ფესტივალ Echowaves-ის მეორე დღე ანაკლიაში - მსმენელის წინაშე დღის ჰედლაინერი ბენ ქლოქი წარსდგა. Echowaves-ი 22 აგვისტოს გაიხსნა. პირველი დღის ჰედლაინერი ნინა კრავიცი იყო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალ Echowaves -ს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონის როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული განვითარება წარმოადგენს.
დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ. გვიან ღამით მსმენელს Boston 163-ისა და სხვა არაერთი ცნობილი არტისტის მოსმენა შეეძლება. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან.
შარშან EXIT-ის ქოლგის ქვეშ გამართულ ფესტივალს ანაკლიაში სტუმრები დაახლოებით 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ. საერთაშორისო მედიის მიერ ფესტივალის გაშუქების შედეგად საქართველოს შესახებ 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო. Echowaves-ი მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.