტა­ი­მი“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „GHN“, ინ­ტერ­ნეტ მე­დია ჯგუ­ფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“; ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ცე­მა “The Messenger”; ვი­დეო-პორ­ტა­ლი “myvideo.ge”; ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“; გა­ზე­თი „აჭა­რა“; რა­დიო ჰოლ­დინ­გი „ფორ­ტუ­ნა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დღეს ფესტივალი "ღამის სერენადების" მორიგი კონცერტი ბათუმში გაიმართება

დღეს ფესტივალი "ღამის სერენადების" მორიგი კონცერტი ბათუმში გაიმართება

27 აგვისტოს, კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდება. კონცერტის პირველ ნაწილში შესრულდება დიმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია რომელსაც უდირიჟორებს საბერძნეთიდან მოწვეული დირიჟორი პანტელის კოგიამისი.,ხოლო მეორე ნაწილში ანა ლიზა ბეზროდნი და იან ერიკ გუსტავსონი შასრულებენ ზოლტან კოდაის დუეტს ვიოლიონოსა და ჩელოსათვის ,ანტონიო ვივალდის ორმაგ კონცერტს ვიოლინოსა და ჩელოსთვის ,ანტონიო ვივალდის ორმაგ კონცერტს ჩელოსთვის ასევე გაიმართება მუსიკალური დიალოგი ვირტუოზების დუეტი.

გთავაზობთ 27 აგვისტოს სრულ პროგრამას:

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია

ანტრაქტი

მუსიკალური დიალოგი – ვირტუოზების დუეტიზოლტან კოდაი – დუეტი ვიოლინოსა და ჩელოსთვისანტონიო ვივალდი – ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის, R547ანტონიო ვივალდი – ორმაგი კონცერტი ჩელოსთვის, RV531ანა-ლიზა ბეზროდნი–ვიოლინოიან ერიკ გუსტავსონი – ჩელოკამერული ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები“პანტელის კოგიამისი –მოწვეული დირიჟორი

კონცერტი ეძღვნება ცნობილი მევიოლინის რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილეს. კონცერტზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ოლეგ დორმანის დოკუმენტური ფილმიდან „ნოტი, რომელიც ეძღვნება რუდოლფ ბარშაის ცხოვრებას. შოსტაკოვიჩის „კამერული სიმფონია“ თავიდან დაიწერა და სრულდებოდა როგორც სიმებიანი კვარტეტი No. 8. რუდოლფ ბარშაიმ პირველმა გააკეთა კვარტეტის არანჟირება სიმებიანი ორკესტრისთვის.

კონცერტის რეჟისორი – ნარგიზა გარდაფხაძე

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია

ნაწარმოები კომპოზიტორის ცხოვრებაში ორი ტრავმული მოვლენის შემდეგ დაიწერა: ერთი, როდესაც მას დაუსვეს ამიტროფიული სკლეროზის დიაგნოზი და მეორე, იგი იძულებით გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. იმ დროს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნაწარმოები ეძღვნება “მეორე მსოფლიო ომს და ფაშიზმის მსხვერპლთ”; მისი ვაჟიშვილი, მაქსიმი განმარტავს, რომ ნაწარმოები არა მარტო ფაშიზმის, არამედ ყველა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთ ეძღვნება, ხოლო ქალიშვილი გალინა თვლიდა, რომ ავტორმა ეს ნაწარმოები საკუთარ თავს მიუძღვნა და ყველა სხვა ვერსია საბჭოთა ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ შეთხზული ინტერპრეტაცია იყო. შოსტაკოვიჩის მეგობარი, ლევ ლებინსკი კი წერს, რომ ეს ნაწარმოები ავტორის იმდროინდელ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს და რომ მაშინ კომპოზიტორს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.

კამერული სიმფონია დრეზდენში დაიწერა, სადაც შოსტაკოვიჩი იმყოფებოდა საბჭოთა და გერმანელ კინომატოგრაფისტებთან, ერთობლივი ფილმის ფილმის „ხუთი დღე , ხუთი ღამე“ გადაღებაზე. ფილმი ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენის დაბომბვას.

აღსანიშნავია ,რომ კონცერტს დაესწრება რუდოლფ ბარშაის ქვრივი ელენა ბარშაი რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა შვეიცარიიდან ქალაქ ბათუმში.ვივალდის ნაწარმოებების შესრულების პარალელურად გაიმართება ლელა სარიშვილის წყალზე ხატვის პერფორმანსი . ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია“",არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო "კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება