პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ - ვინ არიან "კანდიდატები" და რა შანსები აქვთ პუტინის ფავორიტ ხაჯიმბასთან
აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ - ვინ არიან "კანდიდატები" და რა შანსები აქვთ პუტინის ფავორიტ ხაჯიმბასთან

აფხა­ზეთ­ში დღეს ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნი­ბით, მოს­კო­ვის დრო­ით დი­ლის 8 სა­ა­თი­დან აფხა­ზე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის გა­ლის რა­ი­ონ­ში, სულ 152 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი გა­იხ­სნა. თუმ­ცა, გა­ლე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი "მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის" გამო, ხმას ვერ მის­ცემს... არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 21 აგ­ვის­ტოს, ერთ-ერთ ე.წ. კან­დი­და­ტის ოლეგ არ­შბას შტაბს, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ძირ­ხუ­ა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. Абхазия-Инфором–ის ცნო­ბით, არ­შბას მომ­ხრე­ე­ბი აცხდე­ბენ, რომ ეს შე­ტე­ვა მის და­ში­ნე­ბას და არ­ჩევ­ნე­ბი­დან გა­მო­თიშ­ვის მცდე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. "თუმ­ცა მცდე­ლო­ბებს აზრი არ აქვს, ჩვენ გან­ვაგ­რძობთ ბრძო­ლას" - ნათ­ქვა­მია "სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აფხა­ზე­თის ე.წ. არ­ჩევ­ნებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 9 კან­დი­და­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის მოქ­მე­დი "პრე­ზი­დენ­ტი" რაულ ხა­ჯიმ­ბა, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტად რჩე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­მარ­ჯვე­ბის რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტია... რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ის აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის "წარ­მო­მად­გე­ნელს" ვლა­დის­ლავ სურ­კოვ­საც შეხ­ვდა და ამით აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას და­ა­ნა­ხა, რომ კვლა­ვაც რუ­სე­თის უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს.

ხა­ჯიმ­ბას ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ოპო­ნენ­ტი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ას­ლან ბჟა­ნია არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე სო­ხუ­მის ერთ-ერთ კა­ფე­ში დაც­ვის წევ­რებ­თან ერ­თად მო­წამ­ლეს, რის შე­დე­გა­დაც, ის ჯერ კო­მა­ში ჩა­ვარ­და, შემ­დეგ კი მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი და­კარ­გა. ბჟა­ნია მოს­კო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და დღემ­დე იქ რჩე­ბა.

ექი­მე­ბის თქმით, ყვე­ლა­ზე უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, ის სექ­ტემ­ბერ­ში შეძ­ლებს წა­მოდ­გო­მას, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ აქ­ტი­ურ და სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას შე­უდ­გე­ბა.

მის გარ­და, ამ­ჟა­მად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ლი­დე­რად ოპო­ზი­ცი­ის წევ­რი და "პარ­ლა­მენ­ტის" დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი დბა­რი რჩე­ბა, რო­მელ­საც 35 წელი ახ­ლა­ხან შე­უს­რულ­და. ის აფხა­ზე­თის ყო­ფი­ლი ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის, იგი­ვე "რკი­ნის ალი­კას" სი­ძეა, თუმ­ცა ან­ქვა­ბი, რა­ტომ­ღაც მას­ზე არც კარ­გს ამ­ბობს და არც ცუდს. სა­ერ­თოდ, რე­გი­ონ­ში ან­ქვა­ბი დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი­სა და სტრა­ტე­გის სა­ხე­ლით სარ­გე­ლობს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბოლო ხა­ნებ­ში რე­გი­ონ­ში არ­ჩევ­ნე­ბის ვა­დის გა­და­სა­წე­ვად და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ვი­თომ ბჟა­ნი­ას მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­თხოვ­ნის იმე­დით იყო მი­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში დბა­რის­თვის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო ასა­კის შეს­რუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

კი­დევ ერთი რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი ას­ტა­მურ ოტირ­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ბიზ­ნეს­წარ­სუ­ლით არის ცნო­ბი­ლი, ის ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლი იყო, რო­მე­ლიც აფხა­ზურ ჩაის აწარ­მო­ებ­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­უქ­მდა. ამის შემ­დეგ ოტირ­ბა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი კი­დევ ერ­თმა ე.წ. კან­დი­დატ­მა ალ­მას ჯა­პუ­ამ გა­მოთ­ქვა, რო­მე­ლიც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბის­თვის, კონ­ტრე­ტუ­ლად რუ­სე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის თე­მას მუდ­მი­ვად აპ­რო­ტეს­ტებს და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გუ­ლის მო­გე­ბა "ენ­გურ­ჰე­სის" თე­მით სცა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, Черноморэнерго–ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გაკრვე­ულ გა­რი­გე­ბა­ში შე­დის ქარ­თულ მხა­რეს­თან, რად­გან ეს კომ­პა­ნია იძ­ლე­ვა სა­უ­შა­ლე­ბას რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას დე­ნის პრობლმა არ ჰქონ­დეს და ის უფა­სოდ მი­წე­ო­დე­ბო­დეს.

abkhaz-auto.ru–ს ცნო­ბით, მის გან­ცხა­დე­ბას Черноморэнерго–ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ას­ლან ბა­სა­რია გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჯო­პუა ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რებს და "ის, რაც აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­აა მხო­ლოდ აფხაზ ხალ­ხს და აფხა­ზე­თის სა­ხელ­მი­წ­ფოს ეკუთ­ვნის..."

"საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში" ასე­ვე მო­ნა­წი­ლო­ე­ბენ რო­გორც მოქ­მე­დი, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი აფხა­ზი ჩი­ნოვ­ნო­კე­ბი, მა­გა­ლი­თად, ყო­ფი­ლი ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შა­მილ არ­ძინ­ბა, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას დრო­ინ­დე­ლი შს "მი­ნის­ტრი" ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბა... ასე­ვე, სო­ხუ­მის მოქ­მე­დი მერი ად­გურ ხა­რა­ზია, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ "დიდ პო­ლი­ტი­კა­ში" გა­იკ­ვლევს გზას. ასე­ვე ას­ტა­მურ კა­კა­ლია და ე.წ. კონ­ტრო­ლი პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­ბერტ არ­შბა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ "აფხა­ზეთ­ში არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა...". აფხა­ზეთ­ში დღე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებს რუ­სე­თის დუ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის რან­გში ეს­წრე­ბი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი დღე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებს ცი­ნი­კუ­რად აფა­სებს. მა­თი­ვე თქმით, ხა­ჯიმ­ბა არის და იქ­ნე­ბა, რად­გან მის უკან "რუ­სე­თი და დე­მოკ­რა­ტი პუ­ტი­ნი დგას...".

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს არ აღი­ა­რებს.

ავტორი:

აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ - ვინ არიან "კანდიდატები" და რა შანსები აქვთ პუტინის ფავორიტ ხაჯიმბასთან

აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ - ვინ არიან "კანდიდატები" და რა შანსები აქვთ პუტინის ფავორიტ ხაჯიმბასთან

აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. აფხაზური მედიის ცნიბით, მოსკოვის დროით დილის 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის გალის რაიონში, სულ 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. თუმცა, გალელების დიდი ნაწილი "მოუწესრიგებელი საბუთების" გამო, ხმას ვერ მისცემს... არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 აგვისტოს, ერთ-ერთ ე.წ. კანდიდატის ოლეგ არშბას შტაბს, გუდაუთის რაიონის სოფელ მუძირხუაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. Абхазия-Инфором–ის ცნობით, არშბას მომხრეები აცხდებენ, რომ ეს შეტევა მის დაშინებას და არჩევნებიდან გამოთიშვის მცდელობას ემსახურება. "თუმცა მცდელობებს აზრი არ აქვს, ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას" - ნათქვამია "საარჩევნო შტაბის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ოფიციალურად 9 კანდიდატია წარმოდგენილი, მათ შორის მოქმედი "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ფავორიტად რჩება და შესაბამისად, გამარჯვების რეალური კანდიდატია... რამდენიმე ხნის წინ ის აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის "წარმომადგენელს" ვლადისლავ სურკოვსაც შეხვდა და ამით აფხაზეთის მოსახლეობას დაანახა, რომ კვლავაც რუსეთის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.

ხაჯიმბას ერთადერთი რეალური ოპონენტი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ასლან ბჟანია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სოხუმის ერთ-ერთ კაფეში დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს, რის შედეგადაც, ის ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ კი მეტყველების უნარი დაკარგა. ბჟანია მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს და დღემდე იქ რჩება.

ექიმების თქმით, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ის სექტემბერში შეძლებს წამოდგომას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტიურ და სრულფასოვან ცხოვრებას შეუდგება.

მის გარდა, ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად ოპოზიციის წევრი და "პარლამენტის" დეპუტატი დიმიტრი დბარი რჩება, რომელსაც 35 წელი ახლახან შეუსრულდა. ის აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის, იგივე "რკინის ალიკას" სიძეა, თუმცა ანქვაბი, რატომღაც მასზე არც კარგს ამბობს და არც ცუდს. საერთოდ, რეგიონში ანქვაბი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსისა და სტრატეგის სახელით სარგელობს.

აფხაზური მედიის ცნობით, ბოლო ხანებში რეგიონში არჩევნების ვადის გადასაწევად დაწყებული აქციები, რომელიც ვითომ ბჟანიას მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნის იმედით იყო მიტივირებული, სინამდვილეში დბარისთვის ე.წ. საპრეზიდენტო ასაკის შესრულებას ემსახურებოდა.

კიდევ ერთი რეალური კანდიდატი ასტამურ ოტირბა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბიზნესწარსულით არის ცნობილი, ის ერთ-ერთი კომპანიის მმართველი იყო, რომელიც აფხაზურ ჩაის აწარმოებდა, თუმცა მალევე გაუქმდა. ამის შემდეგ ოტირბა პოლიტიკაში წავიდა...

რამდენიმე დღის წინ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთმა ე.წ. კანდიდატმა ალმას ჯაპუამ გამოთქვა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეეებისთვის, კონტრეტულად რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის თემას მუდმივად აპროტესტებს და ადგილობრივი მოსახლეობის გულის მოგება "ენგურჰესის" თემით სცადა.

მისი განცხადებით, Черноморэнерго–ს ხელმძღვანელობა გაკრვეულ გარიგებაში შედის ქართულ მხარესთან, რადგან ეს კომპანია იძლევა საუშალებას რეგიონის მოსახლეობას დენის პრობლმა არ ჰქონდეს და ის უფასოდ მიწეოდებოდეს.

abkhaz-auto.ru–ს ცნობით, მის განცხადებას Черноморэнерго–ის გენერალური დირექტორი ასლან ბასარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯოპუა ამ თემით სპეკულირებს და "ის, რაც აფხაზეთის ტერიტორიაა მხოლოდ აფხაზ ხალხს და აფხაზეთის სახელმიწფოს ეკუთვნის..."

"საპრეზიდენტო არჩევნებში" ასევე მონაწილოებენ როგორც მოქმედი, ასევე, სხვადასხვა ხელისუფლების დროინდელი აფხაზი ჩინოვნოკები, მაგალითად, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი შამილ არძინბა, ვლადისლავ არძინბას დროინდელი შს "მინისტრი" ლეონიდ ძიაპშბა... ასევე, სოხუმის მოქმედი მერი ადგურ ხარაზია, რომელსაც სჯერა, რომ "დიდ პოლიტიკაში" გაიკვლევს გზას. ასევე ასტამურ კაკალია და ე.წ. კონტროლი პალატის ხელმძღვანელი რობერტ არშბა.

რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ "აფხაზეთში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება...". აფხაზეთში დღევანდელ არჩევნებს რუსეთის დუმის წარმომადგენლები დამკვირვებლების რანგში ესწრებიან.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დღევანდელ არჩევნებს ცინიკურად აფასებს. მათივე თქმით, ხაჯიმბა არის და იქნება, რადგან მის უკან "რუსეთი და დემოკრატი პუტინი დგას...".

საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი