პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 აგვისტოს ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა
25 აგვისტოს ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ პირ­ველ კონ­ცერ­ტზე შეს­რულ­და პეტ­რე ჩა­ი­კოვ­სკის სე­რე­ნა­და, სე­მუ­ელ ბარ­ბე­რის ადა­ჟიო სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრის­თვის და დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი No.1.

მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­სდგნენ სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე (ფორ­ტე­პი­ა­ნო), და­ვით შა­მა­ნა­უ­რი (საყ­ვი­რი) და დი­რი­ჟო­რი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

კონ­ცერ­ტის და­სას­რულს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა მუ­სი­კო­სებს და გულ­წრფელ ოვა­ცი­ებს არ იშუ­რებ­და. მსმე­ნე­ლი დიდ­ხანს უკ­რავ­და ტაშს და არ ცხრე­ბო­და ”ბრა­ვოს” შე­ძა­ხი­ლე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლი მისი აღ­დგე­ნი­დან მე-11 წე­ლია იმარ­თე­ბა და მისი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არი­ან ლი­ა­ნა და გი­ორ­გი ისა­კა­ძე­ე­ბი.

გი­ორ­გი ისა­კა­ძე, “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის” სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

“დას­რულ­და ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ვე­ლი გას­ვლი­თი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. ბედ­ნი­ე­რი ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სო­ლის­ტებს და გა­მოვ­ყო ჩვე­ნი ორ­კესტრი, რო­მე­ლიც შედ­გა მუ­სი­კა­ლურ სხე­უ­ლად და მას სული შთა­ბე­რა ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, მისი დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ. წინ უსა­ინ­ტე­რე­სო­ე­სი კონ­ცერ­ტე­ბი გვე­ლო­დე­ბა. ვაგ­რძე­ლებთ 27 აგ­ვის­ტოს…”

სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე, პი­ა­ნის­ტი:

“ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცერ­ტი იყო. ვფიქ­რობ, პუბ­ლი­კა ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. ორი­გი­ნა­ლუ­რი პროგ­რა­მა გვქონ­და, ჩა­ი­კოვ­სკის მშვე­ნი­ე­რი სე­რე­ნა­და, ბარ­ბე­რის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­ჯიო სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კეს­ტის­თვის… ბა­თუმ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი კონ­ცერ­ტით, 27 აგ­ვის­ტოს იან ერიკ გუს­ტავ­სონ­თან და ანა ლიზა ბეზ­როდ­ნის­თან ერ­თად კლა­ვი­სი­ნის პარ­ტი­ას შე­ვას­რუ­ლებ”.

ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, დი­რი­ჟო­რი:

“პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ორ­კესტრმა გა­ა­მარ­თლა თა­ვი­სი სა­ხე­ლი – ვირ­ტუ­ო­ზე­ბი, ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად და­უკ­რეს მთე­ლი პროგ­რა­მა, რო­გორც ჩა­ი­კოვ­სკის სე­რე­ნა­და, ასე­ვე ბარ­ბე­რის ადა­ჯიო. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დია, კო­ლე­გი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან, გან­წყო­ბა ფან­ტას­ტი­კუ­რია. სო­ლის­ტმა სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძემ ბრწყინ­ვა­ლედ და­უკ­რა შოპს­ტა­კო­ვი­ჩის კონ­ცერ­ტი, ასე­ვე და­ვით შა­მა­ნა­ურ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლა საყ­ვირ­ზე და პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წია მას. ტრი­უმ­ფა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო ლე­გენ­და­რუ­ლი ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ფეს­ტი­ვა­ლი…”

და­ვით შა­მა­ნა­უ­რი, მე­საყ­ვი­რე:

”ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. პუბ­ლი­კა თბი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. ეს ჩემი და სან­დროს დე­ბი­უ­ტია. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. შე­ვას­რუ­ლეთ შოს­ტა­კო­ვი­ჩის პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი საყ­ვი­რი­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თვის. მინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო ფეს­ტი­ვალს.”

სოფო ხალ­ვა­ში, ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლე:

“უკვე მე­თერ­თმე­ტე წე­ლია, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში იმარ­თე­ბა ეს ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბია თა­ნამ­შრომ­ლობს ბა­თუ­მის მე­რია. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფეს­ტი­ვა­ლი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის და მის მხარ­და­ჭე­რას ჩვენ მო­მა­ვალ­შიც გან­ვაგ­რძობთ.”

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია – „არტ ალი­ან­სი“. ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­ლავთ ნინა ცა­გა­რე­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან – სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო; ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო;

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია – კომ­პა­ნია „არდი“.

პარტნი­ო­რე­ბი – კომ­პა­ნია „თე­ლა­სი“; ქარ­თუ­ლი ბრენ­დი „მარი გოლ­დი“; პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვის­კი „ჯიმ­შე­რი“; ღვი­ნის კომ­პა­ნია „როალ ხვან­ჭკა­რა“; კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“; პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ლუ­ტე­ცია“",არო­მა­ტე­კა“, „პალ­მა აპარ­ტა­მენ­ტი“.

პრო­ექ­ტის მე­დია-მხარ­დამ­ჭე­რე­ბი – აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია; სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი; ტე­ლე­ი­მე­დი; TVპირ­ვე­ლი; „არ­ტა­რეა“ – პირ­ვე­ლი არხი კულ­ტუ­რა­ზე; ციფ­რუ­ლი და მე­დია მარ­კე­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო "კლი­პარ­ტი”; „ამ­ბე­ბი.GE“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ-ტა­ი­მი“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „GHN“, ინ­ტერ­ნეტ მე­დია ჯგუ­ფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“; ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ცე­მა “The Messenger”; ვი­დეო-პორ­ტა­ლი “myvideo.ge”; ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“; გა­ზე­თი „აჭა­რა“; რა­დიო ჰოლ­დინ­გი „ფორ­ტუ­ნა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

25 აგვისტოს ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა

25 აგვისტოს ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პირველ კონცერტზე შესრულდა პეტრე ჩაიკოვსკის სერენადა, სემუელ ბარბერის ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No.1.

მსმენელის წინაშე წარსდგნენ სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), დავით შამანაური (საყვირი) და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.

კონცერტის დასასრულს აღფრთოვანებული დარბაზი ფეხზე წამოუდგა მუსიკოსებს და გულწრფელ ოვაციებს არ იშურებდა. მსმენელი დიდხანს უკრავდა ტაშს და არ ცხრებოდა ”ბრავოს” შეძახილები.

ფესტივალი მისი აღდგენიდან მე-11 წელია იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

“დასრულდა ჩვენი ფესტივალის პირველი გასვლითი კონცერტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ბედნიერი ვარ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სოლისტებს და გამოვყო ჩვენი ორკესტრი, რომელიც შედგა მუსიკალურ სხეულად და მას სული შთაბერა ვახტანგ მაჭავარიანმა, მისი დიდი მადლობელი ვარ. წინ უსაინტერესოესი კონცერტები გველოდება. ვაგრძელებთ 27 აგვისტოს…”

სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:

“ძალიან საინტერესო კონცერტი იყო. ვფიქრობ, პუბლიკა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ორიგინალური პროგრამა გვქონდა, ჩაიკოვსკის მშვენიერი სერენადა, ბარბერის ძალიან ცნობილი ადაჯიო სიმებიანი ორკესტისთვის… ბათუმში პირველად ჩამოვედი კონცერტით, 27 აგვისტოს იან ერიკ გუსტავსონთან და ანა ლიზა ბეზროდნისთან ერთად კლავისინის პარტიას შევასრულებ”.

ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ორკესტრმა გაამართლა თავისი სახელი – ვირტუოზები, ვირტუოზულად დაუკრეს მთელი პროგრამა, როგორც ჩაიკოვსკის სერენადა, ასევე ბარბერის ადაჯიო. ძალიან მიხარია, რომ არაჩვეულებრივი გუნდია, კოლეგიალურები არიან, განწყობა ფანტასტიკურია. სოლისტმა სანდრო ნებიერიძემ ბრწყინვალედ დაუკრა შოპსტაკოვიჩის კონცერტი, ასევე დავით შამანაურმა შესანიშნავად შეასრულა საყვირზე და პარტნიორობა გაუწია მას. ტრიუმფალური წარმატებით დაიწყო ლეგენდარული ლიანა ისაკაძის ფესტივალი…”

დავით შამანაური, მესაყვირე:

”ძალიან ბედნიერი ვარ. პუბლიკა თბილი და განსაკუთრებული იყო. ეს ჩემი და სანდროს დებიუტია. ძალიან ნიჭიერია. შევასრულეთ შოსტაკოვიჩის პირველი კონცერტი საყვირისა და ფორტეპიანოსთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ფესტივალს.”

სოფო ხალვაში, ბათუმის მერის მოადგილე:

“უკვე მეთერთმეტე წელია, ქალაქ ბათუმში იმართება ეს ფესტივალი, რომელთანაც წლებია თანამშრომლობს ბათუმის მერია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი ჩვენი ქალაქისთვის და მის მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ.”

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია – „არტ ალიანსი“. ფესტივალის დირექტორი გახლავთ ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია“",არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო "კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება