Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელში ათასი ჭორი ვრცელდება, ამბობენ მოკლესო და არხში გადააგდესო" - გურჯაანში გაუჩინარებულ მამაკაცს მე-6 დღეა ეძებენ
"სოფელში ათასი ჭორი ვრცელდება, ამბობენ მოკლესო და არხში გადააგდესო" - გურჯაანში გაუჩინარებულ მამაკაცს მე-6 დღეა ეძებენ

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძირ­კოკ­ში მცხოვ­რებ მა­მა­კაცს მე-6 დღეა ეძე­ბენ. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 34 წლის ვანო მა­ხა­რაშ­ვი­ლი მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რის შემ­დე­გაც არა­ვის უნა­ხავს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მათ შო­რის მა­ხა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას, თუმ­ცა და­კარ­გუ­ლის მა­მის, ოთარ მა­ხა­რაშ­ვი­ლის­თვის სა­ეჭ­ვოა მკვლე­ლო­ბის ვერ­სია, რად­გან გან­მარ­ტავს, რომ მისი შვი­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო და პრობ­ლე­მე­ბი არა­ვის­თან ჰქო­ნია.

"ბო­ლოს ორი კვი­რის წინ ვნა­ხეთ. სახ­ლში იყო მო­სუ­ლი. ტე­ლე­ფო­ნიც არ ჰქონ­და და ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით. ბევ­რი ტე­ლე­ფო­ნი და­ამ­ტვრია. არ ვიცი, სად შე­იძ­ლე­ბა წა­სუ­ლი­ყო. სო­ფელ­ში ათა­სი ჭორი ვრცელ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ მოკ­ლე­სო და არხში გა­და­აგ­დე­სო, მაგ­რამ იქაც ეძე­ბა პო­ლი­ცი­ამ. ორი დღე წყა­ლი და­აშ­რეს და ვერ იპო­ვეს. კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო, ვინ­მეს­თან რამე პრობ­ლე­მა რომ ჰქო­ნო­და. სო­ფელ­შიც მე­უბ­ნე­ბი­ან, ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დაო - იმათ­თა­ნაც, სა­დაც მუ­შა­ობ­და მწყემ­სად. გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, ათას ტყუ­ილს ავ­რცე­ლე­ბენ. სად შე­იძ­ლე­ბა წა­სუ­ლი­ყო? ვი­თხოვთ, არ შე­წყვი­ტონ სა­მუ­შა­ო­ე­ბი - ან ცო­ცხა­ლი დაგ­ვიბ­რუ­ნონ ან მკვდა­რი," - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდის მამა ოთარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

ამას­თან, AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კი­თხუ­ლი ადა­მი­ნე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 34 წლის ვანო მა­ხა­რაშ­ვი­ლის კვა­ლი ალაზ­ნის სარ­წყავ არ­ხამ­დე მი­დი­ო­და, რის გა­მოც 21 და 22 აგ­ვის­ტოს მდი­ნა­რე ალაზ­ნის სარ­წყავ არხში წყა­ლი და­აშ­რეს, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ვე­რა­ფერს მი­აგ­ნო. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მყვინ­თა­ვე­ბიც.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის­ვე ცნო­ბით, აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ავტორი:

"სოფელში ათასი ჭორი ვრცელდება, ამბობენ მოკლესო და არხში გადააგდესო" - გურჯაანში გაუჩინარებულ მამაკაცს მე-6 დღეა ეძებენ

"სოფელში ათასი ჭორი ვრცელდება, ამბობენ მოკლესო და არხში გადააგდესო" - გურჯაანში გაუჩინარებულ მამაკაცს მე-6 დღეა ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ მამაკაცს მე-6 დღეა ეძებენ. როგორც ახლობლები ამბობენ, 34 წლის ვანო მახარაშვილი მეზობელ სოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც არავის უნახავს.

ადგილობრივები ახალგაზრდის გაუჩინარების რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის მახარაშვილის მკვლელობას, თუმცა დაკარგულის მამის, ოთარ მახარაშვილისთვის საეჭვოა მკვლელობის ვერსია, რადგან განმარტავს, რომ მისი შვილი კონფლიქტური არ იყო და პრობლემები არავისთან ჰქონია.

"ბოლოს ორი კვირის წინ ვნახეთ. სახლში იყო მოსული. ტელეფონიც არ ჰქონდა და ვერ ვუკავშირდებოდით. ბევრი ტელეფონი დაამტვრია. არ ვიცი, სად შეიძლება წასულიყო. სოფელში ათასი ჭორი ვრცელდება. ამბობენ მოკლესო და არხში გადააგდესო, მაგრამ იქაც ეძება პოლიციამ. ორი დღე წყალი დააშრეს და ვერ იპოვეს. კონფლიქტური არ იყო, ვინმესთან რამე პრობლემა რომ ჰქონოდა. სოფელშიც მეუბნებიან, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდაო - იმათთანაც, სადაც მუშაობდა მწყემსად. განერვიულებულები ვართ, ათას ტყუილს ავრცელებენ. სად შეიძლება წასულიყო? ვითხოვთ, არ შეწყვიტონ სამუშაოები - ან ცოცხალი დაგვიბრუნონ ან მკვდარი," - განუცხადა AMBEBI.GE-ს დაკარგული ახალგაზრდის მამა ოთარ მახარაშვილმა.

ამასთან, AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკითხული ადამინების ჩვენებების მიხედვით, 34 წლის ვანო მახარაშვილის კვალი ალაზნის სარწყავ არხამდე მიდიოდა, რის გამოც 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალი დააშრეს, თუმცა პოლიციამ ვერაფერს მიაგნო. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებისვე ცნობით, აქტიურად გრძელდება სამძებრო და სხვა საგამოძიებო სამუშაოები.

"ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა (LIVE)

ტრაგედია გურჯაანში - ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ჩხუბის დროს 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა

"ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს სერიოზული ტრავმები არ აქვთ" - მარტვილის მერი