სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - როგორ ხედავს ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის მომავალს და რას პასუხობს მას ნიკა გვარამია
"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - როგორ ხედავს ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის მომავალს და რას პასუხობს მას ნიკა გვარამია

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან მო­ვის­მი­ნე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც წა­ვიდ­ნენ, დაბ­რუ­ნე­ბა სურთ, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ წა­რად­გი­ნა.

რო­გორც იმ­ნა­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი დგა­ნან არ­ჩე­ვა­ნის ზღვარ­ზე, მი­ი­ღონ ემო­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წნე­ხის გამო, თუ მი­ი­ღონ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მინ­და გი­თხრათ, რომ შე­იძ­ლე­ბა თქვენ გგო­ნი­ათ, რომ ეს „ნი­უს­რუ­მი“ არის ცა­რი­ე­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩვენ აქ შე­მო­ვე­დით, დაგ­ვხვდა ტე­ლე­ვი­ზი­ის 800-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან მო­ვის­მი­ნე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც წა­ვიდ­ნენ, დაბ­რუ­ნე­ბა სურთ. ისი­ნი ემო­ცი­უ­რი ზე­წო­ლის გამო არი­ან ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - დგა­ნან არ­ჩე­ვა­ნის ზღვარ­ზე, მი­ი­ღონ ემო­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წნე­ხის გამო, თუ მი­ი­ღონ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­იშ­ვილ­მა.

რო­გორც იმ­ნა­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ გუნ­დმა გა­მარ­ჯვე­ბა ცენ­ზუ­რა­ზე უნდა მო­ი­პო­ვოს გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ეს არის ოპო­ზი­ცი­უ­რი გუნ­დი­დან, ყო­ფი­ლი რე­ჟი­მი­დან, თუ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი ცენ­ზუ­რა“.

„მე 14 წლის წინ მო­მი­წია სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ოჯახ­თან ერ­თად. ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, რამ­დე­ნად მძი­მეა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის წა­ვი­დეს იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან, რო­მე­ლიც მის­თვის არ არის მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი და ეს არის ოჯა­ხი. ეს არის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. გა­მი­მარ­თლა, რომ 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და დღე­საც ვმუ­შა­ობ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ და გავ­ლე­ნი­ან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე და ამ 14 წლის მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვის მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­მე­ტა­ნა, რო­გორც სა­ო­პე­რა­ციო და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტი, ასე­ვე, უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­რან­ტია სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, რო­მე­ლიც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის, რომ შე­იქ­მნას სა­რე­დაქ­ციო ჩარ­ჩო-ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, იყოს გა­წე­რი­ლი რეგ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­საც იუ­რი­დი­უ­ლი ძალა ექ­ნე­ბა.

„ეს იქ­ნე­ბა კონ­ტრაქ­ტი არ­ხის მფლო­ბე­ლებ­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს შო­რის. ეს კონ­ტრაქ­ტი მის­ცემს აქ მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­იც­ვან თა­ვი­სი თავი და სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ძა­ლი­ან გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა იქ­ნე­ბა იმის აღ­ქმა, რომ სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი პრო­ცე­სი, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა ეს არის ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­ცე­სი. „რუს­თა­ვი 2“ იყო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხის ტე­ლე­ვი­ზია, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, ხალ­ხსაც და მფლო­ბე­ლებ­საც ეს ტე­ლე­ვი­ზია წა­არ­თვეს. თუ ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, მე მაქვს ამ­ბი­ცია „რუს­თა­ვი 2“ გახ­დეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტე­ლე­ვი­ზია. გა­მარ­ჯვე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ გუნ­დმა ცენ­ზუ­რა­ზე უნდა მო­ი­პო­ვოს გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ეს არის ოპო­ზი­ცი­უ­რი გუნ­დი­დან, ყო­ფი­ლი რე­ჟი­მი­დან, თუ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი ცენ­ზუ­რა. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­იშ­ვილ­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. ამას­თან, ის ასე­ვე და­ი­კა­ვებს ტე­ლე­ვი­ზი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

„რუს­თა­ვი 2“-ის კარი ღიაა ყვე­ლას­თვის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, ვინც წლე­ბი მუ­შა­ობ­და და მარ­თლა უნდა, რომ ეს არხი იყოს მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი, და­მო­უ­კი­დებ­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუბ­რუნ­დე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღო პირ­ველ რიგ­ში "რუს­თა­ვი 2“-ის გუნ­დმა, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ერ­თგულ­ნი არი­ან ამ არ­ხის. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი არის ძა­ლი­ან დიდი, და­ახ­ლო­ე­ბით, 800 ადა­მი­ა­ნი. 800 თა­ნამ­შრო­მე­ლი დღეს ისევ „რუს­თა­ვი 2“-ის გუნ­დია. დღეს მე ამ ადა­მი­ა­ნებს წარ­ვუდ­გი­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მელ­საც არ სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­დგე­ნა, ის არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი კრი­ტი­კუ­ლო­ბით და შე­უ­პოვ­რო­ბით თავი და­ა­მახ­სოვ­რა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა წნე­ხის გამო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა. ეს პი­როვ­ნე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არის, ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია მოღ­ვა­წე­ობს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-ში. კარ­გა ხა­ნია ირაკ­ლის­თან გვაქვს სა­უბ­რე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ირაკ­ლი ჩად­გო­მო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო, ასე­ვე პრო­დაქ­შე­ნის ნა­წილს. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით წარ­მარ­თუ­ლი­ყო ტე­ლე­ვი­ზი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა. ირაკ­ლის­თან ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­კვნით ეტაპ­ზეა. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ მალე გახ­დე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რი. მის­მა მოს­ვლამ ადა­მი­ა­ნებს დიდი იმე­დი მის­ცა და მას­თან ერ­თად ჩვენ მზად ვართ ხე­ლახ­ლა შევ­ქმნათ, ავა­ღორ­ძი­ნოთ და გა­ვაძ­ლი­ე­როთ ეს ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც არა­ერთ კრი­ზისს გა­უძ­ლო. ვფიქ­რობთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გა­მო­ვა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან და მა­ყუ­რებ­ლის­თვის ის ისევ იქ­ნე­ბა ნო­მერ პირ­ვე­ლი არხი სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

ვინ სად აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას, რა­ტომ უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს?! მე მხო­ლოდ ის ვიცი, ვინ მჭირ­დე­ბა და ვინ იმუ­შა­ვებს ჩემ­თან, - ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2”-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან წა­ვიდ­ნენ, ისევ დაბ­რუ­ნე­ბა სურთ.

გვრა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის "მთა­ვარ არხზე" იტო­ვებს მათ, ვინც "მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა".

"ვინ სად დაბ­რუნ­დე­ბა, ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. არა­ვის ჰქო­ნია ჩემ­თან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ "რუს­თა­ვი 2“- ზე დაბ­რუნ­დე­ბო­და და თუ ვინ­მე დაბ­რუნ­დე­ბა, იხი­ლავთ. მე ვიცი, ჩემ­თან ვინ იმუ­შა­ვებს და ვინ იქ­ნე­ბა. ვინ სად აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას რა­ტომ უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს?! მე მხო­ლოდ ის ვიცი, ვინ მჭირ­დე­ბა და ვინ იმუ­შა­ვებს ჩემ­თან", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში.

"რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლის და­ნიშნვნის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას კი გა­ნა­ცხა­და, რომ ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილს იც­ნობს, მაგ­რამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ შე­ა­ფა­სებს, რად­გან ეს არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. "წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ-თქო ვერ ვი­ტყვი, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის არხს წარ­მა­ტე­ბებს ვერ ვუ­სურ­ვებ“, - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

ამას­თან, მისი თქმით, დღეს დი­ლი­დან კონ­ტარ­ქტე­ბის და­დე­ბა­ზე მუ­შა­ობს. „კონ­ტრაქტს ვუ­დებ იმათ, ვინც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, ყვე­ლას არა, რა თქმა უნდა. ვი­ღა­ცა სხვა­გან მი­დის, სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ვინც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თით­ქმის მთელ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ და­ტო­ვა. მა­ნამ­დე, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნო­დარ მე­ლა­ძე.

მე­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ერთ-ერთ კან­დი­და­ტად ნინო შუბ­ლა­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, თუმ­ცა, თა­ვად შუბ­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მას მე­დი­ა­ში, კერ­ძოდ „რუს­თა­ვი2“-ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია. რო­გორც შუბ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, მან მხო­ლოდ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ჟურ­ნა­ლისტ თა­მარ რუ­ხა­ძის კან­დი­და­ტუ­რაც.

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა „კუ­რი­ე­რი“ 20 აგ­ვის­ტო­დან, მას შემ­დეგ, რაც „კუ­რი­ე­რის“ წამ­ყვა­ნებ­მა დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ამ და მი­ხე­ილ სე­სი­აშ­ვილ­მა და­ტო­ვეს, ეთერ­ში აღარ გა­დის.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - როგორ ხედავს ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის მომავალს და რას პასუხობს მას ნიკა გვარამია

"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - როგორ ხედავს ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის მომავალს და რას პასუხობს მას ნიკა გვარამია

თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარადგინა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, ისინი დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

"უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს „ნიუსრუმი“ არის ცარიელი, მაგრამ როდესაც ჩვენ აქ შემოვედით, დაგვხვდა ტელევიზიის 800-მდე თანამშრომელი. თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ. ისინი ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში - დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება", - განაცხადა იმნაიშვილმა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, „უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა გამარჯვება ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა“.

„მე 14 წლის წინ მომიწია საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ოჯახთან ერთად. ჩემთვის გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც მისთვის არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არის ოჯახი. ეს არის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში და დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის მანძილზე ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, როგორც საოპერაციო და ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე, უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება.

„ეს იქნება კონტრაქტი არხის მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს საშუალებას, დაიცვან თავისი თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება ერთჯერადი პროცესი, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი. „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ გამარჯვებიდან ძალიან მალე, ხალხსაც და მფლობელებსაც ეს ტელევიზია წაართვეს. თუ ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მე მაქვს ამბიცია „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია. გამარჯვება უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა. ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ის ასევე დაიკავებს ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

„რუსთავი 2“-ის კარი ღიაა ყველასთვის, პროფესიონალებისთვის, ვინც წლები მუშაობდა და მართლა უნდა, რომ ეს არხი იყოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებლი, მიუკერძოებელი და კრიტიკული ტელევიზია. საზოგადოებას ვუბრუნდებით პოზიტიური სიახლით, რომელიც ძალიან კარგად მიიღო პირველ რიგში "რუსთავი 2“-ის გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთგულნი არიან ამ არხის. ამ ადამიანების რიცხვი არის ძალიან დიდი, დაახლოებით, 800 ადამიანი. 800 თანამშრომელი დღეს ისევ „რუსთავი 2“-ის გუნდია. დღეს მე ამ ადამიანებს წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით და შეუპოვრობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას, რომელიც იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პიროვნება, პროფესიონალი არის, ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია BBC-ში. კარგა ხანია ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე პროდაქშენის ნაწილს. მისი მონაწილეობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს დიდი იმედი მისცა და მასთან ერთად ჩვენ მზად ვართ ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში“, - განაცხადა სალიამ.

ვინ სად აპირებს დაბრუნებას, რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავებს ჩემთან, - ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ირაკლი იმნაიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც ტელეკომპანიიდან წავიდნენ, ისევ დაბრუნება სურთ.

გვრამიამ აღნიშნა, რომ ის "მთავარ არხზე" იტოვებს მათ, ვინც "მისთვის საინტერესოა".

"ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ "რუსთავი 2“- ზე დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავებს ჩემთან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშნვნის საკითხზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ირაკლი იმნაიშვილს იცნობს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს, რადგან ეს არაკორექტული იქნება. "წარმატებას ვუსურვებ-თქო ვერ ვიტყვი, რადგან ბიძინა ივანიშვილის არხს წარმატებებს ვერ ვუსურვებ“, - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, მისი თქმით, დღეს დილიდან კონტარქტების დადებაზე მუშაობს. „კონტრაქტს ვუდებ იმათ, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ყველას არა, რა თქმა უნდა. ვიღაცა სხვაგან მიდის, სხვა ტელევიზიაში, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ამ ტელევიზიაში იქნება“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

მედიაში არსებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, თუმცა, თავად შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მედიაში, კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც შუბლაძე განმარტავს, მან მხოლოდ შემოთავაზება მიიღო. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ასევე განიხილებოდა ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურაც.

საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება

"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო" - მარიამის მძიმე დიაგნოზი, რომელსაც პატარა მხოლოდ საზოგადოების თანადგომით გაუმკლავდება

ე.წ. კომენდანტის საათი ერთი საათით შემცირდა