პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნება გვიხდის სამაგიეროს და ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილიშვილებს ან ცეცხლში დაფერფლავს ან წყალში ჩაახრჩობს"
"ბუნება გვიხდის სამაგიეროს და ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილიშვილებს ან ცეცხლში დაფერფლავს ან წყალში ჩაახრჩობს"

მწე­რა­ლი, ბლო­გე­რი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დათო გორ­გი­ლა­ძე ამა­ზო­ნის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ეხ­მი­ა­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ჩვე­ნი­ვე და­ნა­შა­უ­ლის გამო ბუ­ნე­ბა სას­ტი­კად გვიხ­დის სა­მა­გი­ე­როს".

"მსოფ­ლიო იწ­ვის. პო­ლი­ტი­კუ­რად, ფი­ზი­კუ­რად.

ამა­ზო­ნის ჯუნ­გლე­ბი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ფილ­ტვებს ეძა­ხი­ან, ცე­ცხლშია გახ­ვე­უ­ლი.

უნი­კა­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი იხო­ცე­ბი­ან. ან გა­მორ­ბი­ან და მერე იხო­ცე­ბი­ან. და­ხოც­ვით ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იხო­ცე­ბი­ან. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით უყუ­რე­ბენ უც­ნა­ურ, მოძ­რავ და ცხელ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, რო­მელ­საც რა­დი­არდ კიპ­ლინკმა წი­თე­ლი ყვა­ვი­ლი უწო­და - ანუ, ცე­ცხლს.

ის­ლან­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი მყინ­ვა­რი მთლი­ა­ნად დად­ნა. გრენ­ლან­დი­ამ მხო­ლოდ ივ­ნი­სის თვე­ში 2 მი­ლი­არ­დი ტონა ყი­ნუ­ლი და­კარ­გა.

ციმ­ბი­რის ტყე­ე­ბი და­იწ­ვა.

ბუ­ნე­ბა სას­ტი­კად გვიხ­დის სა­მა­გი­ე­როს ჩვე­ნი­ვე და­ნა­შა­უ­ლის გამო და ჩვენ თუ არა, ჩვენს შვი­ლიშ­ვი­ლებს ან ცე­ცხლში და­ფერ­ფლავს ან წყალ­ში ჩა­ახ­რჩობს.

ძა­ლას და­კარ­გავს ფული.

ბან­კო­მა­ტე­ბი კუ­პი­უ­რებს აღარ მო­გაწ­ვდი­ან.

ამ ქვეყ­ნის ძლი­ე­რე­ბი ჩვენ გვერ­დით აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან თა­ვის გა­დამ­რჩე­ნელ­თა რი­გებ­ში, რად­გა­ნაც ჰო­ლი­ვუ­დუ­რი სი­უ­ჟე­ტი სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გა­მე­ორ­დე­ბა - არა­ვინ ისურ­ვებს სა­სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში ჩა­ყო­ლას.

და, სულ ბოლო მო­მენ­ტში გაგ­ვახ­სენ­დე­ბა, რის გა­მოც მოხ­და ეს: იმის, რომ უფრო დი­დძ­რა­ვი­ა­ნი მან­ქა­ნა ვი­ყი­დეთ ტრა­სებ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი გას­წრე­ბის­თვის; პრინ­ტე­რებ­ში ფურ­ცლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა გვე­ზა­რე­ბო­და და თითო გვერ­დზე ვბეჭ­დავ­დით;

კონ­სულ­ტან­ტის შე­კი­თხვა­ზე პარ­კი გვნე­ბავ­და თუ არა, თავ­და­ჯე­რე­ბით ვპა­სუ­ხობ­დით - „კი";პიკ­ნიკ­ზე წა­სუ­ლებს ბევ­რი რამ მიგვქონ­და, უკან კი ცა­რი­ე­ლე­ბი ვბრუნ­დე­ბო­დით; ვფიქ­რობ­დით, რომ ერთი პლასტმა­სის ბოთ­ლის გა­დაგ­დე­ბით არა­ფერს ვა­შა­ვებ­დით; დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის მონ­დო­მე­ბით სამ­ყა­რო ვერ შე­იც­ვლე­ბო­და, ამი­ტო­მაც სხვე­ბი­ვით ვიქ­ცე­ო­დით - ვსვამ­დით დე­და­მი­წის სის­ხლს ხარ­ბად და მო­თხვრი­ლი გვქონ­და პირი.

კი­დევ ბევ­რი რამ გაგ­ვახ­სენ­დე­ბა და მივ­ხვდე­ბით, რომ სამ­ყა­როს ფეხ­საც­მე­ლი­ვით მო­ვე­ქე­ცით - რაც უფრო გაცვდა, მით უფრო ნაკ­ლე­ბად მო­ვუფრ­თხილ­დით.

ესაა და ეს და რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ფე­რი."

ავტორი:

"ბუნება გვიხდის სამაგიეროს და ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილიშვილებს ან ცეცხლში დაფერფლავს ან წყალში ჩაახრჩობს"

"ბუნება გვიხდის სამაგიეროს და ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილიშვილებს ან ცეცხლში დაფერფლავს ან წყალში ჩაახრჩობს"

მწერალი, ბლოგერი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გაჩენილ ხანძარს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ჩვენივე დანაშაულის გამო ბუნება სასტიკად გვიხდის სამაგიეროს".

"მსოფლიო იწვის. პოლიტიკურად, ფიზიკურად.

ამაზონის ჯუნგლები, რომელსაც მსოფლიოს ფილტვებს ეძახიან, ცეცხლშია გახვეული.

უნიკალური ცხოველები იხოცებიან. ან გამორბიან და მერე იხოცებიან. დახოცვით ყველა შემთხვევაში იხოცებიან. გაკვირვებული სახეებით უყურებენ უცნაურ, მოძრავ და ცხელ გამოსახულებას, რომელსაც რადიარდ კიპლინკმა წითელი ყვავილი უწოდა - ანუ, ცეცხლს.

ისლანდიაში ყველაზე დიდი მყინვარი მთლიანად დადნა. გრენლანდიამ მხოლოდ ივნისის თვეში 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა.

ციმბირის ტყეები დაიწვა.

ბუნება სასტიკად გვიხდის სამაგიეროს ჩვენივე დანაშაულის გამო და ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილიშვილებს ან ცეცხლში დაფერფლავს ან წყალში ჩაახრჩობს.

ძალას დაკარგავს ფული.

ბანკომატები კუპიურებს აღარ მოგაწვდიან.

ამ ქვეყნის ძლიერები ჩვენ გვერდით აღმოჩნდებიან თავის გადამრჩენელთა რიგებში, რადგანაც ჰოლივუდური სიუჟეტი სინამდვილეში არ გამეორდება - არავინ ისურვებს სასახლის ნანგრევებში ჩაყოლას.

და, სულ ბოლო მომენტში გაგვახსენდება, რის გამოც მოხდა ეს: იმის, რომ უფრო დიდძრავიანი მანქანა ვიყიდეთ ტრასებზე კომფორტული გასწრებისთვის; პრინტერებში ფურცლის გადატრიალება გვეზარებოდა და თითო გვერდზე ვბეჭდავდით;

კონსულტანტის შეკითხვაზე პარკი გვნებავდა თუ არა, თავდაჯერებით ვპასუხობდით - „კი";პიკნიკზე წასულებს ბევრი რამ მიგვქონდა, უკან კი ცარიელები ვბრუნდებოდით; ვფიქრობდით, რომ ერთი პლასტმასის ბოთლის გადაგდებით არაფერს ვაშავებდით; დარწმუნებულები ვიყავით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მონდომებით სამყარო ვერ შეიცვლებოდა, ამიტომაც სხვებივით ვიქცეოდით - ვსვამდით დედამიწის სისხლს ხარბად და მოთხვრილი გვქონდა პირი.

კიდევ ბევრი რამ გაგვახსენდება და მივხვდებით, რომ სამყაროს ფეხსაცმელივით მოვექეცით - რაც უფრო გაცვდა, მით უფრო ნაკლებად მოვუფრთხილდით.

ესაა და ეს და როგორც ირკვევა, ეს ყოფილა ყველაფერი."

"მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ ცოცხლად... ჩვენ კი ძალიან გვიან ვიღებთ ხმას" - რას წერს გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძეზე

"რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს..." - რა ფოტოებს ავრცელებს ილიაუნის პროფესორი

"მე, შენ გაცილებდე სამარის კარამდე?!" - რას წერს ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ