პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - "პროკურატურის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ  განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა..."
ადვოკატი - "პროკურატურის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ  განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა..."

პრო­კუ­რა­ტუ­რას ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მუხ­ლი იმი­ტომ დას­ჭირ­და, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის ან­გა­რი­შე­ბი და­ე­ყა­და­ღე­ბი­ნა, - ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის ად­ვო­კატ­მა ზვი­ად კორ­ძა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც თა­ვის დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­თან ერ­თად მათ­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის და­ზუს­ტე­ბის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და. ზვი­ად კორ­ძა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა არის მუხ­ლი, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, ხან­დაზ­მუ­ლი არ არის და მე­ო­რე მხრივ, პირ­და­პირ იძ­ლე­ვა ყა­და­ღის და­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­ზა­რა­ძი­სა და ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­დგე­ნილ და­ზუს­ტე­ბულ ბრალ­დე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩა­მა­ტე­ბუ­ლია ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის გვა­რი.

"ბრალ­ში იგი­ვე ტექ­სტია, უბ­რა­ლოდ ორ-სამ ად­გი­ლას ჩა­მა­ტე­ბუ­ლია ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის გვა­რი. მეტი არა­ფე­რი. არა­ფე­რი არ იც­ვლე­ბა არ­სე­ბი­თად, მუხ­ლიც იგი­ვეა და ში­ნა­არ­სიც. იმ აბ­სურ­დულ სქე­მა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა გვთა­ვა­ზობს, თემა არის ასე­თი: ბად­რიმ და მა­მუ­კამ გა­ნიზ­რა­ხეს, სა­კუ­თარ ბანკს მო­ტყუ­ე­ბით და თაღ­ლი­თო­ბით გა­მოს­ტყუ­ონ თან­ხა. ამის­თვის ვი­თომ­და და­უ­კავ­შირ­დნენ ავთო წე­რე­თელს და მისი ხელ­შე­წყო­ბით მო­ა­ხერ­ხეს ეს. მათი ლო­გი­კით ეს არის თაღ­ლი­თო­ბა, მაგ­რამ იმის­თვის, რომ თაღ­ლი­თო­ბა ხან­დაზ­მუ­ლი იყო, ბრა­ლის წარ­სად­გე­ნად მი­ა­წე­ბეს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა, რო­მელ­საც ასე ხსნის პრო­კუ­რა­ტუ­რა: ნე­ბის­მი­ე­რი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ასე­თი ფული რომ და­ხარ­ჯო, ეს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბაა. რის­თვის დას­ჭირ­და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, ეს გუ­შინ­წინ გა­მოჩ­ნდა. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა არის ის მუხ­ლი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ით­ვა­ლის­წი­ნებს ყა­და­ღის და­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მე­ო­რე - ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა არის მუხ­ლი, რო­მე­ლიც ხან­დაზ­მუ­ლი არ არის და მე­სა­მე - ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა არის მუხ­ლი, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და ბან­კი­რებს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ ბრა­ლით და­ამ­თავ­რა თა­ვი­სი საქ­მე. მა­მუ­კა და ბად­რი აღარ არი­ან ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, აღარ არი­ან ანაკ­ლი­ის პორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში და მათი ან­გა­რი­შე­ბი და­ყა­და­ღე­ბუ­ლია ეს არის მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც ას­რულ­და ამ ყვე­ლაფ­რით" - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად კორ­ძა­ძემ.

ავტორი:

ადვოკატი - "პროკურატურის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ  განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა..."

ადვოკატი - "პროკურატურის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ  განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა..."

პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა, სადაც თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად მათთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის იმყოფებოდა. ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.

ადვოკატის ინფორმაციით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილ დაზუსტებულ ბრალდებაში რამდენიმე ადგილას ჩამატებულია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.

"ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა და შინაარსიც. იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა, მაგრამ იმისთვის, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო, ბრალის წარსადგენად მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა: ნებისმიერი გზით მოპოვებული ასეთი ფული რომ დახარჯო, ეს ფულის გათეთრებაა. რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება პროკურატურას, ეს გუშინწინ გამოჩნდა. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას. მეორე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის და მესამე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებსა და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს. პროკურატურამ ამ ბრალით დაამთავრა თავისი საქმე. მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის ხელმძღვანელობაში, აღარ არიან ანაკლიის პორტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია ეს არის მიზანი, რომელიც ასრულდა ამ ყველაფრით" - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს