სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. ლე­ვან ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ხე­ლით ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია აცხა­დე­ბენ, რომ "რუს­თა­ვი 2" იყო არა ლო­გოს, ბრენ­დი­სა და შე­ნო­ბე­ბის, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით შექ­მნი­ლი ერ­თო­ბა, რომ­ლე­ბიც ქმნიდ­ნენ მის ში­ნა­არსს და, ამით, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­საც.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რუს­თა­ვი 2" მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ასო­ცირ­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ გუნდთან. ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტყვე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ელე­ბის უზუს­ტე­სი და­ხა­სი­ა­თე­ბაა.

გვინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვად და თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და, რათა „რუს­თა­ვი 2“ ყო­ფი­ლი­ყო თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი, ლი­დე­რი კომ­პა­ნია ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე.

"რუს­თა­ვი 2" იყო არა ლო­გოს, ბრენ­დი­სა და შე­ნო­ბე­ბის, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით შექ­მნი­ლი ერ­თო­ბა, რომ­ლე­ბიც ქმნიდ­ნენ მის ში­ნა­არსს და, ამით, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­საც.

გუ­შინ თქვენ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნეთ გა­უ­ტეხ­ლო­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მის, პრო­ფე­სი­ი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბი­სა და, ყო­ველ­გვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე, სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თი. გვჯე­რა, სა­დაც არ უნდა გა­აგ­რძე­ლოთ მოღ­ვა­წე­ო­ბა, ყველ­გან კვლავ იდ­გე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე. წარ­მა­ტე­ბებს და გა­მარ­ჯვე­ბებს გი­სურ­ვებთ!", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ ლე­ვან ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით - ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია "საქართველოს" სახელით ნიკოლოზ ნაყოფია აცხადებენ, რომ "რუსთავი 2" იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რუსთავი 2" მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ასოცირდებოდა საკუთარი საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები "რუსთავი 2"-ელების უზუსტესი დახასიათებაა.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა „რუსთავი 2“ ყოფილიყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვასთან ასოცირებული, ლიდერი კომპანია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე.

"რუსთავი 2" იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც.

გუშინ თქვენ მთელ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით - ნიკოლოზ ნაყოფია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ