ავტორი:

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

პანკისის ხეობის მოსახლეობა ადასტურებს, რომ გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს