ავტორი:

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება.

არსებული ინფორმაციით, თამარ რუხაძესთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე გაიმართა, თუმცა, თავად რუხაძე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნულ საკითხზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

როგორც რუხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ვინმე მის კანდიდატურას განიხილავს, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში უნდა დავაზუსტოთ.

„თუ ვინმე განიხილავს ჩემს კანდიდატურას, ეს უნდა ჰკითხოთ თავად მათ“, - განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შემოთავაზება ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან, რუხაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

მედიაში არსებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, თუმცა, თავად შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მედიაში, კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც შუბლაძე განმარტავს, მან მხოლოდ შემოთავაზება მიიღო.

ამასთან, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ