პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა სარეველა ბალახების დაწვა და როგორ ცვლის ეს ნიადაგს - ეკოლოგების რეკომენდაციები გლეხებს
შეიძლება თუ არა სარეველა ბალახების დაწვა და როგორ ცვლის ეს ნიადაგს - ეკოლოგების რეკომენდაციები გლეხებს

შე­მოდ­გო­მა გვი­ახ­ლოვ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სოფ­ლად მალე მო­სავ­ლის აღე­ბას და­ი­წყე­ბენ. სი­მინდს მო­ამ­ტვრე­ვენ, ხორ­ბალს მომ­კი­ან, ნარ­ჩე­ნებს კი ცე­ცხლს წა­უ­კი­დე­ბენ იმის იმე­დად, რომ მო­მა­ვალ წელს იმა­ვე ნი­ა­დაგ­ზე უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლი მოვა... ჩემი ბავ­შვო­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბა ღა­მის სიბ­ნე­ლე­ში ცე­ცხლის ალით გა­ნა­თე­ბუ­ლი ალაზ­ნის ვე­ლია, ცე­ცხლის ენე­ბი შორს ვარ­სკვლა­ვე­ბი­ვით რომ ელავ­დნენ. ამ სა­ნა­ხა­ო­ბას ჩემი მო­უს­ვე­ნა­რი ყუ­რა­დღე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მი­ჯაჭ­ვაც კი შე­ეძ­ლო, მაგ­რამ მა­შინ არ ვი­ცო­დი, რომ ის, რაც ჩემ­თვის თვალ­წარმ­ტა­ცი იყო, ბუ­ნე­ბას გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ ზი­ანს აყე­ნებ­და.

მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და, თუმ­ცა შე­მოდ­გო­მა­ზე, ღამ-ღა­მო­ბით ჩემი აივ­ნი­დან ალაზ­ნის ვე­ლის ხედი ჯერ კი­დევ არ შეც­ვლი­ლა, სივ­რცე­ში ცე­ცხლის ენე­ბის და­ნახ­ვა ისევ შე­იძ­ლე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მრა­ვალ­წლი­ან ტრა­დი­ცი­ას ჯერ კი­დევ ვერ უღა­ლა­ტეს. მაგ­რამ იქ­ნებ ეს სწო­რედ ის წე­სია, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა თა­მა­მად უნდა შე­ე­ლი­ოს, იმის­თვის, რომ გა­რე­მო და­იც­ვას და ნი­ა­და­გის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოსტსაც წა­ვა­წყდი, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცა ჩემი მო­საზ­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დროა, მი­წის გა­დაწ­ვის პრაქ­ტი­კა შო­რე­ულ წარ­სულს ჩა­ვა­ბა­როთ. პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დაგ­ვეწ­ვა ვე­ნა­ხი! პირ­ველ მო­სა­ვალს ვე­ლო­დით, მო­სა­ვალს ვინ ჩი­ვის, ახლა, მთა­ვა­რია ახა­შე­ნი გა­დარ­ჩეს! რო­დის უნდა მორ­ჩეს მინ­დვ­რე­ბის გა­დაწ­ვის პრაქ­ტი­კა! კი­დევ კარ­გი, რომ 20%-ზე მეტი არ არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ასე გვი­თხრეს, თქვენ რომ ნა­თი­ბი არ გა­მო­გაგ­ვთ, მა­გის ბრა­ლი­აო, არც კი გაგ­ვცი­ნე­ბია ამ კო­მენ­ტარ­ზე. იქ­ნებ რჩე­ვე­ბით დაგ­ვეხ­მა­როთ, თუ რო­გორ მო­ვუ­ა­როთ გა­დამ­წვარს?!"- წერს ახ­მე­ტის ღვი­ნის სახ­ლის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი".

კი­თხვით, თუ რა ზა­რალს აყე­ნებს ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაწ­ვა გა­რე­მოს და კონ­კრე­ტულ ნი­ა­დაგს, ეკო­ლო­გებს მივ­მარ­თეთ, რომ­ლე­ბიც ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან, რომ ეს ძა­ლი­ან ცუდი პრაქ­ტი­კაა გა­რე­მოს­თვის.

"ცე­ცხლი იწ­ვევს ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გის დაწ­ვას. ამ გზით ის ბუ­ნებ­რი­ვი ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან მცე­ნა­რე­ებს ზრდა­ში, საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს აწ­ვდი­ან მათ, პრაქ­ტი­კუ­ლად, იკარ­გე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი ორ­გა­ნიზ­მე­ბი აღარ არ­სე­ბო­ბენ ნი­ა­დაგ­ში, იწყე­ბა ნი­ა­და­გის დეგ­რა­და­ცია და ის კარ­გავს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რაც მას აქვს და რე­ა­ლუ­რად ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად ფერ­მე­რი ღა­რიბ­დე­ბა, რად­გან მას შე­ზღუ­დუ­ლი აქვს ის რე­სურ­სი, რო­მელ­ზეც უნდა მო­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ყი­დის და სა­ი­და­ნაც უნდა მი­ი­ღოს შემ­დეგ შე­მო­სა­ვა­ლი. სწო­რედ ამ ნი­ა­და­გის დეგ­რა­და­ცი­ის შე­დე­გია სა­ბო­ლო­ოდ ის, რომ ფერ­მე­რე­ბი ტო­ვე­ბენ თა­ვის მე­ურ­ნე­ო­ბებს, მი­დი­ან სხვა ად­გი­ლას სა­ცხოვ­რებ­ლად და ახა­ლი ნი­ა­და­გე­ბის ათ­ვი­სე­ბა უწევთ", - ამ­ბობს გა­რე­მოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი კახა ბახ­ტა­ძე, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ფერ­მე­რე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო აკე­თე­ბენ.

გა­რე­მოს დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფომ და იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა უნდა მი­ი­ღონ, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევრ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებს მი­წის გა­და­მუ­შა­ვე­ბის ახ­ლე­ბუ­რი, ნაკ­ლე­ბად სა­ზი­ა­ნო მე­თო­დე­ბი უნდა გა­აც­ნონ.

"ნი­ა­და­გის დაწ­ვა ფერ­მე­რის­თვის ნიშ­ნავს იმას, რომ ნაკ­ლე­ბი სა­რე­ვე­ლა ექ­ნე­ბა მო­მა­ვალ წელს. მე­ო­რე მიდ­გო­მა არის ის, რომ გა­მო­ი­ყე­ნოს ჰერ­ბი­ცი­დე­ბი ამ პრო­ცეს­ში, რაც ასე­ვე ქი­მი­უ­რი ჩა­რე­ვაა და ესეც ცალ­კე ზი­ანს აყე­ნებს ნი­ა­და­გი­სა და გა­რე­მოს ხა­რისხს. არ­სე­ბობს სხვა ტექ­ნი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფერ­მე­რებს უნდა ვას­წავ­ლოთ და მათ უნდა და­ნერ­გონ თა­ვი­ანთ მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იფიქ­როს, იმ ინ­სტი­ტუ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ. არ მგო­ნია, რომ ფერ­მე­რებს ნი­ა­და­გი­სა და ქარ­სა­ფა­რი ზო­ლე­ბის წვა ნორ­მა­ლურ პრო­ცე­სად მი­აჩ­ნდეთ. თუმ­ცა მათ არ იცი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ", - ამობს ბახ­ტა­ძე.

მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დეგ ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაწ­ვა რომ მავ­ნე პრაქ­ტი­კაა, აღ­ნიშ­ნავს ასე­ვე "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი" თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე:

"ამან უკვე გა­მო­იწ­ვია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ხან­ძრე­ბი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რად დარ­გუ­ლი ქარ­სა­ფა­რე­ბი, რო­მე­ლიც იცავ­და ნი­ა­დაგს და შენ­დე­ბო­და იმის­თვის, რომ მო­სა­ვა­ლი მი­ე­ღო მო­სახ­ლე­ო­ბას. რე­ა­ლუ­რად გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ისევ მი­მარ­თავს არ­ქა­ულ წესს და ფიქ­რობს, რომ თუ დაწ­ვავს ნარ­ჩენს, ამით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ნი­ა­და­გის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში სე­რი­ო­ზუ­ლად ფი­ტავს მას და იწ­ვევს ერო­ზი­ას. ეს არის ყოვ­ლად დამ­ღუპ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბე­ბის­თვის", - ამ­ბობს ნინო ჩხო­ბა­ძე.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, გა­რე­მო­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­წის რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ნინო ჩი­ქო­ვა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ფერ­მე­რე­ბი ამ აგ­რო­ნარ­ჩე­ნე­ბის დაწ­ვას ორი გა­რე­მო­ე­ბით ხსნი­ან - ერთი არის ის, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი უმ­ცირ­დე­ბათ და მე­ო­რე ის, რომ ფერ­ფლი ნი­ა­დაგს ამ­დიდ­რებს მი­ნე­რა­ლე­ბით. პრაქ­ტი­კა კი, ძი­რი­თა­დად, დე­დოფ­ლის­წყა­რო­სა და ში­რა­ქის ველ­ზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

"თუ ფერ­ფლს ნი­ა­დაგ­ში შე­ვი­ტანთ ეს ძა­ლი­ან კარ­გია, არა გა­დაწ­ვის გზით არა­მედ ხე­ლოვ­ნუ­რად - ის მი­ნე­რა­ლე­ბით მდიდ­რდე­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც ად­გილ­ზე ხდე­ბა დაწ­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ნი­ა­და­გის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა, ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ნი­ა­და­გის დეგ­რა­და­ცი­ას იწ­ვევს, რაც თა­ვის­თა­ვად ამ­ცი­რებს მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბას", - გან­მარ­ტავს ნინო ჩი­ქო­ვა­ნი.

მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით, უმ­ჯო­ბე­სია, ფერ­მე­რებ­მა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას მი­მარ­თონ და მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დეგ აგ­რო­ნარ­ჩე­ნე­ბი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ჩე­ხონ.

"ეს არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მათ­თვის. გარ­და ამი­სა, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ ნი­ა­და­გის კა­ნონ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­უ­წეს­დეთ მათ. ეს არ იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ ნი­ა­და­გის დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. თუ კა­ნო­ნის დაც­ვა არ მოხ­დე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში გაჩ­ნდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რი", - ამ­ბობს ჩი­ქო­ვა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა უკვე გა­დამ­წვა­რი ნი­ა­და­გის აღ­დგე­ნას, გა­რე­მო­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­წის რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის რჩე­ვით, მი­წის ნაკ­ვეთ­ზე ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნა უნდა მოხ­დეს და ნი­ა­და­გი ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დე­ბით აღ­დგეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შეიძლება თუ არა სარეველა ბალახების დაწვა და როგორ ცვლის ეს ნიადაგს - ეკოლოგების რეკომენდაციები გლეხებს

შეიძლება თუ არა სარეველა ბალახების დაწვა და როგორ ცვლის ეს ნიადაგს - ეკოლოგების რეკომენდაციები გლეხებს

შემოდგომა გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლად მალე მოსავლის აღებას დაიწყებენ. სიმინდს მოამტვრევენ, ხორბალს მომკიან, ნარჩენებს კი ცეცხლს წაუკიდებენ იმის იმედად, რომ მომავალ წელს იმავე ნიადაგზე უკეთესი მოსავალი მოვა... ჩემი ბავშვობიდან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოგონება ღამის სიბნელეში ცეცხლის ალით განათებული ალაზნის ველია, ცეცხლის ენები შორს ვარსკვლავებივით რომ ელავდნენ. ამ სანახაობას ჩემი მოუსვენარი ყურადღების რამდენიმე საათით მიჯაჭვაც კი შეეძლო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ის, რაც ჩემთვის თვალწარმტაცი იყო, ბუნებას გამანადგურებელ ზიანს აყენებდა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თუმცა შემოდგომაზე, ღამ-ღამობით ჩემი აივნიდან ალაზნის ველის ხედი ჯერ კიდევ არ შეცვლილა, სივრცეში ცეცხლის ენების დანახვა ისევ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებმა მრავალწლიან ტრადიციას ჯერ კიდევ ვერ უღალატეს. მაგრამ იქნებ ეს სწორედ ის წესია, რომელსაც მოსახლეობა თამამად უნდა შეელიოს, იმისთვის, რომ გარემო დაიცვას და ნიადაგის ნაყოფიერება შეინარჩუნოს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტსაც წავაწყდი, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, მიწის გადაწვის პრაქტიკა შორეულ წარსულს ჩავაბაროთ. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დაგვეწვა ვენახი! პირველ მოსავალს ველოდით, მოსავალს ვინ ჩივის, ახლა, მთავარია ახაშენი გადარჩეს! როდის უნდა მორჩეს მინდვრების გადაწვის პრაქტიკა! კიდევ კარგი, რომ 20%-ზე მეტი არ არის განადგურებული. ასე გვითხრეს, თქვენ რომ ნათიბი არ გამოგაგვთ, მაგის ბრალიაო, არც კი გაგვცინებია ამ კომენტარზე. იქნებ რჩევებით დაგვეხმაროთ, თუ როგორ მოვუაროთ გადამწვარს?!"- წერს ახმეტის ღვინის სახლის "ფეისბუქ-გვერდი".

კითხვით, თუ რა ზარალს აყენებს ნარჩენების გადაწვა გარემოს და კონკრეტულ ნიადაგს, ეკოლოგებს მივმართეთ, რომლებიც ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა გარემოსთვის.

"ცეცხლი იწვევს ნაყოფიერი ნიადაგის დაწვას. ამ გზით ის ბუნებრივი ორგანიზმები, რომლებიც ეხმარებიან მცენარეებს ზრდაში, საკვებ პროდუქტებს აწვდიან მათ, პრაქტიკულად, იკარგება. ბუნებრივი ორგანიზმები აღარ არსებობენ ნიადაგში, იწყება ნიადაგის დეგრადაცია და ის კარგავს იმ ღირებულებას, რაც მას აქვს და რეალურად ამ პროცესის შედეგად ფერმერი ღარიბდება, რადგან მას შეზღუდული აქვს ის რესურსი, რომელზეც უნდა მოიყვანოს თავისი პროდუქტი, რომელსაც ყიდის და საიდანაც უნდა მიიღოს შემდეგ შემოსავალი. სწორედ ამ ნიადაგის დეგრადაციის შედეგია საბოლოოდ ის, რომ ფერმერები ტოვებენ თავის მეურნეობებს, მიდიან სხვა ადგილას საცხოვრებლად და ახალი ნიადაგების ათვისება უწევთ", - ამბობს გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ფერმერები ამ ყველაფერს ინფორმაციის ნაკლებობის გამო აკეთებენ.

გარემოს დამცველი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა სახელმწიფომ და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ამ მიმართულებით ბევრ პროექტს ახორციელებენ და მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს მიწის გადამუშავების ახლებური, ნაკლებად საზიანო მეთოდები უნდა გააცნონ.

"ნიადაგის დაწვა ფერმერისთვის ნიშნავს იმას, რომ ნაკლები სარეველა ექნება მომავალ წელს. მეორე მიდგომა არის ის, რომ გამოიყენოს ჰერბიციდები ამ პროცესში, რაც ასევე ქიმიური ჩარევაა და ესეც ცალკე ზიანს აყენებს ნიადაგისა და გარემოს ხარისხს. არსებობს სხვა ტექნიკური მიდგომებიც, რომლებიც ფერმერებს უნდა ვასწავლოთ და მათ უნდა დანერგონ თავიანთ მეურნეობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იფიქროს, იმ ინსტიტუტებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. არ მგონია, რომ ფერმერებს ნიადაგისა და ქარსაფარი ზოლების წვა ნორმალურ პროცესად მიაჩნდეთ. თუმცა მათ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ", - ამობს ბახტაძე.

მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების გადაწვა რომ მავნე პრაქტიკაა, აღნიშნავს ასევე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:

"ამან უკვე გამოიწვია ძალიან სერიოზული ხანძრები დედოფლისწყაროში. ფაქტობრივად, განადგურებულია ხელოვნურად დარგული ქარსაფარები, რომელიც იცავდა ნიადაგს და შენდებოდა იმისთვის, რომ მოსავალი მიეღო მოსახლეობას. რეალურად გვაქვს მოცემულობა, რომ მოსახლეობა ისევ მიმართავს არქაულ წესს და ფიქრობს, რომ თუ დაწვავს ნარჩენს, ამით გააუმჯობესებს ნიადაგის მდგომარეობას, რომელიც სინამდვილეში სერიოზულად ფიტავს მას და იწვევს ეროზიას. ეს არის ყოვლად დამღუპველი საქართველოს პირობებისთვის", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი ნინო ჩიქოვანის განმარტებით, ფერმერები ამ აგრონარჩენების დაწვას ორი გარემოებით ხსნიან - ერთი არის ის, რომ ეკონომიკური დანახარჯები უმცირდებათ და მეორე ის, რომ ფერფლი ნიადაგს ამდიდრებს მინერალებით. პრაქტიკა კი, ძირითადად, დედოფლისწყაროსა და შირაქის ველზეა გავრცელებული.

"თუ ფერფლს ნიადაგში შევიტანთ ეს ძალიან კარგია, არა გადაწვის გზით არამედ ხელოვნურად - ის მინერალებით მდიდრდება. მაგრამ როდესაც ადგილზე ხდება დაწვა, ამ შემთხვევაში ხდება ნიადაგის ნაყოფიერების სტრუქტურის ცვლილება, ნაყოფიერების შემცირება. საბოლოოდ, ეს ნიადაგის დეგრადაციას იწვევს, რაც თავისთავად ამცირებს მოსავლის რაოდენობას", - განმარტავს ნინო ჩიქოვანი.

მისი რეკომენდაციით, უმჯობესია, ფერმერებმა ალტერნატიულ გზას მიმართონ და მოსავლის აღების შემდეგ აგრონარჩენები ტერიტორიაზე ჩაჩეხონ.

"ეს არის შემუშავებული ალტერნატივა შეთავაზებული მათთვის. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ ნიადაგის კანონში კონკრეტული ვალდებულება დაუწესდეთ მათ. ეს არ იქნება ეკონომიკურ დანახარჯებთან დაკავშირებული, უბრალოდ ნიადაგის დაცვის ღონისძიებების გატარება იქნება მათი ვალდებულება. თუ კანონის დაცვა არ მოხდება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩნდება შესაბამისი ჩანაწერი", - ამბობს ჩიქოვანი.

რაც შეეხება უკვე გადამწვარი ნიადაგის აღდგენას, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსის რჩევით, მიწის ნაკვეთზე ორგანული სასუქების შეტანა უნდა მოხდეს და ნიადაგი ბუნებრივი მეთოდებით აღდგეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ