პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაზონის ტყეებში ხანძარს 44 000 ჯარისკაცი ჩააქრობს - რა შეთანხმებას განიხილავენ "დიდი შვიდეულის" სამიტზე
ამაზონის ტყეებში ხანძარს 44 000 ჯარისკაცი ჩააქრობს - რა შეთანხმებას განიხილავენ "დიდი შვიდეულის" სამიტზე

ჩრდი­ლო ამა­ზო­ნის რე­გი­ონ­ში, ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში მძვინ­ვა­რე ხან­ძარს და­ახ­ლო­ე­ბით 44 000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე შე­ებ­რძო­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრა­ზი­ლი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს თვითმფრ­ნა­ვი C-130 Hercules, რო­მე­ლიც ტყის ხან­ძარს ქა­ლაქ პორ­ტო ველ­ჰოს­თან ახ­ლოს ებ­რძვის.

კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრა­ზი­ლი­ის მთავ­რო­ბამ ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ოპე­რა­ცი­ე­ბი და­ი­წყო, გა­სუ­ლი შა­ბათ-კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ცე­ცხლის 1 130 ახა­ლი კერა წარ­მო­იქ­მნა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი ამა­ზო­ნის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 80 000 ხან­ძა­რია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც 2013 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

„დიდი შვი­დე­უ­ლის“ სა­მიტ­ზე მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ამა­ზო­ნის ტყის ხან­ძრე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­მებ­ზე შე­თან­ხმე­ბას­თან ახ­ლოს არი­ან. რო­გორც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, შე­თან­ხმე­ბა ბრა­ზი­ლი­ის­თვის ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის მიღ­წე­უ­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ასე­ვე თან­ხმდე­ბი­ან, რომ და­ეხ­მა­რონ იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ხან­ძრებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა.

„ჩვე­ნი გუნ­დი ამა­ზო­ნის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა, ასე რომ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სა­ბო­ლო­ოდ შე­ვა­თან­ხმოთ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სებ­სა და და­ფი­ნან­სე­ბას მო­ი­ცავს“, - აღ­ნიშ­ნა მაკ­რონ­მა.

ამას­თან, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ­მა ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბრი­ტა­ნე­თი მზად არის 10 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის გა­მო­ყო­ფის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ, „დიდი შვი­დე­უ­ლის“ სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში ერ­თმა­ნეთს აშშ-ის, ია­პო­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის, ბრი­ტა­ნე­თი­სა და კა­ნა­დის ლი­დე­რე­ბი საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბი­ა­რიც­ში ხვდე­ბი­ან.

00:00 / 00:00
ავტორი:

ამაზონის ტყეებში ხანძარს 44 000 ჯარისკაცი ჩააქრობს - რა შეთანხმებას განიხილავენ "დიდი შვიდეულის" სამიტზე

ამაზონის ტყეებში ხანძარს 44 000 ჯარისკაცი ჩააქრობს - რა შეთანხმებას განიხილავენ "დიდი შვიდეულის" სამიტზე

ჩრდილო ამაზონის რეგიონში, ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს დაახლოებით 44 000 სამხედრო მოსამსახურე შეებრძოლება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თვითმფრნავი C-130 Hercules, რომელიც ტყის ხანძარს ქალაქ პორტო ველჰოსთან ახლოს ებრძვის.

კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის მთავრობამ ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციები დაიწყო, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ცეცხლის 1 130 ახალი კერა წარმოიქმნა. საერთო ჯამში კი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში დაახლოებით 80 000 ხანძარია რეგისტრირებული, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მსოფლიო ლიდერები ამაზონის ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ზომებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, შეთანხმება ბრაზილიისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია.

მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერები ასევე თანხმდებიან, რომ დაეხმარონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.

„ჩვენი გუნდი ამაზონის რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია საბოლოოდ შევათანხმოთ ძალიან კონკრეტული ვალდებულებები, რაც ტექნიკური რესურსებსა და დაფინანსებას მოიცავს“, - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზად არის 10 მილიონი ფუნტის გამოყოფისთვის.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ერთმანეთს აშშ-ის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერები საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ხვდებიან.

7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"

"აუცილებლობის შემთხვევაში, ამერიკა მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს" - აშშ სირიაში ჯარის ნაწილს ტოვებს

ავიაკატასტროფა უკრაინაში -  უბედურ შემთხვევას ყოფილი მინისტრი ემსხვერპლა