საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბერდანაშაულის გაზრდილი მაჩვენებელი და გაუხსნელი საქმეები - "არასრულწლოვანი ჰაკერები ჩალიჩობენ, რომლებსაც რომც მივაგნოთ ვერაფერს მოვთხოვთო"
კიბერდანაშაულის გაზრდილი მაჩვენებელი და გაუხსნელი საქმეები - "არასრულწლოვანი ჰაკერები ჩალიჩობენ, რომლებსაც რომც მივაგნოთ ვერაფერს მოვთხოვთო"

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შუ­ლის სტა­ტის­ტი­კა ყო­ველ წელს სულ უფრო იზ­რდე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ AMBEBI.GE-სთვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, გა­სულ წელს 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლოდ 2-ჯერ გა­ი­ზარ­და.

სსკ-ის 284-286 მუხ­ლე­ბით (კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი) 2016 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - 550 და­ნა­შა­უ­ლია. აქე­დან გახ­სნი­ლია- 202.

2017 წელი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 506 და­ნა­შა­უ­ლი, გახ­სნი­ლია - 128.

2018 წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 1268 და­ნა­შა­უ­ლი, გახ­სნი­ლია - 98.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი

2016 წელს სსკ- ის 284 მუხ­ლით (კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვა ) გა­მო­ძე­ბა და­ი­წყო 289 ასეთ და­ნა­შა­ულ­ზე, 2017 წელს - 409- ზე, 2018 წელს- 1222- ზე.

2016 წელს სსკ- ის 285 მუხ­ლით (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის ან/და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა) გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 5 და­ნა­შულ­ზე, 2017 წელს - 21- ზე, 2018 წელს 13- და­ნა­შულ­ზე.

2016 წელს სსკ-ის 286 მუხ­ლით. "კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის ან/და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის ხელ­ყო­ფა" ამ მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 29 და­ნა­შულ­ზე, 2017 წელს - 45- ზე, 2018 წელს - 44 ასეთ და­ნა­შულ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, კერ­ძოდ, და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მოწ­მობს იმას, რომ კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მას­თან უნე­ბარ­თვო წვდო­მა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მი­სა და მო­ნა­ცე­მის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, ე.წ. სპა­მის მე­თო­დე­ბი და სხვა­დას­ხვა მავ­ნე პროგ­რა­მე­ბის აქ­ტი­ვა­ცია - ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს ჰა­კე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გვხვდე­ბა. კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, თაღ­ლი­თე­ბი სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას ახერ­ხე­ბენ.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რ კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლზე "ფე­ის­ბუქ-თაღ­ლი­თო­ბაზე " რამ­დე­ნი­მე თვის წინ AMBEBI.GE-მ სტა­ტია მო­ამ­ზა­და. მას­ში სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, თუ რო­გორ ქმნი­ან კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის ყალბ "ფე­ის­ბუქ-გვერდს", მისი "ფე­ის­ბუქ" პრო­ფა­ი­ლის სრულ ანა­ლოგს, შემ­დეგ მე­გობ­რებ­ში ამა­ტე­ბენ პო­ტენ­ცი­უ­რი "მსხვერ­პლის" ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რებს და ფუ­ლის სეს­ხე­ბას სთხო­ვენ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში თაღ­ლი­თე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლით მის მე­გობ­რებს სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე თან­ხას არი­ცხი­ნე­ბენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

კი­დევ ერთი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შუ­ლია სა­ბან­კო თაღ­ლი­თო­ბა, რომ­ლის ერთ-ერთი მსხვერ­პლი თ.მ. "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს:

"ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კრის­ტალ­ბეთ­ში გა­და­ი­რი­ცხა თან­ხე­ბი. თურ­მე ასეთ ტრან­ზაქ­ცი­ას სმს დას­ტუ­რი არ ჭირ­დე­ბა. გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი, და­ვაბ­ლო­კი­ნე ბა­რა­თე­ბი ბან­კშიც და კრის­ტალ­ბეთ­შიც გა­და­ვა­მოწ­მე, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ამ გა­და­რი­ცხვე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა და გარ­კვე­ვა. პა­სუ­ხი იყო, რომ რა თქმა უნდა შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო გა­მო­ი­თხოვ­და. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში იპო­ვეს და დამ­ნა­შა­ვემ მო­პა­რუ­ლი და უნე­ბარ­თვოდ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხა ბანკს და­უბ­რუ­ნა.... მარ­თა­ლია 500 ლა­რამ­დე იყო ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა რა­ტომ უნდა და­მე­კარ­გა ვი­ღაც გა­იძ­ვე­რას გამო. თან­ხა ამი­ნა­ზღა­უ­რეს მე­ო­რე დღეს და ქურ­დი და­ი­ჭი­რეს 2 თვე­ში".

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია მ.გ. ჰყვე­ბა:

"2018 წლის 29-30 მა­ისს და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 1-2 სა­ათ­ზე მო­მი­ვი­და სმს "ფე­ი­დან", რომ ან­გა­რი­ში­დან ჩა­მო­იჭ­რა 100 ლარი... სა­ნამ ვკი­თხუ­ლობ­დი მო­ვი­და მე­ო­რე სმს, რომ კი­დევ 100 ლარი ჩა­მო­იჭ­რა. ბა­რათ­ზე სულ 200 ლარი მქონ­და. ეგ­რე­ვე გა­დავ­რე­კე ბან­კში და ვუ­თხა­რი, რომ მე არა­ფე­რი გა­და­მი­რი­ცხავს და და­ვაბ­ლო­კი­ნე ბა­რა­თი... ბან­კის ოპე­რა­ტორ­მა მირ­ჩია მე­ი­ლი მო­მე­წე­რა "ფეის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მათ კი და­მი­დას­ტუ­რეს თაღ­ლი­თუ­რი გზით თან­ხის ჩა­მოჭ­რა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას­თან გა­და­მა­მი­სა­მარ­თეს. ეს ბა­რა­თი ინ­ტერ­ნე­ტით გა­და­რი­ცხვებ­ზე არას­დროს არ­სად არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, მი­თუ­მე­ტეს, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს არც მე და არც ჩემი ოჯა­ხის არ­ცერთ წევ­რს. არც არა­ვის­თვის არას­დროს არ მი­თხო­ვე­ბია. პო­ლი­ცი­ა­შიც შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი, რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­მი­ბა­რეს, და­მა­წე­რი­ნეს ჩვე­ნე­ბა და ძა­ლი­ან გულ­გრი­ლად მო­ე­კიდ­ნენ ამ სა­კითხს, დიდ იმედს არ მაძ­ლევ­დნენ... რთუ­ლია პოვ­ნაო. მა­ღა­ზი­ებ­ში ჩა­ლი­ჩო­ბენ მო­ლა­რე­ე­ბიო ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მებს იმახ­სოვ­რე­ბენ და ისეო... ან არას­რულ­წლო­ვა­ნი ჰა­კე­რე­ბიო, რომ­ლებ­საც რომ მი­ვაგ­ნოთ მა­ინც ვე­რა­ფერს მოვ­თხოვ­თო" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

AMBEBI.GE სა­მეც­ნი­ე­რო კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, პრო­ფე­სორ მაქ­სიმ ია­ვი­ჩის ესა­უბ­რა:

"ზო­გა­დად ინ­ტერ­ნეტ-თაღ­ლი­თო­ბა ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია, მათ შო­რის კონ­კრე­ტუ­ლად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, "ფე­ის­ბუქ-თაღ­ლი­თო­ბე­ბი". ეს არის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი კი­ბერ­შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ცოდ­ნას არ მო­ი­თხოვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი აკე­თებს მსგავს "ფე­ის­ბუქ-ექა­უნთს", სთხო­ვენ ფულს ადა­მი­ა­ნებს და უთი­თე­ბენ "კრის­ტალ­ბე­თის" ან­გა­რიშს. აი, სწო­რედ ეს არის ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იმი­სა, რომ საქ­მე გვაქვს თაღ­ლი­თო­ბას­თან. რა­ტომ მა­ინ­და­მა­ინც ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რი­ში? სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუ ვინ ხსნის ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ან­გა­რიშ­დან თან­ხას, ვი­ნა­ი­დან ანო­ნი­მუ­რო­ბა იქ ძა­ლი­ან კარ­გად არის და­ცუ­ლი.

ასე რომ, თუ კი ვინ­მემ გთხო­ვათ, რომ "კრის­ტალ­ბე­თის", ან სხვა რა­ი­მე აზარ­ტუ­ლი თა­ამ­შე­ბის ან­გა­რიშ­ზე თან­ხის გა­და­რი­ცხვა, მა­შინ­ვე უნდა იეჭ­ვოთ, რომ ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით არის თაღ­ლი­თო­ბა. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვაც, ერთ-ერთ სა­იტ­ზე ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა გა­მო­წე­რა ლეპ­ტო­პი, სუ­რა­თი აჩ­ვე­ნეს ნივ­თის, "აჭა­რა­ბე­თის" ან­გა­რი­ში მი­უ­თი­თა ამ პირ­მა და ახ­ლო­ბელ­მაც გა­და­უ­რი­ცხა ფული, თუმ­ცა ნივ­თი არ მი­უ­ღია. ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის გა­მოვ­ლე­ნა, თუ ვინ იყო რე­ა­ლუ­რად ეს თაღ­ლი­თი. ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პირი, მისი სა­ხე­ლი და გვა­რიც კი, მაგ­რამ ხში­რად ეს ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია და თა­ვის მხრივ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლია. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, თქვენს პი­რად გვერ­დზე აუ­დი­ტო­რი­ის წვდო­მას შე­ზღუ­დავთ. შეც­ვა­ლეთ პა­რა­მეტ­რე­ბი ისე, რომ მხო­ლოდ მე­გობ­რებს შე­ეძ­ლოთ თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ასე­ვე, შე­ზღუ­დეთ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბის სიის ნახ­ვის წვდო­მა", - ამ­ბობს მაქ­სიმ ია­ვი­ჩი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

კიბერდანაშაულის გაზრდილი მაჩვენებელი და გაუხსნელი საქმეები - "არასრულწლოვანი ჰაკერები ჩალიჩობენ, რომლებსაც რომც მივაგნოთ ვერაფერს მოვთხოვთო"

კიბერდანაშაულის გაზრდილი მაჩვენებელი და გაუხსნელი საქმეები - "არასრულწლოვანი ჰაკერები ჩალიჩობენ, რომლებსაც რომც მივაგნოთ ვერაფერს მოვთხოვთო"

კომპიუტერული დანაშულის სტატისტიკა ყოველ წელს სულ უფრო იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 2017 წელთან შედარებით კიბერდანაშაულის მაჩვენებელი საშუალოდ 2-ჯერ გაიზარდა.

სსკ-ის 284-286 მუხლებით (კიბერდანაშაული) 2016 წელს დარეგისტრირებული - 550 დანაშაულია. აქედან გახსნილია- 202.

2017 წელი რეგისტრირებულია 506 დანაშაული, გახსნილია - 128.

2018 წელს რეგისტრირებულია 1268 დანაშაული, გახსნილია - 98.

გამოძიების დაწყების მაჩვენებელი

2016 წელს სსკ- ის 284 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა ) გამოძება დაიწყო 289 ასეთ დანაშაულზე, 2017 წელს - 409- ზე, 2018 წელს- 1222- ზე.

2016 წელს სსკ- ის 285 მუხლით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) გამოძიება დაიწყო 5 დანაშულზე, 2017 წელს - 21- ზე, 2018 წელს 13- დანაშულზე.

2016 წელს სსკ-ის 286 მუხლით. "კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა" ამ მუხლით გამოძიება დაიწყო 29 დანაშულზე, 2017 წელს - 45- ზე, 2018 წელს - 44 ასეთ დანაშულზე.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მოწმობს იმას, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლა სამართალდამცველებისთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა. კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება, ე.წ. სპამის მეთოდები და სხვადასხვა მავნე პროგრამების აქტივაცია - ყველაზე ხშირად ეს ჰაკერული დანაშაულები გვხვდება. კიბერდანაშაულის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, თაღლითები სოლიდური თანხების მითვისებას ახერხებენ.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ კიბერდანაშაულზე "ფეისბუქ-თაღლითობაზე " რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE-მ სტატია მოამზადა. მასში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ქმნიან კიბერდამნაშავეები ამა თუ იმ ადამიანის ყალბ "ფეისბუქ-გვერდს", მისი "ფეისბუქ" პროფაილის სრულ ანალოგს, შემდეგ მეგობრებში ამატებენ პოტენციური "მსხვერპლის" ფეისბუქ-მეგობრებს და ფულის სესხებას სთხოვენ. ზოგიერთ შემთხვევაში თაღლითები კონკრეტული ადამიანის სახელით მის მეგობრებს სხვადასხვა ანგარიშზე თანხას არიცხინებენ. ჩვენი ინფორმაციით, სტატიაში მოყვანილი კონკრეტული დანაშულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული კომპიუტერული დანაშულია საბანკო თაღლითობა, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი თ.მ. "ფეისბუქზე" წერს:

"ჩემს შემთხვევაში კრისტალბეთში გადაირიცხა თანხები. თურმე ასეთ ტრანზაქციას სმს დასტური არ ჭირდება. გამოვიძახე პატრული, დავაბლოკინე ბარათები ბანკშიც და კრისტალბეთშიც გადავამოწმე, შეიძლებოდა თუ არა ამ გადარიცხვების გადამოწმება და გარკვევა. პასუხი იყო, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია თუ საგამოძიებო გამოითხოვდა. ჩემს შემთხვევაში იპოვეს და დამნაშავემ მოპარული და უნებართვოდ მითვისებული თანხა ბანკს დაუბრუნა.... მართალია 500 ლარამდე იყო ჩემს შემთხვევაში, თუმცა რატომ უნდა დამეკარგა ვიღაც გაიძვერას გამო. თანხა ამინაზღაურეს მეორე დღეს და ქურდი დაიჭირეს 2 თვეში".

კიდევ ერთი დაზარალებულია მ.გ. ჰყვება:

"2018 წლის 29-30 მაისს დაახლოებით ღამის 1-2 საათზე მომივიდა სმს "ფეიდან", რომ ანგარიშიდან ჩამოიჭრა 100 ლარი... სანამ ვკითხულობდი მოვიდა მეორე სმს, რომ კიდევ 100 ლარი ჩამოიჭრა. ბარათზე სულ 200 ლარი მქონდა. ეგრევე გადავრეკე ბანკში და ვუთხარი, რომ მე არაფერი გადამირიცხავს და დავაბლოკინე ბარათი... ბანკის ოპერატორმა მირჩია მეილი მომეწერა "ფეის" წარმომადგენლებთან. მათ კი დამიდასტურეს თაღლითური გზით თანხის ჩამოჭრა და საპატრულო პოლიციასთან გადამამისამართეს. ეს ბარათი ინტერნეტით გადარიცხვებზე არასდროს არსად არ გამომიყენებია, მითუმეტეს, ტოტალიზატორებთან არანაირი შეხება არ მაქვს არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს. არც არავისთვის არასდროს არ მითხოვებია. პოლიციაშიც შევიტანე საჩივარი, რამდენიმეჯერ დამიბარეს, დამაწერინეს ჩვენება და ძალიან გულგრილად მოეკიდნენ ამ საკითხს, დიდ იმედს არ მაძლევდნენ... რთულია პოვნაო. მაღაზიებში ჩალიჩობენ მოლარეებიო ბარათის მონაცემებს იმახსოვრებენ და ისეო... ან არასრულწლოვანი ჰაკერებიო, რომლებსაც რომ მივაგნოთ მაინც ვერაფერს მოვთხოვთო" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

AMBEBI.GE სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტს, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მაქსიმ იავიჩის ესაუბრა:

"ზოგადად ინტერნეტ-თაღლითობა ძალიან გავრცელებული დანაშაულია, მათ შორის კონკრეტულად ასეთი შემთხვევებიც, "ფეისბუქ-თაღლითობები". ეს არის ყველაზე მარტივი კიბერშეტევა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს მსგავს "ფეისბუქ-ექაუნთს", სთხოვენ ფულს ადამიანებს და უთითებენ "კრისტალბეთის" ანგარიშს. აი, სწორედ ეს არის ყველაზე პირველი მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან. რატომ მაინდამაინც ტოტალიზატორის ანგარიში? საერთოდ ძალიან რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ ხსნის ტოტალიზატორების ანგარიშდან თანხას, ვინაიდან ანონიმურობა იქ ძალიან კარგად არის დაცული.

ასე რომ, თუ კი ვინმემ გთხოვათ, რომ "კრისტალბეთის", ან სხვა რაიმე აზარტული თაამშების ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, მაშინვე უნდა იეჭვოთ, რომ ეს დიდი ალბათობით არის თაღლითობა. იყო ასეთი შემთხვევაც, ერთ-ერთ საიტზე ჩემმა ახლობელმა გამოწერა ლეპტოპი, სურათი აჩვენეს ნივთის, "აჭარაბეთის" ანგარიში მიუთითა ამ პირმა და ახლობელმაც გადაურიცხა ფული, თუმცა ნივთი არ მიუღია. ძალიან რთულია იმის გამოვლენა, თუ ვინ იყო რეალურად ეს თაღლითი. ხშირად ფიქსირდება კონკრეტული პირი, მისი სახელი და გვარიც კი, მაგრამ ხშირად ეს ადამიანი საერთოდ არაფერ შუაშია და თავის მხრივ თაღლითობის მსხვერპლია. ამიტომ კარგი იქნება, თუ უსაფრთხოების მიზნით, თქვენს პირად გვერდზე აუდიტორიის წვდომას შეზღუდავთ. შეცვალეთ პარამეტრები ისე, რომ მხოლოდ მეგობრებს შეეძლოთ თქვენი ინფორმაციისა და ფოტოების დათვალიერება. ასევე, შეზღუდეთ თქვენი მეგობრების სიის ნახვის წვდომა", - ამბობს მაქსიმ იავიჩი.

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული - რა განაცხადეს შსს-ში?

"დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოქალაქე გახლდათ" - უპრეცედენტო საერთაშორისო დანაშაულისა და წარმატებული ოპერაციის დეტალები

პოლიციამ კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილის დაჭრის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა - ის დაჭრილის ნათესავია