პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა
ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

23 აგ­ვის­ტოს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ჭუ­ბე­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რია გა­იხ­სნა. შე­ნო­ბას სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ის - სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო­სა“ და პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის - კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცი­ის (K-water) და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის გახ­სნამ­დე, 21-23 აგ­ვის­ტოს სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ მიწ­ვე­ვით ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი და კო­რე­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ მო­სახ­ლე­ო­ბას უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ეს, რომ­ლი­თაც 200-მდე ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა.

ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის გახ­სნას სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლია, მისი მო­ად­გი­ლე ნინო ვიბ­ლი­ა­ნი, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სუ­ნიქ ლი და K-water-ის პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ჩოლ­მინ ნო ეს­წრე­ბოდ­ნენ.

„ჩვე­ნი კომ­პა­ნია მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში არა­ერთ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მიმ­დი­ნა­რე­ობს აგ­რეთ­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ჩვე­ნი და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია მხარს უჭერს ად­გი­ლობ­რი­ვი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა, ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში, არა­მედ რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­შიც“, - გა­ნა­ცხა­და სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ სუ­ნიქ ლიმ.

2015 წლი­დან დღემ­დე „ნენკს­რა ჰიდ­რომ“ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე 1 200 000 ლა­რამ­დე და­ხარ­ჯა.

ავტორი:

ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

23 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლებული ამბულატორია გაიხსნა. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიის - სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და პროექტის ინვესტორი კომპანიის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-water) დაფინანსებით განხორციელდა.

ამბულატორიის გახსნამდე, 21-23 აგვისტოს სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწვევით ჭუბერის ამბულატორიაში ქართველი და კორეელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, რომლითაც 200-მდე ადამიანმა ისარგებლა.

ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სუნიქ ლი და K-water-ის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ჩოლმინ ნო ესწრებოდნენ.

„ჩვენი კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში არაერთ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. მიმდინარეობს აგრეთვე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში, არამედ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაშიც“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სუნიქ ლიმ.

2015 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 1 200 000 ლარამდე დახარჯა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი