პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სლავი გოგონები უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი დავამსხვრიოო" - რა პროცედურებისთვის მიმართავენ ქართველი მამაკაცები კოსმეტოლოგს
"სლავი გოგონები უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი დავამსხვრიოო" - რა პროცედურებისთვის მიმართავენ ქართველი მამაკაცები კოსმეტოლოგს

ბოლო წლებ­ში ქალ­ბა­ტო­ნებ­თან ერ­თად თა­ვის აქ­ტი­უ­რი მოვ­ლა მა­მა­კა­ცებ­მაც და­ი­წყეს. უამ­რა­ვი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის კოს­მე­ტო­ლოგს თით­ქმის ყო­ველ­თვი­უ­რად აკი­თხავს. მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­ხის წმენ­დი­სა და ეპი­ლა­ცი­ის­თვის. რო­გორ უვ­ლი­ან ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი თავს და რა პრო­ცე­დუ­რებს იტა­რე­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE კოს­მე­ტო­ლოგ თინა რე­ვა­ზიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- 43 წე­ლია ამ საქ­მეს ვა­კე­თებ და ბოლო 5-6 წელი იმ­დე­ნი მა­მა­კა­ცი პა­ცი­ენ­ტი მო­მა­წყდა, რა­ო­დე­ნო­ბით თით­ქმის ქა­ლებს უტოლ­დე­ბი­ან. თა­ვი­დან ეში­ნი­ათ, ასე ჰგო­ნი­ათ, ეტ­კი­ნე­ბათ. ვუხ­სნი, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რაა. შემ­დეგ უკვე ეშხში შე­დი­ან და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, სა­ხე­საც იწ­მენ­დენ. მე­კი­თხე­ბი­ან - სახ­ლის პი­რო­ბებ­ში რო­გორ მო­ვუ­ა­როთ სა­ხე­სო.

- რა ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი გა­კი­თხა­ვენ ყვე­ლა­ზე ხში­რად?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ყვე­ლა ასა­კის, პენ­სი­ო­ნე­რე­ბიც კი... თუმ­ცა ახალ­გაზ­რდე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 19 წლის ბიჭ­მა დე­დის ჩუ­მად ფე­ხებ­ზე გა­ი­კე­თა ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია. გა­და­ი­რია, ფე­ხე­ბი რო­გორ უნდა გა­ი­პარ­სო, ქალი ხომ არ ხარო... არა­და, შორ­ტსა ან ბრიჯს რომ ვიც­ვამ, სუ­ლაც არ მომ­წონს ბან­ჯგვლი­ა­ნი ფე­ხე­ბი რომ მი­ჩან­სო...

- სხე­უ­ლის რა ად­გი­ლებ­ზე იკე­თე­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­მა­კა­ცე­ბი ლა­ზე­რულ ლე­პი­ლა­ცი­ას?

- მუ­ცელ­ზე, მკერ­დზე, ზურ­გზე, კუ­დუ­სუნ­ზე, ხე­ლებ­ზე, იღ­ლი­ებ­სა და ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლე­ბი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი, მთლი­ან ფე­ხებ­ზეც... პირ­ვე­ლი კი­თხვაა - რა მო­მი­ვა, მეტ­კი­ნე­ბა?.. და­მი­სივ­დე­ბა?..

- თქვით, ვოლფ­რა­მის ნემ­სი­თაც იკე­თე­ბე­ნო...

- დიახ, წარ­ბებს, ყვრი­მა­ლებ­სა და კის­რის არეს ნემ­სით იკე­თე­ბენ. გა­მა­ყუ­ჩებ­ლით ვუ­ყი­ნავ, თო­რემ ისე ზუს­ტად ვიცი, არ გა­ი­კე­თებ­დნენ... ერთი-ორმა მი­თხრა, ევ­რო­პა­ში მივ­დი­ვარ და­სას­ვე­ნებ­ლად და არ მინ­და უცხო ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვოო... ამას წი­ნათ, კი­დევ ერ­თმა ბიჭ­მა გა­და­მი­შა­ლა გული, სლავ გო­გო­ნებს ვე­ლო­დე­ბი სტუმ­რად და უნდა გა­ვა­ო­ცო, ქარ­თვე­ლი ბან­ჯგვლი­ა­ნი კა­ცის მითი უნდა და­ვამ­სხვრი­ოო (იცი­ნის).

- ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც გსტუმ­რო­ბენ?

- დიახ, მომ­ღერ­ლე­ბი და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი... არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი და­დის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ასა­კის კა­ცე­ბი. სხვა­თა­შო­რის, სხვა­თა­შო­რის ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხის მოს­ვლა უფრო გა­მიკ­ვირ­და, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდე­ბის. ქა­ლე­ბი თუ იპ­რან­ჭე­ბი­ან, ჩვენ რატო არ უნდა გა­ვიპ­რან­ჭო­თო... ისი­ნი უფრო იპ­რან­ჭე­ბი­ან, ვოლფ­რა­მის ნემ­სით იკე­თე­ბენ ეპი­ლა­ცი­ას, მათ შო­რის მკერ­დზეც, ბა­რემ და­ვის­ვე­ნე­ბო, რად­გან ის თმას სა­ბო­ლო­ოდ აქ­რობს. სა­ხე­საც ძა­ლი­ან უვ­ლი­ან, მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ცე­დუ­რებს იკე­თე­ბენ... მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გან თა­ვის მოვ­ლა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. ერ­თმა რომ გა­ი­კე­თა, სხვებ­საც და­იჯ­დათ ჭკუ­ა­ში, ზოგი ძა­ლი­ან ხშირ­თმი­ა­ნია და ამ სი­ცხე­ში მარ­თლა დიდი დის­კომ­ფორ­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სლავი გოგონები უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი დავამსხვრიოო" - რა პროცედურებისთვის მიმართავენ ქართველი მამაკაცები კოსმეტოლოგს

"სლავი გოგონები უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი დავამსხვრიოო" - რა პროცედურებისთვის მიმართავენ ქართველი მამაკაცები კოსმეტოლოგს

ბოლო წლებში ქალბატონებთან ერთად თავის აქტიური მოვლა მამაკაცებმაც დაიწყეს. უამრავი მათგანი სხვადასხვა პროცედურებისთვის კოსმეტოლოგს თითქმის ყოველთვიურად აკითხავს. მათ შორის, ყველაზე ხშირად სახის წმენდისა და ეპილაციისთვის. როგორ უვლიან ქართველი მამაკაცები თავს და რა პროცედურებს იტარებენ ყველაზე ხშირად, ამის შესახებ AMBEBI.GE კოსმეტოლოგ თინა რევაზიშვილს ესაუბრა:

- 43 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ბოლო 5-6 წელი იმდენი მამაკაცი პაციენტი მომაწყდა, რაოდენობით თითქმის ქალებს უტოლდებიან. თავიდან ეშინიათ, ასე ჰგონიათ, ეტკინებათ. ვუხსნი, უმტკივნეულო პროცედურაა. შემდეგ უკვე ეშხში შედიან და კოსმეტიკური საშუალებებით, სახესაც იწმენდენ. მეკითხებიან - სახლის პირობებში როგორ მოვუაროთ სახესო.

- რა ასაკის მამაკაცები გაკითხავენ ყველაზე ხშირად?

- შეიძლება ითქვას ყველა ასაკის, პენსიონერებიც კი... თუმცა ახალგაზრდები უფრო აქტიურობენ. რამდენიმე დღის წინ, 19 წლის ბიჭმა დედის ჩუმად ფეხებზე გაიკეთა ლაზერული ეპილაცია. გადაირია, ფეხები როგორ უნდა გაიპარსო, ქალი ხომ არ ხარო... არადა, შორტსა ან ბრიჯს რომ ვიცვამ, სულაც არ მომწონს ბანჯგვლიანი ფეხები რომ მიჩანსო...

- სხეულის რა ადგილებზე იკეთებენ ყველაზე ხშირად მამაკაცები ლაზერულ ლეპილაციას?

- მუცელზე, მკერდზე, ზურგზე, კუდუსუნზე, ხელებზე, იღლიებსა და ზოგჯერ ძალიან გაბედულები და მოწესრიგებულები, მთლიან ფეხებზეც... პირველი კითხვაა - რა მომივა, მეტკინება?.. დამისივდება?..

- თქვით, ვოლფრამის ნემსითაც იკეთებენო...

- დიახ, წარბებს, ყვრიმალებსა და კისრის არეს ნემსით იკეთებენ. გამაყუჩებლით ვუყინავ, თორემ ისე ზუსტად ვიცი, არ გაიკეთებდნენ... ერთი-ორმა მითხრა, ევროპაში მივდივარ დასასვენებლად და არ მინდა უცხო ქვეყანაში მოუწესრიგებელი შთაბეჭდილება დავტოვოო... ამას წინათ, კიდევ ერთმა ბიჭმა გადამიშალა გული, სლავ გოგონებს ველოდები სტუმრად და უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი უნდა დავამსხვრიოო (იცინის).

- ცნობილი სახეებიც გსტუმრობენ?

- დიახ, მომღერლები და მოცეკვავეები... არაერთი პოლიტიკოსი დადის, ასევე სხვადასხვა ასაკის კაცები. სხვათაშორის, სხვათაშორის ასაკოვანი ხალხის მოსვლა უფრო გამიკვირდა, ვიდრე ახალგაზრდების. ქალები თუ იპრანჭებიან, ჩვენ რატო არ უნდა გავიპრანჭოთო... ისინი უფრო იპრანჭებიან, ვოლფრამის ნემსით იკეთებენ ეპილაციას, მათ შორის მკერდზეც, ბარემ დავისვენებო, რადგან ის თმას საბოლოოდ აქრობს. სახესაც ძალიან უვლიან, მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო პროცედურებს იკეთებენ... მივესალმები, რადგან თავის მოვლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ერთმა რომ გაიკეთა, სხვებსაც დაიჯდათ ჭკუაში, ზოგი ძალიან ხშირთმიანია და ამ სიცხეში მართლა დიდი დისკომფორტია.

"ბოლო მონაცემებით, ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ - ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ გვაქვს" - ამირან გამყრელიძე

შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განცხადება

"ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს" - თამარ გაბუნია