მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობასა და ბრწყინვალე კარიერაზე
"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობასა და ბრწყინვალე კარიერაზე

ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან მისი შე­საძ­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

გი­ორ­გი ამ დრო­ის­თვის იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­შია, თუმ­ცა ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­ით ვე­ტე­რი­ნა­რია, შემ­დეგ კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, კერ­ძოდ - სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, რაც მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა მა­ლე­ვე შეძ­ლო.

ჩიკ­ვა­ი­ძე "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ამ­ბობს, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა წონა იყო - 126 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და და ამის გამო უამ­რა­ვი კომ­პლექ­სი ჰქონ­და.

„გა­დავ­წყვი­ტე, და­სას­ვე­ნებ­ლად კან­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­დაც კა­ნის იახ­ტე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე მოვ­ხვდი და მივ­ხვდი, რომ, მინ­დო­და, ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. ჩემი სურ­ვი­ლი რომ გა­ვამ­ჟღავ­ნე, თა­ვი­დან ყვე­ლა დამ­ცი­ნო­და. სა­ი­ახ­ტო ინ­დუსტრია ძა­ლი­ან ძლი­ერ მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. მე­ო­რე წელს ისევ დავ­ბრუნ­დი იახ­ტე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე, მი­ვა­დე­ქი წამ­ყვან კომ­პა­ნი­ას და ვკი­თხე - რო­გორ იწყე­ბენ თქვენ­თან მუ­შა­ო­ბას მეთ­ქი. მა­შინ ისევ 126 კგ ვი­ყა­ვი. ყვე­ლა, ვინც იქ მუ­შა­ობ­და, სა­ო­ცარ ფორ­მა­ში იყო. მა­თაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღეს ჩემი ინ­ტე­რე­სი. ბუ­ლინ­გი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ ამ წო­ნით იახ­ტე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში გზის გაკ­ვალ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ეს ერ­თგვა­რი ლაქ­შე­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია - ამ ინ­დუსტრი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, ამა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ ეს ჩემი ოც­ნე­ბა იყო. დღეს ჩვე­ნი კომ­პა­ნია „აზი­მუტ ბე­ნე­ტი“ მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რია. ბო­ლოს მათ მი­თხრეს, თუ მა­ინც არ იშლი, მოდი, ჯერ შენს თავ­ზე იმუ­შა­ვეო. ერთ წე­ლი­წად­ში 68 კი­ლოგ­რა­მით ნაკ­ლე­ბი და ნა­ვარ­ჯი­შე­ვი ჩა­ვე­დი მათ­თან, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჩაც­მუ­ლი და ჩემი თავი გა­ვახ­სე­ნე.

ექ­ვსი წლის თავ­ზე, ამ კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ კა­ნის, ნი­ცის, მო­ნა­კო­სა და იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩვენს მხა­რე­ში კი - რე­გი­ო­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი, რაც ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია.

- რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო­ე­ბის ხუ­თე­ულ­ში შე­დი­ხარ.

- პი­რად­თან მე ცოტა სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ბევრ ძმა­კაცს უთ­ქვამს, ერთი სტა­ტუ­სი გაქვს და გა­მო­ი­ყე­ნეო, რაც არ შე­მიძ­ლია. გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი ვარ, უზო­მოდ ერ­თგუ­ლი. სულ ორ­ჯერ მიყ­ვარ­და.

- პირ­ვე­ლი იყო ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

- კი, მაგ­რამ ნი­ნის ამის გამო ვერ გა­ვამ­ტყუ­ნებ. ვი­ცო­დი მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და ის ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ჩემ­გან, ანუ მას სხვა ტი­პე­ბი მოს­წონ­და. გარ­და ამი­სა, ნინი ბავ­შვო­ბი­დან ვარ­სკვლა­ვია, ასე­თი­ვე ოჯა­ხი­დან და მის­თვის, ალ­ბათ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მის გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო სიმ­პა­თი­უ­რი და წარ­მო­სა­დე­გი ბიჭი. მე 126 კი­ლო­ი­ა­ნი რომ დავ­დევ­დი ძაღ­ლებს... აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი იყო ჩემ­თვის ეს რე­ა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს დღე­ვან­დელ ურ­თი­ერ­თო­ბას და ვი­ზიტს - ნი­ნის ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჯექ­სო­ნი და მეც სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჯექ­სო­ნე­ბის ოჯა­ხის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­მე­პა­ტი­ჟა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და ეს მის­თვი­საც და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც შემ­ხვდა: „ეს ოლი­გარ­ქი, „ვერ­ტა­ლი­ო­ტე­ბით“ იფ­რი­ნეს, იახ­ტებ­ზე და­ა­ჯი­ნა...“

ნი­ნის ლან­ძღავ­დნენ, ეს ბიზ­ნეს­მე­ნი გა­მო­ი­ჭი­რა და იმ ბიჭ­მა ჯერ არ იცის, ეს ვინ არი­სო. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ დამ­შვიდ­დნენ, არც ოლი­გარ­ქი ვარ და ალ­ბათ - სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი დო­ნის ბიზ­ნეს­მე­ნი. თუმ­ცა, ჩემი გეგ­მე­ბი მაქვს და ამა­ზე რამ­დე­ნი­მე წელ­ში ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- სტა­ტუ­სიც რომ შე­გეც­ვა­ლა და გა­რეგ­ნო­ბაც, ნი­ნის­თვის რა­მის დამ­ტკი­ცე­ბის მცდე­ლო­ბა არ გქო­ნია?

- არა. როცა მიყ­ვარ­და, ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ ნინი ზედ­მეტ ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დებ­და. რო­გორც კი ჩემ­თან ეს გრძნო­ბა დამ­თავ­რდა, მერე ჩვენ შო­რის ისე­თი მე­გობ­რო­ბა და­ი­წყო, რო­გო­რიც არა­ვის­თან მქო­ნია.

- მე­ო­რე სიყ­ვა­რულს რაც შე­ე­ხე­ბა და ახლა რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს იყო ბა­ქო­ში. დიდი ამ­ბა­ვი აა­გო­რეს. ნი­ნის გა­თხო­ვე­ბას და­ემ­თხვა და თით­ქოს, ეს მე ჯი­ნა­ზე გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, ის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მალე დამ­თავ­რდა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სულ ხდე­ბა რა­ღაც, მაგ­რამ ამას რა­ი­მე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ვაძ­ლევ. საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მაქვს, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა ვიცი, ახლა რომ ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს, ვინც შე­მიყ­ვარ­დე­ბა, ეს აუ­ცი­ლებ­ლად ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. ჩემ­თვის ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხა­სი­ა­თიც და სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ან აქვს, ან არა. ჩამ­ქრა­ლი, სტან­დარ­ტუ­ლი გოგო ჩემ­თან ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა. მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ჩემ გვერ­დით რა­ღაც ანა­თებს.

წყა­რო ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობასა და ბრწყინვალე კარიერაზე

"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობასა და ბრწყინვალე კარიერაზე

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც აქტიურად დაიწყეს საუბარი ნინი ბადურაშვილთან მისი შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

გიორგი ამ დროისთვის იახტების ბიზნესშია, თუმცა ჟურნალ "თბილისელებთან" ამბობს, რომ პროფესიით ვეტერინარია, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კერძოდ - სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, თუმცა ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო სამსახურის დატოვება მოუხდა, რაც მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ რეაბილიტირება მალევე შეძლო.

ჩიკვაიძე "თბილისელებთან" ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა წონა იყო - 126 კილოგრამს იწონიდა და ამის გამო უამრავი კომპლექსი ჰქონდა.

„გადავწყვიტე, დასასვენებლად კანში წავსულიყავი, სადაც კანის იახტების ფესტივალზე მოვხვდი და მივხვდი, რომ, მინდოდა, ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. ჩემი სურვილი რომ გავამჟღავნე, თავიდან ყველა დამცინოდა. საიახტო ინდუსტრია ძალიან ძლიერ მატერიალურ მხარესთან ასოცირდება. მეორე წელს ისევ დავბრუნდი იახტების ფესტივალზე, მივადექი წამყვან კომპანიას და ვკითხე - როგორ იწყებენ თქვენთან მუშაობას მეთქი. მაშინ ისევ 126 კგ ვიყავი. ყველა, ვინც იქ მუშაობდა, საოცარ ფორმაში იყო. მათაც არასერიოზულად მიიღეს ჩემი ინტერესი. ბულინგი არ ყოფილა, მაგრამ მითხრეს, რომ ამ წონით იახტების ინდუსტრიაში გზის გაკვალვა ძალიან გამიჭირდებოდა. ეს ერთგვარი ლაქშერი ცხოვრების სტილია - ამ ინდუსტრიაში ადამიანებიც შესაბამისად უნდა გამოიყურებოდნენ, ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგრამ ეს ჩემი ოცნება იყო. დღეს ჩვენი კომპანია „აზიმუტ ბენეტი“ მსოფლიოში ლიდერია. ბოლოს მათ მითხრეს, თუ მაინც არ იშლი, მოდი, ჯერ შენს თავზე იმუშავეო. ერთ წელიწადში 68 კილოგრამით ნაკლები და ნავარჯიშევი ჩავედი მათთან, სრულიად განსხვავებულად ჩაცმული და ჩემი თავი გავახსენე.

ექვსი წლის თავზე, ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ვარ კანის, ნიცის, მონაკოსა და იტალიის ტერიტორიაზე, ჩვენს მხარეში კი - რეგიონული მმართველი, რაც ცოტა დაუჯერებელი ამბავია.

- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სასურველი სასიძოების ხუთეულში შედიხარ.

- პირადთან მე ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს, ბევრ ძმაკაცს უთქვამს, ერთი სტატუსი გაქვს და გამოიყენეო, რაც არ შემიძლია. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ, უზომოდ ერთგული. სულ ორჯერ მიყვარდა.

- პირველი იყო ნინი ბადურაშვილი.

- კი, მაგრამ ნინის ამის გამო ვერ გავამტყუნებ. ვიცოდი მისი შეყვარებულები და ის ბიჭები ძალიან განსხვავდებოდნენ ჩემგან, ანუ მას სხვა ტიპები მოსწონდა. გარდა ამისა, ნინი ბავშვობიდან ვარსკვლავია, ასეთივე ოჯახიდან და მისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანი იყო, მის გვერდით ყოფილიყო სიმპათიური და წარმოსადეგი ბიჭი. მე 126 კილოიანი რომ დავდევდი ძაღლებს... აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემთვის ეს რეალობა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ურთიერთობას და ვიზიტს - ნინის ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ჯექსონი და მეც საშუალება მომეცა, ჯექსონების ოჯახის წვეულებაზე დამეპატიჟა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ეს მისთვისაც დაუჯერებელი იყო. სოციალურ ქსელებში აგრესიული კომენტარებიც შემხვდა: „ეს ოლიგარქი, „ვერტალიოტებით“ იფრინეს, იახტებზე დააჯინა...“

ნინის ლანძღავდნენ, ეს ბიზნესმენი გამოიჭირა და იმ ბიჭმა ჯერ არ იცის, ეს ვინ არისო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დამშვიდდნენ, არც ოლიგარქი ვარ და ალბათ - საშუალოზე დაბალი დონის ბიზნესმენი. თუმცა, ჩემი გეგმები მაქვს და ამაზე რამდენიმე წელში ვილაპარაკოთ.

- სტატუსიც რომ შეგეცვალა და გარეგნობაც, ნინისთვის რამის დამტკიცების მცდელობა არ გქონია?

- არა. როცა მიყვარდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნინი ზედმეტ ურთიერთობას თავს არიდებდა. როგორც კი ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მერე ჩვენ შორის ისეთი მეგობრობა დაიწყო, როგორიც არავისთან მქონია.

- მეორე სიყვარულს რაც შეეხება და ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- ეს იყო ბაქოში. დიდი ამბავი ააგორეს. ნინის გათხოვებას დაემთხვა და თითქოს, ეს მე ჯინაზე გავაკეთე, მაგრამ ასე არ ყოფილა. თუმცა, ის ურთიერთობა ძალიან მალე დამთავრდა. ჩემს ცხოვრებაში სულ ხდება რაღაც, მაგრამ ამას რაიმე კვალიფიკაციას არ ვაძლევ. საკმაოდ აქტიური პირადი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. თუმცა ვიცი, ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს, ვინც შემიყვარდება, ეს აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება. ჩემთვის ქალის გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხასიათიც და სინათლე, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან არა. ჩამქრალი, სტანდარტული გოგო ჩემთან ვერასდროს იქნება. მსიამოვნებს, როცა ჩემ გვერდით რაღაც ანათებს.

წყარო ჟურნალი "თბილისელები"

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები