ავტორი:

"ფორსაჟის" გადაღების გამო, დღეიდან რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

"ფორსაჟის" გადაღების გამო, დღეიდან რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეს 1-ლი სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, დღეს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე.

„ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი, ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

რუსთაველის მეტროდან მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე და მოძრაობას განაგრძობენ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც მოხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ